სახლის დეტალურად დალაგება და უსარგებლო ნივთების მოშორება კარგია. ამაზე არაერთხელ დავწერეთ. ხარახურას და ძველ ნივთებს, რომელთაც აღარ ვიყენებთ, ჩვენს სახლში ადგილი არ აქვთ. თუმცა ზოგიერთი ნივთის გადაყრა არ ღირს, თუნდაც კარადასა და კომოდში კარდინალური რევიზია ჩაატაროთ. Vivien გირჩევთ ყურადღებით გაეცნოთ სიას, რა არ უნდა გადაყაროთ, რომ ოჯახში უსიამოვნება და უბედურება არ მოიზიდოთ.
- ჩანთა და საფულე – ადრე თვლიდნენ, რომ საფულე, ჩანთა და პორტმონე ფულის სიმბოლოა და სახლში სიმდიდრის მოზიდვა შეუძლია. ამ მიზნით გირჩევენ, რომ მასში პიტნის ფოთოლი ან სამკუთხედად დაკეცილი ერთდოლარიანი ჩადოთ. საფულე ფულის შენახვით ფინანსური ენერგიით ივსება. სწორედ ამიტომ, თუ გადაყრით, სახლს სიმდიდრეს და სიუხვეს მოაშორებთ. თუ თქვენს საფულეს ვინმე სხვა აიღებს, ფინანსური ნაკადი მასზე გადავა. ხალხური რწმენის მიხედვით, ზედმეტი ჩანთა და საფულე შეგიძლიათ დაწვათ და მიწაში ჩამარხოთ. იდეალურია, თუ სადმე ახალგაზრდა ხის ქვეშ ჩამარხავთ, რომ მასთან ერთად კეთილდღეობა გაიზარდოს.
- პური – ტყუილად არ ამბობენ, რომ პური ყველაფრის თავია. ადრე მასთან საკრალური ურთიერთობა ჰქონდათ. სწორედ ამიტომ, დაობებული პურიც არ უნდა გადააგდოთ. უმჯობესია, ჩიტები დააპუროთ.
- საცვალი – ნივთების სიაში, რომლებიც არ უნდა გადაყაროთ, ინტიმური ნივთი, საცვალიც შედის. ამბობენ, რომ გადაგდებულ საცვალს სახლში ღალატის და ეჭვიანობის გამოწვევა შეუძლია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ვინმე აიღებს და ჩაიცვამს. ასე ცოლი და ქმარი გვერდზე გაიხედავს, ოჯახში უთანხმოება გაიზრდება. ურთიერთობა მარცხისგან რომ დაიცვათ, საცვალი დაწვით ან დაანაწევრეთ. ასე მშვიდი სინდისით შეგიძლიათ გადაყაროთ.
- საბავშვო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – გადაყრილი საბავშვო ნივთები შავი მაგიის და ჯადოქრების ობიექტია. მათი გამოყენებით მთელ ოჯახზე ჯადოს გაკეთება ძალიან მარტივია. ბოროტ ხალხს ამის შესაძლებლობა არ მისცეთ. საბავშვო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ გადაყაროთ, არამედ მიეცით ოჯახს, რომელსაც სჭირდება.
- ფოტო – ძველი ფოტოები არ გადაყაროთ. მიზეზი მარტივია. მასზე ჯადოს აკეთებენ. უსარგებლო ფოტოები დაწვით ან დახიეთ.
- ცოცხი – ცოცხი, ჯაგრისი და შვაბრა სანაგვეზე მარტივად არ უნდა მოისროლოთ. ადრე თვლიდნენ, რომ ამ ნივთებს ჯადოსნური ძალა ჰქონდათ. ცოცხი დღემდე თილისმად ითვლება. ადრე სჯეროდათ, რომ ცოცხს მართავდა სახლის სული, რომელიც სახლში წესრიგზე პასუხისმგებელი იყო. ძველი ცოცხი სახლთან ახლოს არ გადააგდოთ. ის შეგიძლიათ წაიღოთ სანაგვეზე, ოღონდ სახლიდან შორს. მისი დაწვა არავითარ შემთხვევაში შეიძლება, რომ სახლში უბედურება არ მოიზიდოთ.
თუ ხალხური ცრურწმენის გჯერათ, ეს ნივთები არ გადაყაროთ. როგორც ხედავთ, საფრთხეს შეიცავს. ძველი ნივთები უმჯობესია გაჭირვებულებს აჩუქოთ, საფულე დაწვათ, ფოტოები და ქაღალდები დააქუცმაცოთ. ყურადღებით იყავით, თუ რას ყიდულობთ და რას იშორებთ. ასე სახლში ჰარმონია და ურთიერთგაგება დაისადგურებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს