
თანამედროვე დიასახლისის სამზარეულო სავსეა სხვადასხვა დამხმარე მოწყობილობით: სამზარეულოს კომბაინი, ბლენდერი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა. ისინი ცხოვრებას და საოჯახო საქმეს ამარტივებენ. ხალხური რწმენის მიხედვით, ჭურჭლის ხელით რეცხვა ძალიან სასარგებლოა. Vivien გიამბობთ, რატომ უნდა გარეცხოთ ჭურჭელი ხელით.
ჭურჭლის ხელით რეცხვის სარგებელი – ჭურჭელთან დაკავშირებით ბევრი ხალხური რწმენა არსებობს. მაგალითად, მაგიდაზე ცარიელი თეფში არ უნდა დატოვოთ, რომ არ გაღარიბდეთ. ცოლ–ქმარმა ერთი თეფშიდან არ უნდა ჭამოს, რომ არ იკამათოს. ჭურჭლის ხელით რეცხვა ბედნიერებას მოასწავებს. რატომ? როცა დიასახლისი ჭურჭელს ხელით რეცხავს, საკუთარ კარმას და სახლის ენერგეტიკას წმენდს. ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ასე ქალს სულიერი განცდების მოშორება შეუძლია. სხვათა შორის, ამას მეცნიერული ახსნაც აქვს. ხელის მოძრაობასთან დაკავშირებული საქმე ნერვულ სისტემას ნამდვილად ამშვიდებს. ამას ფსიქოლოგებიც ამბობენ.
რა მოხდება, თუ ჭურჭელს არ გარეცხავთ: ცრურწმენები – თუ ღამით ჭურჭელს არ გარეცხავთ, ოჯახში უბედურებას ელოდეთ. ჭუჭყიანი ჭურჭელი ნიჟარაში ღიად დატოვებული შემოსასვლელი კარის ტოლფასია. ცრურწმენის არსი ისაა, რომ ღამით გაურეცხავ თეფშებს და მოწყობილობას მხოლოდ ის ტოვებს, ვინც პასუხისმგებლობას მიჩვეული არაა და დროის მართვა არ შეუძლია. ეს ჩვევა იზიდავს უწმინდურ ძალებს, რომელთაც უწესრიგობა და ქაოსი უყვართ. სუფთა ჭურჭელი სახლში კარგ ადამიანებს იზიდავს, ხოლო ჭუჭყიანი – ცუდს. ღამით გაურეცხავი დანა–ჩანგალი ქალის სახლში ჭორიკანას ვიზიტს გამოიწვევს. ცრურწმენის მიხედვით, თეფში ოჯახური ურთიერთობის სიმბოლოა. თუ ჭუჭყიანს დატოვებთ, ცოლ–ქმარს შორის შეიძლება უთანხმოება მოხდეს. თუ ჭუჭყიან ჭურჭელს დილამდე დატოვებთ, მეგობრობას გამძლეობაზე გამოცდის ჩაბარება მოუწევს.
შეიძლება თუ არა ჭურჭლის გარეცხვა სტუმრად – ჭურჭლის ხელით რეცხვა თქვენს სახლში სასარგებლოა. შეიძლება ჭურჭელი გარეცხოთ სტუმრად, რომ დიასახლისს დაეხმაროთ? აქ ყველაფერი ერთმნიშვნელოვანი არაა. ერთი მხრივ, ყველაფერი, რაც საკვებს უკავშირდება, ადრე საკრალური იყო. სამზარეულოში მხოლოდ ძალიან ახლო ადამიანებს უშვებდნენ. სწორედ ამიტომ, ითვლება, რომ სტუმარი ონკანის წყალთან საკვების ნარჩენებთან ერთად ოჯახის კეთილდღეობას და სიმდიდრეს რეცხავს. ქალმა, რომელიც სტუმრად ჭურჭელს რეცხავს, წყვილის ურთიერთობაში უთანხმოება შეიძლება გამოიწვიოს. წესიდან გამონაკლისიც არსებობს. სტუმრად ყოფნისას ჭურჭლის გარეცხვა შეუძლია გასათხოვარ გოგონას (გამოდის, რომ მალე გათხოვდება), ოჯახის ახლო მეგობარს, შორეულ ნათესავსს (ახალ შეხვედრას და მოგზაურობას მოასწავებს).
ახლა იცით, რატომ გირჩევთ ხალხური ნიშნები ჭურჭლის ხელით რეცხვას. ალბათ, ეს ნიშნები მანამ მოიფიქრეს, სანამ ჭურჭლის სარეცხ მანქანას გამოიგონებდნენ. ახლა თანამედროვე ქალებს შეუძლიათ აირჩიონ, საოჯახო საქმეები დამოუკიდებლად შეასრულონ თუ საქმე ტექნიკას მიანდონ.
