მეორადი ნივთები: როგორ მოვაშოროთ სუნი და თავიდან ავიცილოთ დაავადებები

820

დედამ მასწავლა, რომ მეორადი ნივთები არ დავიწუნო, მით უფრო ფულს კარგად ზოგავს. სწორედ ამიტომ, ჩემი ვაჟები მთელი ბავშვობა მეზობლის ეტლით დასეირნობდნენ, ნათესავის ზამთრის კომბინიზონი ეცვათ და მათი სათამაშოებით თამაშობდნენ. გაოცდებით, მაგრამ 4 წლამდე ჩემი შვილების გარდერობი 70% ძველი ტანსაცმლისგან შედგებოდა. ახლა მეორად ტანსაცმელს სკოლაშიც იცვამენ. ხარბი და უყურადღებო დედა არ მიწოდოთ. ის, რომ ჩემი შვილები მეორად ნივთებს იცვამენ, იმას არ ნიშნავს, რომ თავად იქ არ ვიცვამ. გარწმუნებთ, ყოველწლიურად ჩვენი ოჯახი ტანსაცმლის ყიდვაზე დიდ თანხას ზოგავს. ამ ფულს დასვენებასა და მოგზაურობაში სიამოვნებით ვხარჯავთ. ნივთები მოვლილი და უსაფრთხო რომ იყოს, რამდენიმე წესს ვიყენებ.

ნივთები, რომლებიც მეორადებში არ უნდა იყიდოთ

  1. საგარეო ბუმბულის ტანსაცმელი. როგორც სხვა ტანსაცმელი, ისიც მუშავდება და ირეცხება. ეს უნდა გიხაროდეთ, მაგრამ შედეგი სამწუხაროა. ასეთი პროცედურის შემდეგ ქურთუკის შემავსებელი გამათბობელ ფუნქციას ვეღარ ასრულებს.
  2. სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. პირველ რიგში, სარბენი ბოტასის ვადა რეგულარული გამოყენებისას მაქსიმუმ 2 წელია. კარგი მაისურის და შარვლის პოვნის იმედი არ გქონდეთ. დამუშავების შემდეგ ფორმას და გარეგნობას კარგავს.
  3. ქუდები. თავის აქსესუარებს სხვა ნივთებთან შედარებით ნაკლებად უვლიან. იმის გათვალისწინებით, რომ გაწელვა ახასიათებს, სჯობს ახალი შეიძინოთ.
  4. ბეწვის ტანსაცმელი. სტერეოტიპების მიუხედავად მეორადების მაღაზიაში გაყიდვამდე ნივთები უმოწყალოდ მუშავდება. წარმოიდგინეთ, რა გავლენას ახდენს დელიკატურ მასალაზე.
  5. ქვედა საცვალი და წინდა. კომენტარი საჭირო არაა.

როგორ დავამუშავოთ მეორადი ტანსაცმელი, რომ ბავშვს უსაფრთხოდ ჩავაცვათ – მეორადებში ნაყიდი ნივთები მაშინვე უნდა გარეცხოთ. მინიმუმ 60 გრადუსზე ხანგრძლივი რეჟიმი ჩართეთ. დამატებითი გავლება გამოიყენეთ. გარეცხილი ტანსაცმელი, თუ შესაძლებელია, დააუთოეთ. ნაჭრის ფეხსაცმელიც შეგიძლიათ გარეცხოთ, ხოლო ტყავის ანტისეპტიკით დაამუშაოთ. თუ ტანსაცმელს სპეციფიკური სუნი არ მოშორდა, ნიშადურის სპირტის ხსნარში ჩაალბეთ. გამოცდილი მყიდველები გირჩევენ, რომ ნივთებს კარგად დააკვირდეთ. არა მხოლოდ გარეგნობას, არამედ მარკას. გაოცდებით, ისეთი ბრენდული ტანსაცმელი შეგიძლიათ ნახოთ მეორადი ნივთების მაღაზიაში. ხშირად მაღალი ხარისხის და კარგი სამკერვალოს საქონელია. მოდური არაა, მაგრამ ახალ მფლობელს დიდხანს ემსახურება.