5 მეთოდი, როგორ მოაშოროთ ტანსაცმელს ბუსუსები სპეციალური აპარატის გარეშე

1192

აცივებისთანავე საყვარელი სვიტერის ჩაცმა გვსურს. თბილი, მყუდრო და ლამაზი ტანსაცმელი მთელი 6 თვე თავის რიგს ელოდა. სანამ ზამთრის ნივთების ჩაცმას დაიწყებთ, აუცილებლად მოაწესრიგეთ. Vivien გიამბობთ, როგორ მოაშოროთ ბუსუსები ტანსაცმელს. პატარა ბუსუსები ტანსაცმელს შეუხედავს ხდის. უდავოდ, შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ბუსუსებს სწრაფად და უპრობლემოდ აგროვებს. გიზიარებთ ხალხურ მეთოდებს, რომლებიც თითქმის არაფერი ღირს!

როგორ მოაშოროთ ტანსაცმელს ბუსუსები: 5 მეთოდი

  1. სკოჩი – უბრალო სკოჩით ტანსაცმელს „ეპილაცია“ ჩაუტარეთ. წებოვანი ლენტის ნაჭერი ნივთს დააკარით და ერთი მოძრაობით ააძვრეთ. რა თქმა უნდა, ყველა ბუსუსს ვერ გაუმკლავდება, მაგრამ უმეტესობას მოგაშორებთ. გარდა ამისა, მოაშორებთ ბეწვს, თმას და წვრილ ნაგავს, რომელიც ტანსაცმელზე შეიძლება იყოს.
  2. სავარცხელი – ბრტყელი სავარცხელი წვრილი კბილებით ამ საქმეში გამოგადგებათ. ტანსაცმელი „დავარცხნეთ“. ამ მეთოდით ბევრ ბუსუსს შეაგროვებთ.
  3. საპარსი – უბრალო საპარსი გამოგადგებათ. ნივთი ჰორიზონტალურ ზედაპირზე დადეთ და კარგად გაწელეთ. ქსოვილი „გაპარსეთ“, ბეწვის მიმართულებით იმოძრავეთ. არ იჩქაროთ, რომ ტანსაცმელი არ დააზიანოთ.
  4. საკანცელარიო დანა – უფრო ზუსტად, არა დანა, არამედ მისი პირი. როგორც საპარსის შემთხვევაში, ნივთი ჰორიზონტალურ ზედაპირზე გაწელეთ. შემდეგ დანის პირი გადაატარეთ. ფრთხილად იყავით, რომ ხელი არ გაიჭრათ და ნივთი არ გააფუჭოთ.
  5. პემზა – ტანსაცმლის ბუსუსებთან საბრძოლველად შესანიშნავი ნივთია. ტანსაცმელი ჰორიზონტალურ ზედაპირზე დადეთ და ქსოვილის ტექსტურის გასწვრივ პემზა გადაატარეთ.

ბუსუსების მოსაშორებლად საუკეთესო მეთოდი მისი პრევენციაა. ამისთვის ტანსაცმლის შენახვის და რეცხვის პირობები ყურადღებით წაიკითხეთ და დაიცავით. გარდა ამისა, გირჩევთ, რომ ონკანის წყალი რეცხვისას კონდიციონერით დაარბილოთ.