ხელნაკეთი გამათბობელი თიხის ქოთნიდან: დეტალური ინსტრუქცია

325

რისი გაკეთება არ შეუძლია ადამიანს საკუთარი ხელით! ყვავილების თიხის ქოთნებიდან შესანიშნავი გამათბობელი შეგიძლიათ გააკეთოთ. უდავოდ, ბუხარს ვერ შეცვლის, რადგან დიდ ენერგიას ვერ მოგცემთ. ხელნაკეთი გამათბობელი პატარა სივრცეს კარგად ათბობს, ტემპერატურას ზრდის. ზამთრის სიცივე არ შეგაშინებთ, თუ ამ მოწყობილობას გააკეთებთ. შენობაში თიხის ქოთნიდან გაკეთებული რამდენიმე გამათბობელი დადგით, რომ მთელი ოთახის გათბობა შეძლოთ. ნამდვილად საოცარია!

ხელნაკეთი გამათბობელი: დეტალური ინსტრუქცია

დაგჭირდებათ:

  • 2 თიხის ქოთანი
  • გრძელი ჭანჭიკი ორი ქანჩით და სამი საყელურით
  • 2 აგური
  • 3 სანთელი
  • თეფში

მოქმედების წესი:

  1. თიხის ქოთანი გახვრიტეთ. მასში ჭანჭიკი საყელურით მოათავსეთ.
  2. ქანჩი დაახრახნეთ. ზემოდან კიდევ ერთი საყელური მოათავსეთ.
  3. ქოთანში კიდევ ერთი (პატარა ზომის) ჩადგით. საყელურით და ქანჩით დააფიქსირეთ.
  4. სანთლები დაანთეთ და აგურებს შორის თეფშზე დადეთ.
  5. ხელნაკეთი ქოთანი აიღეთ, ანთებული სანთლების ზემოთ აგურებს დაადეთ. მზადაა!

რჩევები მომავალ ხელოსნებს – ასეთი გამათბობლის მოწყობისას არა პარაფინის, არამედ ცვილის ან ზეთის სანთელი გამოიყენეთ. ზეთის სანთელი თავად შეგიძლიათ გააკეთოთ. ფართოყელიანი პატარა მინის ქილა დაგჭირდებათ. სურვილის შემთხვევაში ქილა ხმელი ყვავილებით ან ხილით გაავსეთ და წყალი დაასხით. შემდეგ ზეთი დაუმატეთ, მცურავი პატრუქი დააყენეთ და აანთეთ. ხელნაკეთი გამათბობელი ფრთხილად გამოიყენეთ. სანთლებისთვის საკმაოდ ღრმა თეფში შეარჩიეთ. თუ ერთ–ერთი სანთელი დავარდება, თეფშზე დარჩება. ყურადღება მიაქციეთ ნივთებს, რომლებიც გამათბობლის გვერდით დევს. ნივთები, რომლებიც შეიძლება დაიწვას, შორს გადადეთ. უსაფრთხოების წესები დაიცავით, რომ გამათბობლის სითბოთი და სიმყუდროვით სრულად ისიამოვნოთ. თქვენთვის შესაფერისი გათბობის მეთოდი შეარჩიეთ, რომ ზამთარში სახლის ეკონომიურად გათბობა შეძლოთ.