ამის გაკეთება შეწყვიტეთ, როცა 50 წელი შეგისრულდებათ. პრაქტიკული რჩევები

987

ბევრი (განსაკუთრებით ქალი) 50 წელს აღიქვამს გარკვეულ საფეხურად, რომელზეც გადაბიჯებისას ნათელ და აქტიურ ცხოვრებას ასრულებს. თითქოს ასაკის მატებასთან ერთად საყვარელ ადამიანთან ინტიმი, მოტივაცია, ყოფილი გატაცებიდან სიხარული ქრება. გარდა ამისა, დაავადებებიც თავს იჩენს. ეს ყველაფერი პესიმიზმს იწვევს. ეს უბრალოდ ცრურწმენაა! 50 წლის შემდეგ ცხოვრება ახალგაზრდების წლებს არ ჩამოუვარდება. ცხოვრებიდან ტოქსიკური და შურიანი ადამიანები ქრება, რადგან ხალხში კარგად გარკვევა ისწავლეთ. შიში მცირდება, რადგან რამდენიმე წლიანი გამოცდილება გაქვთ. ბავშვები გაიზარდნენ. გამოდის, რომ საკუთარი თავისთვის დრო გაქვთ. Vivien გიამბობთ, რა აღარ უნდა გააკეთოთ 50 წლის შემდეგ.

რატომ არის 50 წელი ცხოვრების მშვენიერი პერიოდი – სოციოლოგიური გამოკითხვები და სამეცნიერო კვლები მოულოდნელ დასკვნამდე მივიდნენ: 50 წლის ადამიანი სამყაროს უფრო პოზიტიურად აღიქვამს. ასაკს სტაბილურობა და რეგულარობა ახლავს. 50 წლის ადამიანი სტრესს უკეთ უძლებს, მომავალზე აღარ დარდობს და ემოციებს შესანიშნავად მართავს. ეს ახალგაზრდებთან შედარებით უდავო უპირატესობაა.

3 რამ, რაც 50 წლის შემდეგ აღარ უნდა გააკეთოთ – არ ვკამათობთ, ახალგაზრდობა ენერგიას და სილაღეს გვანიჭებს. ვფიქრობთ, რომ ეს 100 წელი გვეყოფა. წლებთან ერთად სინათლე ქრება. ღირს ნერვიულობა? აბსოლუტურად, არა! ახლა შუაღამემდე მუშაობა, ყოველდღე გარჯა საჭირო არაა. შესანიშნავი პერიოდი იწყება, როცა ცხოვრების ნამდვილი გემო იგრძნობა.

  • დიეტა არ დაიცვათ – თუ 50 წლის ხართ და ჯერ კიდევ სწორ დიეტას ეძებთ, დაივიწყეთ. გახსოვდეთ, რომ ამ ასაკში დიეტა არ მუშაობს. 45 წლის შემდეგ ორგანიზმში ჰორმონების გამომუშავება მცირდება, რაც წონის მატებას იწვევს. თუ ადრე დაბალანსებულად იკვებებოდით, ახლა დარღვევები არ შეგაწუხებთ. მაქსიმუმ 3-5 კგ–ს მოიმატებთ, რაც 50 წლის ასაკში ნორმაა. თუ ადრე სწრაფი კვების პროდუქტებს და ტკბილეულს ხშირად მიირთმევდით, ეჭვი არ შეგეპაროთ, დიეტა ადრეც დიდად ვერ გეხმარებოდათ. რა საჭიროა ორგანიზმის დატანჯვა? საყვარელ საკვებზე უარის თქმა და შიმშილობა დადებით შედეგს ვერ მოგიტანთ, პირიქით, წონაში მოიმატებთ და ფსიქიკას შეირყევთ. მენტალური ჯანმრთელობა არ დაგავიწყდეთ. წარუმატებელი მცდელობების გამო თქვენი განწყობა გაუარესდება, რაც თქვენს ცხოვრების ხარისხზე გავლენას მოახდენს.
  • სხვების აზრზე არ იდარდოთ – საკმაოდ დიდხანს იცხოვრეთ იმის მისახვედრად, რომ ჭორები მოქმედებს მხოლოდ მასზე, ვინც ამას ყურადღებას აქცევს. 50 წლის შემდეგ იწყება გათავისუფლების განსაკუთრებული პერიოდი, როცა მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობენ სხვები ზურგს უკან. თუ ნათელი კაბის ჩაცმა გსურთ, ჩაიცვით. თუ ღამის კლუბში წასვლა და ცეკვა გსურთ, წადით. იქნებ დღემდე გრცხვენიათ, რომ ვიღაცას ფულის უკან დაბრუნება ან პირობის შესრულება შეახსენოთ? საკუთარ თავს ყველაფრის გაკეთების უფლება მიეცით, გულწრფელად თქვით, რა გაწუხებთ. მერწმუნეთ, ასე ცხოვრებას გაიმარტივებთ.
  • ოცნებები არ გადადოთ – 50 წლის შემდეგ „ოქროს“ პერიოდი იწყება. დრო და შესაძლებლობა გაქვთ, რომ ძველი ოცნებები აიხდინოთ და გააკეთოთ ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ცხოვრება სამომავლოდ არ გადადოთ. თუ შორეული ქვეყნის მონახულება გსურთ, საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთეთ. იქნებ გსურთ სალსას ცეკვის შესწავლა, ფერმის აღჭურვა ან ჩინურის სწავლა? ახლა როცა სტაბილური სამუშაო გაქვთ, შეგიძლიათ დრო საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ და გააკეთოთ ის, რაც ასე ძალიან გსურთ. მაშინაც კი, თუ საკუთარ თავს მთელ დღეს ვერ უთმობთ, საკუთარი გატაცებისთვის მინიმუმ 1 საათით მაინც გამოყავით. არ იყოყმანოთ, თქვენი ცხოვრება მხოლოდ კაშკაშა და ბედნიერი გახდება.

და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ 50 წლისას გროვდება გამოცდილება, რომ ჩვეული საქმე „ავტომატურად“ შეასრულოთ. ეს სიამაყის მიზეზი არაა. ტვინში ნერვული კავშირები აღარ ადგება, მათ მუდმივი სტიმულაცია სჭირდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ამოცანები უნდა დაისახოთ. ამის გაკეთება მარტივია. თუ გარკვეული მარშრუტით სიარულს მიჩვეული ხართ, შეცვალეთ. ასე ტვინს ახალი ოპტიმალური გზის მოძებნის საშუალებას მისცემთ. ცურვის ახალი სტილი აითვისეთ, კბილები ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ხელით გაიხეხეთ. ტვინი ავარჯიშეთ. სინამდვილეში, მნიშვნელობა არ აქვს, რას გააკეთებთ. მთავარია, რომ ტონუსი შეინარჩუნოთ. რაღაც ახალს ხელი მოკიდეთ, გააკეთეთ ის, რასაც ადრე არ აკეთებდით. გახსოვდეთ, რომ 50 წლისას არა მხოლოდ გონებრივი, არამედ ფიზიკური აქტივობა უნდა შეინარჩუნოთ.