ქმარმა შემთხვევით გამომიგზავნა მესიჯი, რომელსაც საყვარელს წერდა. თითქოს დენმა დამარტყა

413

„ქმრისგან მივიღე მესიჯი „ბაჭია, 1 საათში ვიქნები.“ მივლინებაშია და ბაჭიას არასდროს მეძახის. შეტყობინება ეკრანზე გამოჩნდა და სანამ შოკირებული ვუყურებდი ქმარმა წაშალა. სხვა გამომიგზავნა „მიყვარხარ, მომენატრე“. თითქოს დენმა დამარტყა. როგორც ჩანს, ვიღაც გოგო ჰყავს, ამიტომ პროვინციაში მივლინებაში წასვლა ასე უყვარს. იმასაც მივხვდი, როდის მოხდა ეს, რომელ მომენტში. თავიდან მის ნაცვლად ყოველთვის სხვას აგზავნიდა. 12 წელია ერთად ვართ, 10 წელი დაოჯახებული, 2 ბავშვი გვყავს. მთელი ეს დრო სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი. სულ მივლინებაშია, ხან ახალი პროექტი აქვს, ხან საქმე უნდა გააკონტროლოს. სამყარო დამენგრა. გამოდის, მთელი ეს სინაზე და საჩუქრები დანაშაულის გამოსყიდვის მცდელობა იყო? სინდისის დამშვიდება? იცის იმ ქალმა, რომ ჩვენ ვარსებობთ? რა საშინელებაა. ძალა არ მაქვს, მეორე ღამეა არ მძინავს და არ ვიცი, რა გავაკეთო. თავი მოვაჩვენო, რომ არაფერი მოხდა და ცხოვრება გავაგრძელო თუ ყველაფერი ვუთხრა, როცა დაბრუნდება? თუ ბავშვებთან ერთად მშობლებთან დავბრუნდე? რა გავაკეთო?“

ფსიქოლოგის რჩევა – უსამართლო და უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდით. დასკვნების გაკეთება ნაადრევია. უკვე ძილი შეწყვიტეთ, ამაზე ფიქრს ვერ წყვეტთ, ანუ მომავალში პარტნიორში ეჭვი უფრო შეგეპარებათ. უნდობლობა გაიზრდება. გირჩევთ, უთხრათ, რა დაინახეთ და მოუსმინოთ, რას გეტყვით. რა თქმა უნდა, პარტნიორს თქვენი გულისტკენა არ სურს. ეს ჩანს, რადგან მესიჯი წაშალა და მისი ქმედებები არ ჩანს. უცნობია, რას მალავს, ამიტომ მშვიდად, შეურაცხყოფის და ისტერიკის გარეშე დაელაპარაკეთ.

უთხარით, რა ნახეთ კონკრეტულად და რა იგრძენით. შემდეგ ლაპარაკის საშუალება მიეცით. არ შეაწყვეტინოთ. რაც მთავარია, მის ნაცვლად არ იფიქროთ. სხვადასხვა სიტუაცია არსებობს და გაუგებარი ისტორიის გამო მთელი ცხოვრების დანგრევა უგუნურია. უმჯობესია, მძიმე საუბრისთვის მოემზადოთ. ტელეფონით ან სმს–ით არაფრის გარკვევა სცადოთ. ქმრის დაბრუნებას დაელოდეთ. პირდაპირ ამ თემაზე არ დაელაპარაკოთ, რომ მისი დაღლილობის და მოულოდნელობის გამო სკანდალში არ გადაიქცეს. არ უნდა გამოიყურებოდეთ გაბრაზებულად, თითქოს ღალატში გამოიჭირეთ. ზოგიერთი კაცი არც უარყოფს და არც თავს იმართლებს. კითხვებზე ნამდვილად არ გიპასუხებთ და კვლავ გაურკვევლობაში დარჩებით.

თქვენი ტონი და განწყობა საუბარში მნიშვნელოვანია. თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერს ეტყვით და პატიებას გთხოვთ, ეს შეიძლება არ მოხდეს. თავშეკავებული ტონი და მოკლე ფრაზები თქვენი მოკავშირეა. იდეალურია, თუ წინასწარ ხმამაღლა რეპეტიციას გაივლით. ასე მიხვდებით, როგორ ისაუბროთ, რომ ღირსეულად მოიქცეთ. სინდისზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, რადგან ეს თქვენი ღირებულებაა. ფაქტი არაა, რომ თქვენი პარტნიორისთვისაც მნიშვნელოვანია. დანაშაულის გრძნობით მანიპულირება არ ღირს. მამაკაცმა თავი შეიძლება შევიწროებულად იგრძნოს და საერთოდ წავიდეს ოღონდ ეს გრძნობა არ განიცადოს.

მეორე მომენტი: ნებისმიერი სიტუაციისთვის მოემზადეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა გითხრათ, გადაწყვეტილების მისაღებად შეისვენეთ. ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლოა. ფსიქოლოგი მოძებნეთ და ერთად დასკვნა გამოიტანეთ, მაგრამ ემოციებზე გადაწყვეტილება არ მიიღოთ. ასე ოჯახში კამათი არ გვარდება. გახსოვდეთ, „დედოფალი კონკრეტულ ბრძოლაში არ მონაწილეობს“. საკუთარ თავს ყველაფრის გააზრების დრო მიეცით. მნიშვნელოვანია, მიხვდეთ, რომ სპეციალისტის დახმარება გჭირდებათ. საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ, არამედ ახლობლებს მხარდაჭერა სთხოვეთ. გირჩევთ, რომ დეტალებზე არ ისაუბროთ, სანამ ქმარს არ დაელაპარაკებით. ამის შემდეგ დეტალები შეგიძლიათ განიხილოთ, თუ ასე ძალიან გსურთ.

ეს ქალური ქცევის მოდელის გადახედვის დროა. უფრო ეგოისტი და მკაცრი გახდით. ეს ძალას მოგცემთ. საკუთარ სურვილებსა და მიზნებზე კონცენტრირდით და არა მხოლოდ თქვენს ოჯახზე. საკუთარ თავს სიამოვნება მიანიჭეთ. საკუთარ თავს სხვა კუთხიდან შეხედეთ. თქვენ ქალი ხართ და ეს არასოდეს დაივიწყოთ.