5 ნიშანი, რომ ნამდვილად ბრძენი ქალი ხართ

667

„გონება“ და „სიბრძნე“ სინონიმები არაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ამ თვისებებს დიდი განსხვავებები აქვს. Vivien გიზიარებთ ექსპერტის მოსაზრებებს, როგორ მიხვდეთ, რამდენად ბრძენი ადამიანი ხართ. სიბრძნე ადამიანის უნარია, რომ გააერთიანოს ცოდნა, ქვეცნობიერი გამოცდილება და მათი გონივრული გამოყენება კონკრეტულ სიტუაციაში. ბრძენი ხალხი საკუთარ „ხრიკებს“ გაუცნობიერებლად იძენს და მთელი ცხოვრება ავტომატურად იყენებს. მათგან ტოპ 5–ს გიზიარებთ.

  1. ინტელექტი და ეტიკეტი – კარგი მანერები დაგეხმარებათ, რომ უფრო პროდუქტიული იყოთ და ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდეთ. ბრძენმა ხალხმა ამის შესახებ იცის და საუკეთესო შედეგის მისაღებად აქტიურად იყენებს.
  2. ტაბუ ჭორებსა და ცარიელ ლაპარაკზე – სიბრძნე იმაშია, რომ უაზრობაზე დახარჯულ დროს ვერ დაიბრუნებთ. უმჯობესია, რომ სასარგებლოდ გამოიყენოთ. მაგალითად, ემოციური განმუხტვისთვის სპორტით დაკავდით, ლამაზ ადგილას გაისეირნეთ ან ფსიქოთერაპევტთან სეანსი გაიარეთ.
  3. საკუთარ ემოციებზე მუდმივი მუშაობა – ადამიანი რეპუტაციით „თვალებს ამოგთხრი“ ბრძენი ადამიანის შთაბეჭდილებას არ ახდენს და სინამდვილეში ასეთი არაა. ბრაზი, აგრესია, წყენა, შური და მსგავსი ემოციები სიბრძნეს ეწინააღმდეგება.
  4. სხვის საქმეში ცხვირს არ ჰყოფთ – ბრძენმა ხალხმა იცის, რომ სხვის საქმეზე დროის, ძალის და ფინანსების დახარჯვა უსარგებლოა. ამ პერიოდში ერთ ადგილზე დგახართ და ნაბიჯს არ დგამთ. როგორც წესი, სხვა შედეგი გვჭირდება.
  5. საკუთარ თავზე კონცენტრირებული ხართ – სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ იცით, სხვების შეცვლის მცდელობა უნდა შეწყვიტოთ. ეს ეფექტური არაა. უმჯობესია, რომ საკუთარ თავზე იზრუნოთ. საკუთარ განათლებას, ჯანმრთელობას, გარეგნობას და საკუთარი მიზნების რეალიზებას მიხედეთ.

გსურთ ბრძენი გახდეთ? საკუთარ თავზე იმუშავეთ და რამდენიმე თვის განმავლობაში მარტივი „ბრძნული ხრიკები“ დაიცავით. დააკვირდით, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება, ხედვა, აზროვნება, მიზნები, ხალხთან დამოკიდებულება და ამის შემდეგ დასკვნები გამოიტანეთ.