6 მიზეზი, რატომ უნდა მოიმარაგოთ რამდენიმე ქილა თაფლი

509

თაფლი უნიკალური თვისებების გამო არა მხოლოდ კულინარიაში აქტიურად გამოიყენება. ეს პროდუქტი კერძის გემოს აუმჯობესებს, ასევე სხვა სფეროებში დაგეხმარებათ. Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ თაფლი ორიგინალური მეთოდებით. თაფლი კოსმეტოლოგიასა და მედიცინაშიც სასარგებლოა. მით უფრო, ბევრ საყოფაცხოვრებო საკითხს აგვარებს. მინიმუმ 1 ქილა თაფლი სახლში ყველას უნდა ჰქონდეს. უნივერსალური პროდუქტია.

როგორ გამოვიყენოთ თაფლი უჩვეულო მეთოდებით

  1. თაფლის ხსნარი – ნომერ პირველი საშუალება, რომელიც მაღაზიაში ნაყიდ პირის ღრუს სავლებზე უფრო ეფექტურია. ძალიან მარტივად მზადდება. 1 ს/კ თაფლი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით. მზა ხსნარი 30 წამით ყელში გამოივლეთ. თაფლის ანტისეპტიკური თვისებები პირის ღრუში ბაქტერიებს ანადგურებს.
  2. თმის ბზინვარებისთვის – თუ გაწუხებთ ისეთი პრობლემა, როგორიცაა მშრალი თმა, თაფლი დაკარგულ ბზინვარებას დაუბრუნებს. ეფექტური საშუალება მოამზადეთ. 2 ს/კ თაფლი და 2 ს/კ ზეითუნის ზეთი აურიეთ. ნარევი მიკროტალღურ ღუმელში შეათბეთ. მზა ნარევი თმაზე წაისვით და მთელ სიგრძეზე გადაანაწილეთ. პირსახოცი შემოიხვიეთ და ნახევარი საათით გაიჩერეთ. ნარევი კარგად ჩამოიბანეთ. დიდებულ ეფექტს მიიღებთ. თმა დატენიანებული და ბზინვარეა!
  3. ნაკაწრების შესახორცებლად – თაფლის ანტიბაქტერიული თვისებები ინფექციის გამომწვევ მიკრობებს კლავს. თუ ნაკაწრი გაქვთ, სწრაფად შესახორცებლად ნატურალური საშუალება გამოიყენეთ. ჭრილობა გაწმინდეთ, გაამშრალეთ და ზემოდან თაფლი თხლად წაისვით. სახვევი დაიდეთ. თაფლი წყლის მოლეკულებს შეაკავებს და ნაწიბურის წარმოქმნას ხელს შეუშლის.
  4. ქავილის შესამცირებლად – ხშირად კოღოს ნაკბენი ძლიერ ქავილს იწვევს. მისი მოშორება რთულია. კანის ფხანით პრობლემა რომ არ გაამწვავოთ, თაფლი აუცილებლად გამოიყენეთ. პროდუქტი ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც გაღიზიანებულ კანს ამშვიდებს. ჭრილობის ფხანის ძლიერი სურვილი გაქრება.
  5. სიცხარის დასარეგულირებლად – თაფლი კულინარიაში საინტერესო მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ. თაფლი რბილ გემოს უზრუნველყოფს, თუნდაც წიწაკაში გადააჭარბოთ. 1 ს/კ თაფლი და რამდენიმე წვეთი ლაიმის წვენი აურიეთ. ნარევი კერძს დაუმატეთ, რომ ნაკლებად ცხარე გამოვიდეს. ესეც ასე, სიტუაცია გამოსწორებულია.
  6. ყვავილის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად – გადაჭრილი ყვავილი დიდხანს ვერ ძლებს. ერთ–ორ დღეში ყვავილის გარეგნობა საუკეთესოს სურვილს ტოვებს. მცენარის სილამაზის შენარჩუნებაში სპეციალური ხსნარი დაგეხმარებათ. 1 ს/კ თაფლი და 1 ს/კ სუფრის ძმარი აურიეთ. მიღებული ნარევი ლარნაკს წყლის ყოველი გამოცვლის შემდეგ დაუმატეთ. ასე ნაჩუქარი თაიგული სილამაზით რამდენიმე დღე გაგახარებთ.

როგორც ხედავთ, ნატურალური თაფლი შეუცვლელი პროდუქტია, რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში არა ერთხელ დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს