ჰოლივუდის მსახიობი, რომელიც გარდაცვლილი მეუღლის ერთგული დარჩა

534

ნატაშა რიჩარდსონი და ლიამ ნისონი ჰოლივუდის სამაგალითო წყვილი იყო. მათი ისტორია ბევრისთვის ნამდვილი სიყვარულის მაგალითი შეიძლება გახდეს. მათმა ისტორიამ ამ ნათელი გრძნობის ძალა დამარწმუნა. თუ დიდი ხანია რწმენა დაკარგეთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეყვარება შეიძლება, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ.

ნატაშა რიჩარდსონმა და ლიამ ნისონმა ერთმანეთი სამსახურში გაიცნეს. ეს 1993 წელს მოხდა, როდესაც ორივემ „ანა კრისტის“ ბროდვეის დადგმაში მონაწილეობა მიიღო. იმ დროს ლიამი ცნობილი მექალთანე იყო. ნატაშა მეუღლესთან, პროდიუსერ რობერტ ფოქსთან განქორწინების ზღვარზე იყო. თითქმის მაშინვე ცხადი გახდა, რომ მათ ერთმანეთი მოსწონდათ. სცენაზე საოცრად თამაშობდნენ. სასიყვარულო კუთხით ერთმანეთს უფრო ძლიერ იზიდავდნენ. ნამდვილი ქიმია იყო!

ნატაშას მოვლენების დაჩქარება არ სურდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ლიამის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. მისი საეჭვო დიდება საერთოდ არ აწუხებდა. უბრალოდ ხვდებოდა, რატომ გიჟდებოდნენ ქალები ნისონზე. აი, ლიამი სიყვარულის ახსნას არ ჩქარობდა. მათი ბობოქარი რომანი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნატაშა პოლონეთში გაემგზავრა. მაშინ ნისონი „შინდლერის სიის“ გადაღებებზე იყო. მსახიობს დაბადების დღეზე მისალოცი ბარათი გაუგზავნა წარწერით: „შენ დამეწევი. სიყვარულით, ოსკარი“. ნატაშა ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა ლიამი ამ ბარათით. მამაკაცისგან უფრო ემოციურ მილოცვას ელოდა, რადგან ფიქრობდა, რომ მასაც უყვარდა. სწორედ ამიტომ, პირდაპირ ჰკითხა, რას აპირებდა. ნატაშას პირდაპირობამ ლიამი დაატყვევა. მიხვდა, რომ ნამდვილად უყვარდა. წინ და უკან სიარულს აზრი არ ჰქონდა. პირდაპირ აქ და ახლა უნდა ემოქმედა. გაცნობიდან 1 წლის შემდეგ დაქორწინდნენ. მანამდე ცოტა ხნით ადრე ნიუ–იორკის შტატში საფერმო სახლი იყიდეს. იქვე ქორწილი გადაიხადეს.

ერთმანეთზე იმდენად მიჯაჭვულნი იყვნენ, რომ გადასაღებ მოედანზეც ერთად ყოფნას ცდილობდნენ. როცა ლიამს შესთავაზეს როლი ფილმში „ნელი“, ყველაფერი გააკეთა, რომ თავადაც მოხვედრილიყო. ფილმი 1994 წელს გამოვიდა. 6 თვის შემდეგ ახალდაქორწინებულნი მშობლები გახდნენ. ნატაშას ვაჟი მაიკლი შეეძინა, ხოლო 1 წლის შემდეგ – დანიელი. ორივე შვილს მამის გვარი მისცეს, თუმცა 2015 წელს მაიკლმა დედის გვარზე გადასვლა გადაწყვიტა.

ერთი შეხედვით, მსახიობების ოჯახის იდილიის დარღვევა არაფერს შეეძლო. წყვილი ჰარმონიაში ცხოვრობდა, შვილებს ზრდიდნენ და ერთმანეთით ტკბებოდნენ. ტრაგედია მაინც მოხდა. ეს 2009 წელს მოხდა, როცა ნატაშა სათხილამურო კურორტზე თხილამურებით სრიალისას დაეცა. მსახიობი დამწყებთა ტრასაზე სრიალებდა, მაგრამ ჩაფხუტი არ ეკეთა. დაცემისას ხილული დაზიანება არ მიიღო. როცა ოთახში შეიყვანეს და სამედიცინო დახმარება შესთავაზეს, უარი თქვა. თავიდან თავს ნორმალურად გრძნობდა. დაცემისაც თავის ტრავმა მიიღო. მოგვიანებით მონრეალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როცა ლიამი მივიდა, ნატაშა უკვე კომაში იყო. აპარატზე შეაერთეს, მაგრამ ექიმებმა თქვეს, რომ ეს უშედეგო იყო. ნატაშას დრო მოვიდა.

რა არის ნამდვილი სიყვარული – მაშინ ლიამმა მის ცხოვრებაში რთული გადაწყვეტილება მიიღო. დათანხმდა, რომ ექიმებს ნატაშა აპარატიდან გამოერთოთ. მსახიობი კურორტზე მომხდარი შემთხვევიდან 2 დღეში გარდაიცვალა.

„16 წელმა, რომელიც ერთად გავატარეთ, უანგარო სიყვარული მასწავლა. მეუღლის მადლიერი უნდა ვიყოთ, რადგან ერთხელ, როცა ტელეფონს თვალს მოაშორებთ, თქვენ გვერდით აღარ იქნება“ – ამბობდა მსახიობი.

ნატაშა რიჩარდსონი 2009 წელს გარდაიცვალა. მხოლოდ 45 წლის იყო. იმ დღიდან მისი ერთგული მეუღლე მარტო დარჩა. სხვა ქალი მის ცხოვრებაში აღარ ყოფილა. მხოლოდ ნატაშას ერთგული იყო. ეს სულისშემძვრელია.

„როცა კარის გაღება მესმის, დღემდე ვფიქრობ, რომ ახლა შემოვა“.