მიტოვებული ავტოფარეხი: როგორ მოვაწყოთ მყუდრო ოთახი

456

სახლში გვქონდა ავტოფარეხი, რომელიც მყუდრო მისაღებ ოთახად სამზარეულოთი გადავაკეთეთ. აქ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ყველაფერია. გიამბობთ, როგორ მოვაწყვეთ ავტოფარეხი, რომელიც ავტომობილის გასაჩერებლად და საცხოვრებლად უვარგისი იყო. ბევრი ნიუანსია, მაგრამ ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთეთ. ნახეთ, რა გამოვიდა.

როგორ მოვაწყოთ მყუდრო ოთახი ავტოფარეხში – პატარა, ორსართულიანი სახლი გვაქვს და აქ ყველაფერია, რაც გვჭირდება. საკმაოდ დიდი ოჯახი გვაქვს: მე და ჩემი მეუღლე, ორი შვილი და მშობლები. მსურდა საკუთარი კუთხის ქონა, სადაც განმარტოებას შევძლებდი. დიდხანს ვფიქრობდი და როგორც იქნა მოვიფიქრე. სახლის ყოფილმა მფლობელმა ზუსტად ჩვენი საძინებლის ქვეშ ავტოფარეხი გააკეთა. არ ვიცი, აქ მანქანას ნამდვილად აჩერებდა თუ არა, რადგან  მსუბუქი მანქანა ორი მზიდი ვერტიკალური ძელის გამო ვერ ეტევა. გადაწყდა: მანქანის გასაჩერებელი და კომუნალური ოთახის ნაცვლად საცხოვრებელს ვაწყობთ.

როგორ მოხდა ყველაფერი – რთული და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყველაფერი საკუთარი ძალებით გავაკეთეთ. ეს ამად ღირდა!

1. მთელი ხარახურა გადავყარეთ, ინვენტარი სარდაფში გადავიტანეთ.

2. სათვალიერებელი ორმოები ქვიშით ამოვავსეთ, ჩავტუმბეთ და ზემოდან დაფები დავადეთ.

3. ზედა ოთახიდან (ჩვენი საძინებლიდან) იატაკი გავხრიტეთ, რომ ავტოფარეხი და სახლი დაგვეკავშირებინა. პატარა სპირალური კიბის მონტაჟი გადაწყდა.

4. ზემოთ ჩვენი საძინებელი სველი წერტილით მდებარეობს, ქვემოთ გადავწყვიტეთ, რომ ოთახი სამზარეულოთი გავაკეთოთ.

5. სამზარეულოსთვის კანალიზაციის და წყლის გაყვანა აუცილებელი იყო.

6. ვინაიდან ავტოფარეხს საძირკველი არ აქვს, იატაკი აქ ძალიან ცივია. წყალთან ერთად თბილი იატაკის მილებიც გავიყვანეთ.

7. ავტოფარეხის შესასვლელი კარების დემონტაჟის შემდეგ ღიობი შევამცირეთ და გამჭვირვალე პანორამული კარები დავამონტაჟეთ.

8. თბილ იატაკზე ცემენტი ჩავასხით. ამის შემდეგ ფილები დავაგეთ.

9. ჭერზე სადენების დასამალად და ნათურების ლამაზად დასაყენებლად შეკიდული თაბაშირ–მუყაოს ჭერი გავაკეთეთ. ბიუჯეტური და მარტივია.

10. ლამაზი სპირალური კიბე პირდაპირ სამზარეულოს კუთხესთან დავამონტაჟეთ. არაფერი ზედმეტი, მხოლოდ აუცილებელი, მაგრამ მაინც ყველაფერი დაეტია, რაც საჭიროა.

11. შენობის წინა ნაწილში მყუდრო ოთახი მოვაწყვეთ. აქ კომფორტული დივანი, მოპირდაპირედ ტუმბო და ტელევიზორი დავდეთ.

12. სტუმრების მისაღები ზონა სამზარეულოსგან სასადილო მაგიდით გამოყოფილია.

13. მზიდი აგურის ძელები, რომლის გამოც ავტოფარეხში ავტომობილი ვერ შემოდიოდა, ვერ შევნიღბეთ, მხოლოდ აგურის ტექსტურა გამოვკვეთეთ. ნამდვილი ლოფტის სტილი გამოვიდა!

ზემოთ ჩვენი საძინებელი და სველი წერტილია. ახლა საკუთარი სამზარეულო მისაღები ოთახით გვაქვს. სხვათა შორის, ცალკე შესასვლელით. ხელს არავის ვუშლით, ამავდროულად სახლის დანარჩენ ნაწილში საძინებლის შიდა კარიდან თავისუფლად შეგვიძლია მოვხვდეთ.

თუ გაქვთ ავტოფარეხი, სადაც მანქანა არ ეტევა ან უბრალოდ დანიშნულებით არ იყენებთ, გარისკეთ და საცხოვრებელი მოაწყვეთ. ყველაფერი მარტივია, საქმის დიდი წილი თავად გავაკეთეთ, მხოლოდ ვიწრო სპეციალისტების მომსახურებით ვისარგებლეთ. საინტერესო გადაწყვეტილებაა!