3 გამოცდილი მეთოდი, როგორ გაწმინდოთ ფარდა კარნიზიდან ჩამოხსნის გარეშე

717

ფარდა სახლის ინტერიერის ერთ–ერთი მთავარი ხიბლი. ინტერიერს დასრულებულს ხდის და საცხოვრებელს სიმყუდროვეს მატებს. ფარდის იმდენი სახეობა და მასალა არსებობს, რომ შესაფერისი ვარიანტის პოვნა არ გაგიჭირდებათ. ფარდას რეგულარული მოვლა სჭირდება და ეს სწორად უნდა გააკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმზიდველობას დაკარგავს და ახლის შეძენა მოგიწევთ. Vivien გიამბობთ, როგორ გარეცხოთ ფარდა სწორად, ფრთხილად და ნაზად.

როგორ გარეცხოთ ფარდა კარნიზიდან ჩამოხსნის გარეშე: 3 მარტივი მეთოდი – რამდენად ხშირად რეცხავთ ფარდას? თუ დაფიქრდით, გამოდის, რომ ამას იშვიათად ან საერთოდ არ აკეთებთ. დიასახლისების უმრავლესობა ფარდას გაჭუჭყიანების მიხედვით ან გასაახლებლად 6 თვეში ან წელიწადში ერთხელ რეცხავს. ეს გავრცელებული შეცდომაა. ფარდა ისე უნდა გარეცხოთ, როგორც დანარჩენი ავეჯი. ფარდა ერთგვარი ფილტრია, რომლის დახმარებით საცხოვრებელი ნიავდება. ქუჩის მტვრის 70% ფარდაზე ილექება. მისი მოშორება აუცილებელია. შემდეგი მანიპულაციებით ფარდის გარეგნობას დიდხანს შეინარჩუნებთ. თუ ფარდის გარეცხვა არ გიყვართ, ეს ხრიკები გამოიყენეთ.

  • მეთოდი 1: მტვერსასრუტით გაწმენდა – ეს მოწყობილობა სახლში ყველას აქვს. ყველაფერი მარტივია. პატარა საცმი რბილი ჯაგრისით წამოაცვით. დაბალ სიჩქარეზე ჩართეთ და ფარდა ზემოდან ქვემოთ დაამუშავეთ. თუ მტვერსასრუტზე სიმძლავრის რეგულირება შეუძლებელია, საცმს ოდნავ სველი ჩვარი წამოაცვით. ასე ქსოვილი მილში არ შევა და მთელი ზედაპირის დამუშავებას შეძლებთ. კიდევ ერთი მეთოდი სიმძლავრის დასარეგულირებლად: ჩოგბურთის ან ბადმინტონის ჩოგანი აიღეთ და ფარდა მისი გავლით გაწმინდეთ.
  • მეთოდი 2: ორთქლსაწმენდი – თუ ეს მოწყობილობა გაქვთ, გილოცავთ! ორთქლის აპარატით ფარდის განახლება ერთი სიამოვნებაა. ცხელი ორთქლით ფარდა ზემოდან ქვემოთ მთელ სიგრძეზე დაამუშავეთ. სანამ ორთქლსაწმენდს გამოიყენებთ, დარწმუნდით, რომ თქვენი ფარდა მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით არ დაზიანდება. ასევე დააკვირდით, რომ შემთხვევით არ გახუნდეს. ყიდვისას ფარდის შემადგენლობით და მისი მოვლის წესებით დაინტერესდით. ნატურალური ქსოვილის ფარდა ორთქლის აპარატთან არ მეგობრობს. აი, ხელოვნური ქსოვილი უმჯობესია გარეცხოთ მანქანაში რეჟიმზე „მსუბუქი დაუთოება“ დაბალ ტემპერატურაზე.
  • მეთოდი 3: ხსნარით გაწმენდა – თუ ფარდას ლაქები აქვს, მაშინვე მოაშორეთ. მშრალი წმენდის დასრულებისთანავე გააკეთეთ, რომ ჭუჭყიანი ზოლები არ მიიღოთ. სარეცხი საშუალება და წყალი 1:10 თანაფარდობით გახსენით. ამ მიზნით სარეცხი გელი უფრო შესაფერისია. რბილი სუფთა ჩვარი მიღებულ ხსნარში დაასველეთ და ფარდა ზემოდან ქვემოთ გაწმინდეთ.

როგორ მოვაშოროთ ლაქები ფარდას – ფარდაზე ხშირად ჩნდება ყავის, ჩაის, ღვინის ან სხვა სასმელის ლაქა. ზოგჯერ ლაქას ქუჩიდან შემოსული მწერიც ტოვებს. იშვიათად, მაგრამ მაინც ცხიმიანი ლაქებიც აჩნდება.

  • მარილი ყავის, ღვინის და ცხიმის ლაქებს ებრძვის. ახალ ლაქებს შესანიშნავად უმკლავდება.
  • სარეცხი საპონი ლაქების უმრავლესობას ებრძვის. ჭუჭყიანი ადგილი გასაპნეთ და უხეში ჯაგრისით გახეხეთ. შემდეგ სველი ჩვრით ნარჩენები მოაშორეთ.
  • ძმრის და ამიაკის ნარევი ფარდას ზეთის კვალს აშორებს.
  • ბენზინი გამოიყენეთ, თუ საღებავის ლაქის მოშორება გსურთ.
  • სპირტი ჩამჯდარ ცხიმიან ლაქებს უმკლავდება.

ფარდა კვირაში 1–2–ჯერ ასე დაამუშავეთ: პირსახოცი დაასველეთ და გაწურეთ. დაახვიეთ და ფარდა ზემოდან ქვემოთ ოდნავ ტყაპუნა მოძრაობით გაწმინდეთ. ასე მტვერს მოაშორებთ. 15 წუთით მოიცადეთ, რომ მთელი ჭუჭყი იატაკზე დაილექოს, შემდეგ იატაკი სველი მეთოდით მოწმინდეთ.