წვეულების შემდეგ თავი კარგად რომ იგრძნოთ, საღამოს მოიფიქრეთ, როგორი იქნება დილა. რა თქმა უნდა, ბობოქარი დღესასწაულის შემდეგ მხნეობის და კარგი განწყობის გარანტია ზომიერებაა. ყველაფერი ზომიერად უნდა იყოს: სასმელიც და წასახემსებელიც. გარდა ამისა, წასახემსებლები სწორად უნდა შეარჩიოთ. გიამბობთ, რა მიირთვათ დილით, რომ ბანკეტის შემდეგ ფენიქსივით ფერფლიდან აღდგეთ. საკუთარ თავზე იზრუნეთ.
წვეულების შემდეგ – უნდა იცოდეთ, რომელი წასახემსებელი მოქმედებს ცუდად, რომ საეჭვო კერძებს თავი აარიდოთ. ფურშეტის მაგიდა მაცდური კერძებით სავსეა, ამიტომ ფრთხილად იყავით. მაგალითად, ტორტი და ღვეზელი სასმელის მტერია. ჯერ ორგანიზმი ტკბილეულს და ცხიმს ებრძვის, შემდეგ მათრობელ სასმელს. ტკბილეული არასდროს მიაყოლოთ, რადგან მკვეთრი თრობა და ცუდი ნაბახუსევი გარანტირებულია. შოკოლადი ზედმეტია. ნაბახუსევი შოკოლადთან ერთად კუჭქვეშა ჯირკვალს ძლიერ ტვირთავს. პანკრეატიტთან მიახლოებას მოერიდეთ. ტკბილი გაზიანი სასმელები დილით საშინელი მდგომარეობის წინამორბედია. ბანკეტზე არ დალიოთ და თავს ბედნიერად იგრძნობთ.
კიტრის მწნილი არ გამოგადგებათ. მარილიან კიტრთან არ აგერიოთ, რადგან მარილიანი დასაშვებია. ასეთი კიტრი წყალი–მარილის ბალანსს არეგულირებს. ძმრით გაჟღენთილი დამარინადებული კიტრი ღვიძლისა და თირკმლისთვის ნამდვილი სასჯელია. წამყვანი სპეციალისტები წასახემსებლად ნივრიან სალას გირჩევთ. ცხიმიანი შემწვარი ხორცი არასდროს მიირთვათ. ღვიძლი და კუჭქვეშა ჯირკვალი ამ პროდუქტებს ისედაც ებრძვის. ალკოჰოლი ცხიმიან ხორცთან ერთად წარმოსადეგ ექიმს მალე გაგაცნობთ. სოკო მძიმე საკვები და დამატებითი დატვირთვაა. არავითარ შემთხვევაში მიირთვათ. ცხარე წასახემსებელი და პროდუქტები მკაცრად აკრძალულია. ისინი ალკოჰოლის მოქმედებას აძლიერებენ. სწრაფ თობას, საყლაპავის და კუჭის გაღიზიანებას იწვევენ.
ლიმონის ჭამა რეკომენდებული კატეგორიულად არაა. რამდენიმე წვეთი მჟავე ლიმონი საკმარისია, რომ ფეხზე დგომა გაგიჭირდეთ. სამსახურში მდიდრულ ფურშეტზე ასეთი შედეგი არავის სურს. საქმე იმაშია, რომ ლიმონი აჩქარებს ყველა პროცესს, მათ შორის სასმელის შეწოვას. ფრთხილად იყავით. ახალი პომიდორი არავითარ შემთხვევაში მიირთვათ. პომიდორში შემავალი მჟავე კუჭის ლორწოვანს აზიანებს. ალკოჰოლი ამ ეფექტს უფრო აძლიერებს. შეშუპება და სხვა უსიამოვნებები მოსალოდნელია.
ბროკოლი, ყვავილოვანი და ბრიუსელის კომბოსტო ბევრი ალკოჰოლის მიღების შემდეგ ორგანიზმს აღდგენაში ეხმარება.
ყურძენი, ნესვი და საზამთრო – ეს ხილი დალევისას არასდროს მიირთვათ. ნესვი და საზამთრო ძლიერ სასმელთან კომბინაციაში შიგნით დუღილს დაიწყებს. სასწრაფომ შეიძლება წაგიყვანოთ. მწიფე ყურძნის ჭამაც არ ღირს. წასახემსებლად მხოლოდ ბანანი და მწვანე ვაშლი გამოგადგებათ.
რა შეიძლება და რა არა – მჟავე კომბოსტო, კიტრი და პომიდორი ნებადართულია. ამ პროდუქტებში შემავალი С ვიტამინი ორგანიზმიდან ყველაფერი ზედმეტის გამოდევნას ხელს შეუწყობს. უფრო მხნედ და ახალგაზრდულად გაიღვიძებთ, ვიდრე წვეულებაზე იყავით. დილით კომბოსტოს მარილწყალი დალიეთ, ნამდვილად განგკურნავთ. ჭარხლის სალათი, ოლივიე, მოხარშული კარტოფილი ნაბახუსევის ნეგატიურ შედეგებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. მოხარშული კარტოფილი შესანიშნავი აბსორბენტია. უცხიმო მოხარშული ან გამომცხვარი ხორცი, ზღვის პროდუქტები ღვთიური მანანია, საუკეთესო წასახემსებელი. ხამანწკებს მოერიდეთ. მისი მიღებისას მკაცრი წესი დაიცავით. მწიფე ბანანიც კარგი წასახემსებელია და გიშველით, თუ სხვა არაფერი გაქვთ. სასარგებლო მიკროელემენტებით მდიდარია. თან არაფრის მომზადება მოგიწევთ. უბრალოდ აიღეთ და შეჭამეთ.
და ბოლოს. როგორც არ უნდა გსურდეთ გემრიელი კოქტეილით რეალობის გაუმჯობესება, ეს დროებითი ზომაა. დილით ჯადოქრობა გაქრება. უმჯობესია ცხოვრება ისე მოაწყოთ, რომ დამატებითი საშუალებების გარეშე მხიარულად, მსუბუქად და მარტივად იცხოვროთ. ბედნიერ ცხოვრებას და ძლიერ ჯანმრთელობას გისურვებთ.