თუ დღემდე პომიდვრის თესლს მაღაზიაში ყიდულობთ, Vivien–ის დღევანდელი სტატია დაგაინტერესებთ. უხარისხო თესლის შესახებ ბევრი რამ მსმენია! ზოგჯერ არ ამოდის, დროდადრო გაფუჭებულია. ასევე შესაფერისი ჯიში შეიძლება არ შეგხვდეთ. გიამბობთ, როგორ შეაგროვოთ პომიდვრის თესლი სახლში. კარგი გაღივება გარანტირებულია. ნერგი ძალიან მოსავლიანი და ჯანმრთელი გაიზრდება. ფულს, ნერვებს, დროს და ძალისხმევას დაზოგავთ. ყოველთვის უხვი და ხარისხიანი მოსავლის გაზრდა გვსურს, ასე არაა?
როგორ შეაგროვოთ პომიდვრის თესლი საკუთარი ხელით
- მწიფე პომიდორი შეარჩიეთ და შუაზე გაჭერით.
- კოვზით თესლი რბილობთან ერთად ამოიღეთ.
- პომიდვრის მასა მინის თასში 3 დღე გააჩერეთ. ამ დროში მიკროელემენტები მოკვდება. წარმოქმნილი ზედა ფირის მოშორება არ დაგავიწყდეთ.
- პომიდვრის მასას კოვზით აურიეთ და ზემოთ ამოსული თესლი მოაშორეთ. სავარაუდოდ, ცარიელია.
- დანარჩენი თესლი გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ და ქაღალდზე გასაშრობად დააწყვეთ.
- როცა თესლი სრულად გაშრება, პაკეტში გადაიტანეთ და შეგროვების წელი და ჯიში დააწერეთ.
როგორ შეინახოთ პომიდვრის თესლი – პომიდვრის თესლი პოლიეთილენის ან ქაღალდის პარკში ჩაყარეთ და სიბნელეში შეინახეთ. გრილი და მშრალი შენობა უნდა იყოს. თესლი ოთახის ტემპერატურაზე შეგიძლიათ შეინახოთ, თუ შენობაში დაბალი ტენიანობაა.
როგორც ხედავთ, ნერგის გასაზრდელად პომიდვრის თესლის შეგროვება მარტივი საქმეა. გამოცდილი მეაგარაკეები ირწმუნებიან, რომ კარგ ღივებადობას თესლის შეგროვებიდან 4-5 წელში უნდა ელოდოთ. მეთოდი აუცილებლად სცადეთ, რომ მომავალ ნერგში დარწმუნებული იყოთ.