3 იაპონური ხრიკი, როგორ გაათბოთ სახლი ზამთარში ცენტრალური გათბობის გარეშე

737

ზამთრის სიცივე ახლოვდება. დროა ბინის დათბუნვის მეთოდებზე დაფიქრდეთ. Vivien გიზიარებთ იაპონელების გამოცდილებას, რომლებიც ზამთარში ბინას ცენტრალური გათბობის სისტემის გარეშე ათბობენ. ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებელთა მაგალითს მიბაძეთ. მათთან ზამთარში ჰაერის ტემპერატურა არც თუ ისე დაბალია, ამიტომ სახლებს საკმარისი თბოიზოლაცია არ აქვს. ცივ ამინდში გარკვეულ ხრიკებს მიმართავენ. ეს აუცილებელი ზომაა, რადგან ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნება იაფი სიამოვნება არაა.

ბინის დათბუნვის სამი მეთოდი გათბობის სისტემის გარეშე

  1. სხეულის გათბობა – იაპონელებმა იციან, რომ ჯერ სხეული უნდა გათბეს, შემდეგ სახლი. ადრე ჰაკამა მათი გარდერობის განუყოფელი ნაწილი იყო. ეს კიმონოს ნაწილია, რომელიც ბამბის რამდენიმე ფენისგან მზადდება. ახლა ის ჩაანაცვლა თერმოსაცვალმა, რომელიც სიცივისგან კარგად იცავს. მის შეძენას ბევრ მაღაზიაში შეძლებთ. თუ სახლში სასიამოვნო ტემპერატურა არაა, ასეთი ნაკრებით თავს კომფორტულად იგრძნობთ.
  2. ელექტროზეწარი და საბანი – იაპონელებს შორის მოწყობილობა გამათბობელი ელემენტებით განსაკუთრებით პოპულარულია. ელექტროზეწარი და საბანი კარგად ათბობს ადგილს, რომელსაც ფარავთ. ამ მოწყობილობის გამოყენებისას უსაფრთხოების წესები უნდა დაიცვათ. თავიდან ბოლომდე მასში გახვევა და ბალიშად გამოყენება დაივიწყეთ. შუაზე გაკეცილი მოწყობილობა დიდხანს ჩართული არ დატოვოთ. ასეთ მოწყობილობაზე წიგნის, გარდერობის ნივთების ან თეთრეულის დადება აკრძალულია. მთელი ღამით არ ჩართოთ.
  3. კოტაცუ – ტრადიციული იაპონური ნივთი. ესაა დაბალი კარკასი, რომელზეც მძიმე საბანი გადაფარებულია. ზემოდან მაგიდის ზედაპირია მოთავსებული. საბნის ქვეშ ჩაშენებული სითბოს წყაროა. ოჯახის წევრები კოტაცუს ირგვლივ სხდებიან და იფუთებიან, ამით აუცილებელი სითბოს იზოლირებას ახდენენ.

იაპონელების რჩევები გაითვალისწინეთ და არ შეგეშინდებათ გაყინვის, თუ სახლში გათბობის სისტემა არ გაქვთ. ასეთი მოწყობილობებით ბინა თბილი და მყუდრო გახდება.