სისუფთავის დიდი მოყვარულიც შეიძლება შეეჯახოს სერიოზულ პრობლემას, როცა ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნი ვრცელდება. ამას უხარისხო ფეხსაცმელი ან მისი არასწორი ტარება და მოვლა იწვევს. დელიკატური პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალური დეოდორანტები გამოიგონეს. სამწუხაროდ, საკმაოდ ძვირია. Vivien გთავაზობთ ბიუჯეტურ მეთოდებს, რომელთა დახმარებით ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს დაივიწყებთ. ხელმისაწვდომი საშუალებები, რომლებიც სახლში გვაქვს, ბრწყინვალე შედეგს იძლევა. აირჩიეთ შესაფერისი ვარიანტი. შედეგი გარანტირებულია!
როგორ გავანეიტრალოთ უსიამოვნო სუნი: საუკეთესო მეთოდები
- სუნელები და ბალახები – არომატული სანელებლები და ბალახები ცუდი სუნის გაქრობაში მთავარი დამხარეა. რეკომენდებულია მიხაკი, დარიჩინი, ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, ასევე როზმარინი. სურვილის შემთხვევაში, ლავანდაც დაუმატეთ. ყველა კომპონენტი აურიეთ და ორ წინდაში მოათავსეთ. შემდეგ ყველაფერი მარტივია. წინდები შეკარით და ფეხსაცმელში ჩადეთ. ერთი ღამე საკმარისია, რომ უსიამოვნო სუნი უკვალოდ გაქრეს.
- სოდა და სახამებელი – ხელნაკეთი არომატიზატორი მხოლოდ 2 ინგრედიენტით შეგიძლიათ გააკეთოთ. დაგჭირდებათ 3 ს/კ სოდა და 1 ს/კ სახამებელი. აურიეთ. სურვილის შემთხვევაში რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი დაუმატეთ. მიღებული ნარევი ორ წინდაში მოათავსეთ და რეზინით შეკარით. ისე იმოქმედეთ, როგორც პირველ მეთოდში. წინდები ფეხსაცმელში ჩადეთ და ღამე გააჩერეთ. ეფექტი გარანტირებულია!
- ბონუს მეთოდი – უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად კიდევ ერთი მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მარტივი და ხელმისაწვდომია. რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი, რომელთაც განახლება სჭირდებათ, ქაღალდში ან პარკში გაახვიეთ. შემდეგ უფრო საინტერესოა! საყინულეში შეინახეთ და 12 საათით გააჩერეთ. ერთი შეხედვით აბსურდული მეთოდი ბოტასს, ჩექმას და ფეხსაცმელს განაახლებს.
მოცემული მეთოდები კარგია იმით, რომ დიდ ფინანსურ ხარჯს არ მოითხოვს. ეს მაღაზიაში ნაყიდი არომატიზატორი არაა, რომელიც სწრაფად მთავრდება. სოდით და ბალახებით სავსე წინდები რამდენიმე თვე გეყოფათ. მთავარია, მშრალ ადგილას შეინახოთ.