გამოცდილმა მებოსტნეებმა იციან, როგორი სასიამოვნოა, როცა მათი ყვავილები მეზობლების ყვავილებთან შედარებით რამდენიმე კვირით ადრე იშლება. ყველამ იცის, რომ ზოგიერთი კულტურა ყინვას ადვილად იტანს. ასეთი ყვავილებს შორისაც გვხვდება. Vivien გიამბობთ, რომელი ყვავილები დარგოთ შემოდგომაზე და რატომ გააკეთოთ ეს. პირველ რიგში, შემოდგომაზე დარგულ ყვავილს კარგი იმუნიტეტი აქვს. მან ხომ ზამთრის ყინვა გადაიტანა. მცენარე გაზაფხულზე მოულოდნელ აცივებას მარტივად გაუძლებს. გარდა ამისა, ზამთარში ნერგის გაზრდა არ მოგიწევთ. ყველაფერზე შემოდგომაზე იზრუნეთ და მომავალ სეზონზე ფერადი ბაღით ისიამოვნეთ.
რომელ ყვავილებს რგავენ შემოდგომაზე
- ფურისულა – ამ ყვავილის თესლი სწრაფი გაღვივებით არ გამოირჩევა. მოსავლის აღებისთანავე შეგიძლიათ დარგოთ. ფურისულას თესლი ჯერ კონტეინერში დათესეთ. სიცოცხლის მეორე წელს, როცა ფესვების სისტემა გაძლიერდება, ღია ნაკვეთზე გადარგეთ. პრეტენზიული მცენარეა, ასეა?
- მრავალწლიანი ასტრა – როგორც წესი, ოქტომბრის ბოლოს რგავენ, როცა მიწა ოდნავ გაყინულია. დასარგავ ადგილზე წინასწარ იზრუნეთ. მრავალწლიან ასტრას ზედმეტი ტენიანობა და ჩრდილი არ მოსწონს. პირველ ყვავილს მხოლოდ შემდეგ წელს ელოდეთ.
- დიცენტრა – დიცენტრას ტენიანობა ძალიან უყვარს, ამიტომ იზრუნეთ, რომ მისი მიწა საკმარისად ტენიანი და ნაყოფიერი იყოს. ამ მცენარის ფესვების სისტემამ ყინვების დაწყებამდე განვითარება უნდა მოასწროს. შემოდგომის დასაწყისში დარგეთ. ორმო ამოთხარეთ, ძირში კომპოსტი, ღორღი, ცოტა მიწა და თესლი მოათავსეთ.
- ხანჭკოლა – დაზამთრებამდე დარგეთ, როცა მიწის ხარისხი ამ მცენარისთვის უკეთესია. მჟავე მიწა შეარჩიეთ. სხვა შემთხვევაში ყვავილი ყვითლად შეიძლება შეიღებოს. ზრდის დასაჩქარებლად ტორფში არეულ ღია ნაკვეთზე დარგეთ.
- ასტილბა – შუა სექტემბერი მის დასარგავად იდეალური დროა. რამდენიმე წესი დაიცავით. მიწა ორგანული სასუქით ან კომპოსტით გაანოყიერეთ. 1 კვადრატულ მეტრ მიწაზე მხოლოდ 2 ვედრო კომპოსტი დაგჭირდებათ. გარდა ამისა, ბუჩქები დათბუნეთ და ნახერხით დაფარეთ.
- ციურა – სექტემბრის დასაწყისში ცივი ამინდი ციურას დასარგავად შესანიშნავი დროა. ბუჩქები ისე დაყავით, რომ თითოეულზე კვირტები იყოს. დარგვის შემდეგ მცენარის უხვად მორწყვა არ დაგავიწყდეთ.
- დეზურა – საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, რომელსაც 10 წელი გადარგვა არ სჭირდება. თუმცა დეზურა სექტემბრის დასაწყისში უნდა გადარგოთ. ასე ყვავილი ყინვების დაწყებამდე გაფესვიანებას მოასწრებს.
კარგად მოიფიქრეთ, სად და რომელ ყვავილს დარგავთ დაზამთრებამდე. აუჩქარებლად იმოქმედეთ და გაზაფხულამდე დაივიწყეთ. პირველივე თბილ დღეს სიამოვნებით დააკვირდით, როგორ გამოჩნდება კვლებში ლამაზი ცოცხალი მორთულობა, რომელიც მზისკენ მიიწევს.