ინჰალაცია ხალხური მეთოდით მშრალი და სველი ხველის მოსაშორებლად

3796

ალბათ, ბავშვობაში ხველის და სურდოს დროს ორთქლის ინჰალაცია სხვადასხვა მცენარით ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ. ადრე ნაბულაიზერი არ ჰქონდათ, ამიტომ მშობლები ქვაბს, ცხელ წყალს, მცენარეებს და პირსახოცს იყენებდნენ.ხალხური მეთოდი საკმაოდ ეფექტური იყო. ამ მიზნით ხშირად კარტოფილის ნახარშს იყენებდნენ, თუმცა ინჰალაციისთვის ბევრი სამკურნალო მცენარე არსებობს. Vivien გიამბობთ, რომელი მცენარეები შეგიძლიათ გამოიყენოთ ინჰალაციისთვის უფროსებისთვის და ბავშვებისთვის.

ინჰალაციის გაკეთების წესები

დაიმახსოვრეთ, თუ ინჰალაციას ხალხური მეთოდით იკეთებთ, დამწვრობის თავიდან ასაცილებლად სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ამისთვის ტემპერატურის 50 გრადუსამდე შემცირებას დაელოდეთ და ორთქლი ამის შემდეგ ისუნთქეთ. ბავშვების შემთხვევაში ტემპერატურა 40 გრადუსამდე შემცირებული უნდა იყოს.ზრდასრულებმა ორთქლის პროცედურა 5 წუთით, ხოლო ბავშვებმა 3 წუთით უნდა ჩაიტაროს. ორთქლისგან 40 სმ–ით დაშორებული უნდა იყოთ. თავზე პირსახოცი გადაიფარეთ, რომ აბანოს ეფექტი შექმნათ. პროცედურის დროს არ შეისვენოთ. თუ სუნთქვა გიჭირთ, უბრალოდ ორთქლის პროცედურა შეწყვიტეთ.

ბალახები მშრალი ხველის დროს – მშრალი ხველა ჯერ სველ ხველაში უნდა გადაიყვანოთ და ამის შემდეგ ნახველი ფილტვებიდან გამოდევნოთ. გამოგადგებათ შემდეგი მცენარეები:

  • ცაცხვი, რომელიც მშრალ ხველას სველად გარდაქმნის და სუნთქვას ამარტივებს.
  • გვირილა, რომელსაც დამამშვიდებელი და ბაქტერიციდული ეფექტი აქვს.
  • ვირისტერფა, რომელიც გაღიზიანებას აქრობს და ნახველს ზრდის.
  • სამყურა, რომელიც ნახველს ზრდის და მშრალი ხველისას ეფექტურია.
  • ქარაქოზი, რომელიც ხველის ძლიერ შეტევას ებრძვის და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.
  • გულსოსანას ძლიერი ბაქტერიციდული მოქმედება აქვს.

ზოგიერთი მცენარე ნახველს არ ზრდის, მაგრამ ბრონქებს აფართოებს და სუნთქვას ამარტივებს, მათ მიეკუთვნება:

  • წყლის იელი
  • მრავალძარღვა
  • ბეგქონდარა
  • როზმარინი

ბალახები სველი ხველის დროს – ამ შემთხვევაში ამოსახველებელი თვისებების მქონე ბალახები გჭირდებათ, მაგალითად:

  • პიტნა
  • ღვია
  • ბეგქონდარა
  • სალბი
  • ორფერი
  • ცერეცო
  • ლაშქარა

სველი ხველის დროს დამატებით სავლების გამოყენება ეფექტურია. სავლების მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ პიტნის, გვირილას, ფიჭვის კვირტების და სალბის ნახარში. მტკივნეული ხველისას ბეგქონდარას, კრაზანას, თავშავას და ტირიფის ქერქის ნახარში გამოგადგებათ.

ბალახები ბავშვებში ხველის დროს – 3 წლამდე ბავშვებისთვის მსგავსი ფიტოთერაპია დაუშვებელია. ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ. ბავშვებისთვის ინჰალაციის გასაკეთებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი მცენარეები:

  • ცაცხვი
  • გვირილა
  • ანწლი
  • კამის თესლი
  • ცერეცო
  • ვირისტერფა
  • ორფერი
  • სამყურა
  • ბეგქონდარა
  • წყლის იელი

კრაზანა და კვლიავი დაგეხმარებათ, თუ მტკივნეული ხველა გაწუხებთ. ბავშვებისთვის ინჰალაციის პროცედურა თამაშს უნდა ჰგავდეს. ორთქლის სუნთქვა არ აიძულოთ. მაგალითად, პატარა კარავი ან ქოხი მოაწყვეთ, სადაც ქვაბს დაატევთ. სარგებლის მისაღებად 2-3 წუთი საკმარისია.

თქვენ რომელი ბალახის ნახარშს იყენებთ ინჰალაციისთვის?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს