ნივთები, რომლებიც სწრაფ რეჟიმზე არ უნდა გარეცხოთ

466

სარეცხი მანქანა თანამედროვე დიასახლისის ცხოვრებას დიდად ამარტივებს, სხვა საქმისთვის, ოჯახისა თუ საკუთარი თავისთვის დროს ათავისუფლებს. სწრაფი რეცხვის რეჟიმს საზრიანი ინჟინრების საუკეთესო აღმოჩენად ვთვლით. ჩვეულებრივ, ამ რეჟიმზე 30-40 წუთი საჭიროა, რომ მთა ტანსაცმელი გარეცხოთ. სარეცხი მანქანის სწრაფი რეჟიმი ყველა შემთხვევისთვის შესაფერისი არაა. ზოგიერთ შემთხვევაში უსარგებლოა და დროის დაკარგვაა. სხვა შემთხვევაში ნივთები შეიძლება გააფუჭოს. Vivien გიამბობთ, რომელი ნივთები არ უნდა გარეცხოთ სწრაფ რეჟიმზე.

სწრაფი რეცხვის რეჟიმი სარეცხ მანქანაში: შესაფერისია თუ არა

  • ძალიან ჭუჭყიანი ნივთები – სწრაფი რეცხვის რეჟიმზე სარეცხ მანქანას წყლის გაცხელების დრო არ აქვს. სწორედ ამიტომ, ნივთები გრილ წყალში, 30-40°C ტემპერატურაზე ირეცხება. უდავოდ, ტანსაცმელს განაახლებს, მაგრამ ჭუჭყს ნამდვილად ვერ გაუმკლავდება. თუ სხვა არჩევანი არ გაქვთ, გარეცხვამდე ტანსაცმელი სპეციალურ საშუალებაში ჩაალბეთ. გარდა ამისა, ლაქა სარეცხი საპნით ან ლაქის ამომყვანით გახეხეთ.
  • პირსახოცი და თეთრეული – თუ გსურთ, რომ თქვენს პირსახოცს და თეთრეულს უბრალოდ სასიამოვნო სუნი ჰქონდეს, სწრაფი რეჟიმი აირჩიეთ. თუ მტვრის ტკიპების მოშორება გსურთ, მინიმუმ 60°C–ზე გარეცხეთ. კიდევ ერთი მიზეზი, რატომ არ უნდა გარეცხოთ პირსახოცი და თეთრეული სწრაფ რეჟიმზე. საქმე იმაშია, რომ ეს ნივთები ბევრ წყალს იწოვს, ხოლო მანქანამ დოლურაში მათი თანაბრად განაწილება შეიძლება ვერ მოასწროს. ასე თქვენი პირსახოცი წყლის „ჭურვი“ გახდება, რომელიც დოლურას დააზიანებს.
  • დელიკატური და თხელი ქსოვილები – თხელი და დელიკატური ქსოვილები, რომლებიც ხელით უნდა გარეცხოთ, ინტენსიურ სწრაფ რეჟიმს ვერ გაუძლებს. თუ საყვარელი ნივთების გაფუჭება არ გსურთ, ცალკე გარეცხეთ.

თუ ამ წესებს გაითვალისწინებთ, არა მხოლოდ თქვენს ნივთებს, არამედ სარეცხ მანქანასაც დაიცავთ. ზოგჯერ დროის დაზოგვა გვსურს, მაგრამ გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ. გარდა ამისა, ზოგიერთი სარეცხი მანქანა სწრაფ რეჟიმზე მეტ წყალს ხარჯავს, ვიდრე სხვა რეჟიმები. თქვენი მანქანის ტექნიკური მახასიათებლები შეამოწმეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს