3 უსაფრთხო მეთოდი, როგორ გაწმინდოთ მაცივარი ქიმიის გარეშე

614

მაცივრის ხარისხიანად გაწმენდა მარტივი საქმე არაა. აბსოლუტური სისუფთავის მისაღებად წყალი და ჩვარი საკმარისი არაა. არა მხოლოდ გამოცდილი სარეცხი საშუალებები უნდა გამოიყენოთ, არამედ უსაფრთხოებაზეც უნდა იზრუნოთ. მაცივარში ხომ პროდუქტებს ვინახავთ, რომელთაც ყოველდღე მივირთმევთ. სწორედ ამიტომ, საყოფაცხოვრებო ქიმია უმჯობესია გამორიცხოთ. ამ შემთხვევაში ნატურალური საწმენდი საშუალების სახლში მომზადება ოპტიმალურია. როგორ გავწმინდოთ მაცივარი, როგორ მოვაშოროთ ზედმეტი სუნი და შევინარჩუნოთ დიდხანს, ამ კითხვებზე პასუხს Vivien–ის სტატიიდან გაიგებთ.

როგორ გავწმინდოთ მაცივარი სწრაფად და უსაფრთხოდ – 3 ეფექტურ მეთოდს გიზიარებთ. მათი დახმარებით მავნე ბაქტერიებს, ობს, ცხიმს და უსიამოვნო სუნს დაივიწყებთ.

  • მდოგვის ფხვნილი – გამოცდილი დიასახლისები მაცივრის ეკოლოგიურად გასაწმენდად მდოგვს იყენებენ. ნატურალური კომპონენტი ნებისმიერი სახის ჭუჭყს უმკლავდება. მდოგვის ფხვნილი ძლიერი სადეზინფექციო საშუალებაა, ამიტომ ყველა არასასურველ სუნს ადვილად აშორებს. საწმენდი საშუალების მოსამზადებლად 1 ს/კ მდოგვის ფხვნილი 1 ლ თბილ წყალში გახსენით. ღრუბელი ხსნარში დაასველეთ და მაცივრის გვერდები და თაროები კარგად გაწმინდეთ. შემდეგ კარგად გაამშრალეთ. მდოგვის ხსნარი იატაკს და ცხიმიან ჭურჭელსაც კარგად წმენდს. ამ შემთხვევაში წყალს იმავე რაოდენობის მარილი დაუმატეთ.
  • კბილის პასტა – კბილის პასტა ან ფხვნილი მაცივრის ლაქებთან საბრძოლველად საიმედო დამხმარეა. ნაკაწრებს არ ტოვებს, თან შესანიშნავად წმენდს. თუ პატარა ბავშვები გყავთ, კბილის პასტა გამძლე მარკერის და ფლომასტერის კვალსაც გაუმკლავდება. პასტა ან ფხვნილის ხსნარი რბილ სველ ღრუბელს წაუსვით და ჭუჭყიანი ადგილი მსუბუქად გახეხეთ. 5-10 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოწმინდეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ თეთრი ზოლები არ დატოვოს. მიკროფიბრის ჩვრით გაწმინდეთ, თუ სამზარეულოში თქვენი დამხმარე სარკიანია.
  • ძმარი – ძმრის მთავარი სარგებელი მისი სადეზინფექციო თვისებაა. მჟავის მაღალი შემცველობის წყალობით ბაქტერიების და ვირუსების 90%–ს ანადგურებს. ძმარი ობის სოკოსაც ანადგურებს. ეს კი უსიამოვნო სუნის მთავარი დამნაშავეა. თუ მაცივარს ზედაპირულად გაწმენდთ, დროთა განმავლობაში მტვრის ტკიპა გაჩნდება. ძმრის ხსნარი მასაც მარტივად გაუმკლავდება. თუ მტვერზე ალერგია გაქვთ, ამ საწმენდი საშუალებით შეიარაღდით. ოთახის ტემპერატურის წყალი და ძმარი 1:1 თანაფარდობით აურიეთ. მიღებულ ხსნარში ახალი ღრუბელი ან სუფთა ნაჭრის სალფეთქი დაასველეთ. ტექნიკის მთელი ზედაპირი, შიგნიდან და გარედან გაწმინდეთ. ხსნარი არ ჩამორეცხოთ. რამდენიმე საათით გააჩერეთ, რომ ჭუჭყი მაქსიმალურად დაიშალოს. შემდეგ სველი ღრუბლით დაამუშავეთ, ყველა ლაქა ნაზად მოაშორეთ და გაამშრალეთ.

მაცივრის კამერაში სასიამოვნო არომატის დიდხანს შენარჩუნებაში ხელმისაწვდომი საშუალებები დაგეხმარებათ. მაგალითად, დაჭრილი შავი პური, რამდენიმე დაქუცმაცებული აქტივირებული ნახშირი, ახალი ლიმონის ნაჭრები ან ბალახების ჩაის საშე. თაროებზე დააწყვეთ ან საშუალო დონეზე ფიალაში ჩადეთ.