ინტერნეტში შემხვდა საინტერესო ხუმრობა, რომლის წყალობით თანამოსაუბრის ასაკი სწრაფად შეგიძლიათ შეამოწმოთ. აჩვენეთ კასეტა და ფანქარი და ჰკითხეთ, რა კავშირშია ეს ნივთები. 90-იანი წლების ბავშვები სწორად უყოყმანოდ გიპასუხებთ. აი, ახალგაზრდა თაობა მხოლოდ დაეჭვებული შემოგხედავს. ახლახანს ძველ ნივთებს ვახარისხებდი და მივიწყებული ტეტრისი შემხვდა. მაშინვე მოგონებები მომაწვა. ამით დალაგება დასრულდა: ბატარეები ჩავდე და თამაში დავიწყე. Vivien გთავაზობთ გავიხსენოთ, რომელი ნივთები იყო სასურველი ახალგაზრდებისთვის 90-იან წლებში.
ნივთები 90-იანი წლებიდან, რომელთა ქონა ყველა ბავშვს სურდა
- პეიჯერი – ადრე პეიჯერის შეძენა მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ. კავშირის გადახდა დოლარში ხდებოდა, რაც მოსახლეობის უმრავლესობას არ გააჩნდა. უდავოდ, ყველაფერი მიუწვდომელი ძალიან მიმზიდველია. მთელი ახალგაზრდობა კომუნიკაციის ამ პრიმიტიულ ნივთზე ოცნებობდა. თუ ვინმე პეიჯერის ყიდვას ახერხებდა, თანატოლების თვალში ავტომატურად ყველაზე პოპულარული ხდებოდა.
- CD ფლეიერი – კასეტის ფლეიერიც იშვიათი იყო, რომ არაფერი ვთქვათ CD ფლეიერზე! უდავოდ, მასში ხმა უკეთ ისმოდა და მოდურად გამოიყურებოდა. გარდა ამისა, ფირის გადახვევა საჭირო არ იყო: ღილაკზე დაჭერა საკმარისი იყო.
- ტამაგოჩი – საინტერესო გამოგონება, რომელიც შინაური ცხოველის იმიტაციას წარმოადგენდა. ტამაგოჩზე დღედაღამ უნდა გეზრუნათ. დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება აღრიალებულიყო, რითაც მშობლები წყობიდან გამოყავდა. ტამაგოჩს ერთი მინუსი ჰქონდა. თუ „ცხოველი“ კვდებოდა, მისი გაცოცხლება შეუძლებელი იყო. ბავშვების ცრემლები გარანტირებული იყო.
- კასეტის ვიდეომაგნიტოფონი – ნამდვილი გარღვევა იყო! კინოთეატრი სახლში! ახლა მხოლოდ ტელევიზიით ნაჩვენები ფილმებით დაკმაყოფილება საჭირო აღარ იყო. ნებისმიერ დროს შეგეძლოთ კასეტა ჩაგერთოთ და დასავლური ბოევიკით გესიამოვნათ. სიტყვაზე, კასეტაზე ფილმის ხარისხი საუკეთესოს სურვილს ტოვებდა. დღემდე მახსოვს თარჯიმნის ცხვირში დუდღუნი.
- ტეტრისი – ვის არ უთამაშია ტეტრისი? საინტერესო სათამაშო, სადაც სხვადასხვა ფორმის ფიგურები ერთ რიგად უნდა აგეწყოთ. დროის გასატარებლად შესანიშნავია. თან დაგროვებული ქულებით თანატოლებთან შეგიძლიათ იტრაბახოთ!
90–იანების ყველა ეს პოპულარული ნივთი უკვე წარსულს ჩაბარდა. მათ ნაცვლად სმარტფონი მოვიდა. ახლა შეგიძლიათ მსოფლიოს მეორე ბოლოში მეგობარს დაურეკოთ, საყვარელი თამაშები ითამაშოთ, საყვარელ მუსიკას მოუსმინოთ და კინოს უყუროთ. ყველაფერი მხოლოდ ერთი მოწყობილობის დახმარებით. საყვარელი ტეტრისი, ფლეიერი და მაგნიტოფონი მოგონებებში დარჩება.