პიტნის ყლორტი სახლში სიმდიდრეს იზიდავს. თვიდან თვემდე თავის გატანა დაგავიწყდებათ

6740

ფულთან დაკავშირებული ხალხური რწმენა საკმარისზე მეტია. ყველა თითი განძრევის გარეშე ოქროს მთებს გვპირდება. უდავოდ, იღბალი და ძალისხმევა აუცილებელია, რომ ფინანსური კეთილდღეობას მიაღწიოთ, მაგრამ ცოტა ჯადოქრობა არავის აწყენს. ამისთვის დაგჭირდებათ პიტნის ყლორტი, სიმდიდრის მაგნიტი.

პიტნა სიმდიდრის მოსაზიდად – ამ სურნელოვანი ბალახის ზებუნებრივი შესაძლებლობების არა მხოლოდ ძველად სჯეროდათ. ექსტრასენსები თვლიან, რომ პიტნა ფულის ენერგეტიკას იზიდავს. გვირჩევენ, რომ პიტნის ფოთოლი საფულეში ვატაროთ. მზად იყავით, რომ ასე ხარჯი და მასთან ერთად შემოსავალი გაიზრდება. ფული ეკვრის მათ, ვინც ფულს სწრაფად და სინანულის გარეშე ემშვიდობება. ასე ფულის ენერგია არ დაგუბდება და საფულეს ახალი ბანკნოტები სწრაფად შეავსებს.

ფულის სწრაფად გამომუშავებაში დაგეხმარებათ – ადრე სჯეროდათ, რომ პიტნის არომატი საჭირო თანხის სწრაფად გამომუშავებაში დაეხმარებოდათ. ამისთვის მარტივი რიტუალი უნდა შეასრულოთ. ყოველ საღამოს პიტნის ღეროს ერთი ფოთოლი მოწყვიტეთ, შემდეგ მარცხენა ხელში დაიჭირეთ და მიზანი დეტალურად წარმოიდგინეთ. უკეთესია, თუ დაწერთ, რაზე გსურთ ფულის დახარჯვა და რამდენი გჭირდებათ ამისთვის.

პიტნის ყლორტი პასუხს მიგანიშნებთ – გაწუხებთ კითხვა, რომელიც მოსვენებას არ გაძლევთ? ძილის წინ პიტნის ყლორტი ბალიშის ქვეშ ჩაიდეთ. მისი სუნი არა მხოლოდ დაგამშვიდებთ და სწრაფად დაგაძინებთ, არამედ დილით საღი გონებით გაიღვიძებთ და თქვენს კითხვაზე პასუხის აუცილებლად იპოვით.

როგორ ავიცილოთ თავიდან ნეგატივი – ცხოვრება წარუმატებლობებით, ბნელი და ნაცრისფერი დღეებით სავსეა და აღარ გახსოვთ ბოლოს როდის გაიცინეთ გულიანად? ცრურწმენა ამბობს, რომ პიტნა ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. ცოტა წყალი პატარა ქვაბში ჩაასხით და აადუღეთ. პიტნის რამდენიმე ფოთოლი დაუმატეთ. სითხე დააყენეთ და გაგრილებამდე გააჩერეთ. ნაყენი სახლის დასალაგებლად გამოიყენეთ. პიტნა ნეგატიურ ენერგიას მოგაშორებთ და სახლში ბედნიერებას და კეთილდღეობას მოიზიდავს.

პიტნა წარმატების და ფინანსების მოსაზიდად – თქვენ შეიძლება ჯადოსნური ელექსირი არ გქონდეთ, მაგრამ პიტნის ტოტი გაქვთ. საპასუხისმგებლო მოვლენის წინ დამშვიდებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. დოკუმენტების ხელმოწერამდე, სამუშაო შეხვედრამდე ან მივლინებაში წასვლამდე 3 პიტნის ფოთოლი შეჭამეთ. ასე ფინანსურ წარმატებას და იღბალს მოიზიდავთ. ბედი საქმეში დაგეხმარებათ. პიტნა სასიყვარულო თილისმის როლსაც ასრულებს. თუ ურთიერთობაში ჩხუბი გახშირდა, საძინებელში პიტნის ტოტი შეინახეთ. მცენარე წყვილს ურთიერთობის დალაგებაში დაეხმარება.

ცრურწმენის შეიძლება გჯეროდეს ან სკეპტიკურად განწყობილი იყოთ, მაგრამ პიტნის სასარგებლო თვისებებს ვერ უარყოფთ. მას არა მხოლოდ ცრურწმენები უკავშირდება, არამედ ხალხურ მედიცინაში მნიშვნელოვანი მცენარეა. პიტნა ორგანიზმს ამშვიდებს და ტონუსს ზრდის, პიტნის ჩაი თავის ტკივილს და გულისრევას აქრობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს