შინაური ცხოველების პატრონებმა კარგად იციან, როგორი რთულია უსიამოვნო სუნის მოშორება სახლში. თუ ჰაერის გამწმენდის რეგულარული გამოყენება შეუფერებელი ვარიანტია, ხრიკი დაგეხმარებათ. საზრიანი დიასახლისები სახლის დალაგებამდე სარეცხ ფხვნილს მტვერსასრუტში ყრიან. უცნაურია, ასეა? სინამდვილეში, ბრწყინვალე შედეგს იძლევა. Vivien გიამბობთ, რატომ არ უნდა გადახაზოთ ასეთი მეთოდი სწრაფად. ასეთი პატარა ხრიკით სახლი გაივსება სასიამოვნო არომატით, რომელიც დიდი ხანია არ გიგრძვნიათ. სპეციალური საშუალების ან ძვირადღირებული არომადიფუზორის შეძენა აუცილებელი არაა. მეთოდით „2-1-ში“ სახლს ჭუჭყისგან გაწმენდთ და უსიამოვნო სუნს მოაშორებთ. კარგი კომბინაციაა!
როგორ ჩავყაროთ სარეცხი ფხვნილი მტვერსასრუტში
მარტივი ინსტრუქცია – გამოიყენეთ სარეცხი ფხვნილი, რომლის არომატიც ნამდვილად მოგწონთ, რადგან მთელ სახლში გავრცელდება. 2 ს/კ ფხვნილი დიდხანს გეყოფათ. საშუალება მას შემდეგ ჩაყარეთ, რაც მტვრის ტომარას გაწმენდთ. ასე ფხვნილი ყოველი დალაგების შემდეგ უსიამოვნო სუნს შენიღბავს. იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ მტვერსასრუტი ისევ არ დაგჭირდებათ. როგორც ხედავთ, რთული არაფერია. სარეცხი ფხვნილი ჩაყარეთ, ბინა მტვერსასრუტით გაწმინდეთ და სასიამოვნო არომატით ისიამოვნეთ.
ბონუსი: კიდევ ერთი მეთოდი – არა მხოლოდ ფხვნილი, არამედ ეთერზეთი ან პარფიუმიც გამოგადგებათ. რთული არაფერია. რამდენიმე წვეთი ზეთი ან სუნამო ბამბის დისკს დააწვეთეთ. იატაკზე დააგდეთ და მტვერსასრუტით ჯერ მასზე გადაიარეთ, შიგნით შეიწოვეთ, შემდეგ მთელი სახლის დალაგება დაიწყეთ. ამ მეთოდის გამოყენებისას მტვრის ტომრის ამოღებაც არ მოგიწევთ. საოცარ არომატს კიდევ დიდხანს იგრძნობთ.
ერთ–ერთი მეთოდი გამოიყენეთ და თქვენი სახლი სუფთა გახდება. სამსახურის შემდეგ სახლში სწრაფად დაბრუნების სურვილი გაგიჩნდებათ.