ალბათ, შეგინიშნავთ, რომ ხშირად ახალ ჭურჭელსა და ავეჯზე სტიკერია დაკრული. ზოგჯერ იმდენად კარგად მიწებებულია, რომ მისი მოშორება მარტივი არაა და საზიზღარ წებოს კვალს ტოვებს. დროთა განმავლობაში მტვერი და ჭუჭყი ეკვრის და უფრო საშინლად გამოიყურება. პრობლემა ნაცნობია დიასახლისებისთვის, რომელთა შვილებს სადღესასწაულოდ ფანჯრების გაფორმება უყვართ. ბავშვები აუცილებლად იყენებენ სკოჩს, რომლის მოშორება შემდეგ რთულია. Vivien გიამბობთ, როგორ გაუმკლავდეთ პრობლემას.
ეფექტური რჩევები სკოჩის მოსაშორებლად
- სპეციალური საშუალება – თუ ჩვარი და წყალი უძლურია, სპეციალური საშუალება გამოიყენეთ. ფანჯრის საწმენდი სითხე სახლში ყველას აქვს. სკოჩის მოსაშორებელი სპეციალური საშუალებაც იყიდება. თუ იპოვით, პრობლემას სწრაფად მოაგვარებთ.
- სოდა – სოდა და წყალი ფაფის მიღებამდე აურიეთ. მზა ნარევი წებოვან ადგილს წაუსვით, გახეხეთ, რამდენიმე წუთით გააჩერეთ და სველი ღრუბლით გადაწმინდეთ.
- ნიშადურის სპირტი – არა მხოლოდ მინის, არამედ პლასტმასის ზედაპირზეც ეფექტურია. ნიშადურის სპირტის გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. ფანჯარა ფართოდ გააღეთ, რომ ორთქლი განიავდეს. ხელთათმანები გაიკეთეთ.
- ფენი – უმარტივესი მეთოდი სკოჩის მოსაშორებლად. ცხელი ჰაერით სკოჩი გააცხელეთ. დანით კიდე ასწიეთ და წებოვანი ლენტა მინას მოაშორეთ. ნარჩენების მოსაშორებლად სველი ჩვრით გადაწმინდეთ.
- მზესუმზირის ზეთი – ეფექტური და შრომატევადი მეთოდი მინის ზედაპირიდან სკოჩის მოსაშორებლად. ქაღალდის პირსახოცი მცენარეული ზეთით უხვად გაჟღინთეთ. სკოჩის ადგილზე დააფინეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. დილით ცხელი წყლით და საპნით ნარჩენები მოაშორეთ.
- არაყი – სპირტიანი საშუალება წებოვან სკოჩს შესანიშნავად გაუმკლავდება. გახსოვდეთ, რომ მისი გამოყენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
- აცეტონი – პრობლემას შესანიშნავად უმკლავდება. მძაფრი სუნი აქვს, ამიტომ გამოყენებამდე ფანჯრები გააღეთ. მინიდან აცეტონის ნარჩენის მოშორება არ დაგავიწყდეთ. გახსოვდეთ: საშუალება პლასტმასის ჩარჩოს არ უნდა მოხვდეს.
- კბილის პასტა – კბილის პასტა სკოჩის კვალს წაუსვით და 15 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ თბილი საპნიანი წყლით გაწმინდეთ. კარგი საშუალებაა, თუ ზედაპირის დაზიანების გეშინიათ.
ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებების გარდა კიდევ ერთი საინტერესო ხრიკი არსებობს. სკოჩის ახალი ლენტი დააკარით და სწრაფად ააძვრეთ. გაოცდებით, მაგრამ ძველი სკოჩი მინას თითქმის მთლიანად მოშორდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს