ვაქარწყლებთ მითებს: სასარგებლოა თუ არა სახლის იოგურტი

546

დიდი ხანია დავა მიდის მათ შორის, ვისაც შეძენილი იოგურტი შემავსებლებით უყვარს და ვინც მის სახლში მომზადებას უპირატესობას ანიჭებს. მეორე მხარე დაუღალავად ამტკიცებს, რომ სახლში მომზადებული რძემჟავა პროდუქტი ხარისხით უკეთესია. სასარგებლოა თუ არა სახლის იოგურტი სინამდვილეში? Vivien ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ეცდება. სტატიის წაკითხვის შემდეგ შეძლებთ გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა სახლის იოგურტის მომზადება, თუ უმჯობესია მაღაზიაში შეიძინოთ. ამ საკითხში ცნობილი ნუტრიციოლოგების მოსაზრება დაგეხმარებათ.

შემეცნებითი ფაქტები – იოგურტი სასარგებლო რძემჟავა პროდუქტია. მასში შედის ბაქტერია, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის პროცესებს არეულირებს. ასევე კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოებზე დადებითად მოქმედებს. სარგებლის მისაღებად იოგურტის მომზადების წესი მკაცრად უნდა დაიცვათ. ამაზეა დამოკიდებული, რამდენად მკვებავი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იქნება.

ძირითადი წესები – იოგურტის მომზადებისას ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ. მხოლოდ ხარისხიანი ინგრედიენტები შეარჩიეთ. რძე ახალი უნდა იყოს, რომელიც უნდა აადუღოთ. იოგურტი მხოლოდ სტერილურ ქილებში ჩაასხით. მზა პროდუქტი მაცივარში შეინახეთ. ოთახის ტემპერატურაზე სწრაფად გაფუჭდება. ასე რაიმე დადებით თვისებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

რომელი იოგურტი ავარჩიოთ – თუ პროდუქტის მაღაზიაში შეძენას აპირებთ, უნდა იცოდეთ, რას მიაქციოთ ყურადღება. შემადგენლობაში ორი ძირითადი ინგრედიენტი, რძე და ბაქტერიული კვეთი უნდა იყოს. ცხიმიანობას ყურადღებით გაეცანით. 2-4% საუკეთესო ვარიანტია. უცხიმო იოგურტზე არ შეჩერდეთ, რადგან მასში სხვადასხვა დანამატს ამატებენ. ამ პროდუქტის შემადგენლობაში შაქარი და სახამებელი შეიძლება იპოვოთ.

თუ დანამატების მქონე იოგურტის მირთმევა გსურთ, შემადგენლობა ყურადღებით წაიკითხეთ. არომატიზატორს და საღებავებს არ უნდა შეიცავდეს. კენკრა და მარცვლეული უმჯობესია თავად დაუმატოთ. მაღაზიაში იოგურტი შემავსებლის გარეშე შეიძინეთ და ექსპერიმენტები ჩაატარეთ. ასე მომზადებული იოგურტი ორგანიზმისთვის ნამდვილად სასარგებლოა. სახლში იოგურტის მომზადებისას მისი ცხიმიანობა შეგიძლიათ დაარეგულიროთ და ხარისხიანი რძე შეარჩიოთ. ასევე ხილი, კაკალი და მარცვლეული გემოვნებით დაუმატოთ, ამიტომ გემრიელ და სასარგებლო შედეგს მიიღებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს