დღეს ღუმელი და მიკროტალღური ღუმელი მთელი მსოფლიოს დიასახლისებისთვის შეუცვლელი დამხმარეა. ამ მოწყობილობებით საჭმელი რამდენიმე წუთში შეგიძლიათ გააცხელოთ ან გაალღოთ, კერძები სწრაფად მოამზადოთ. ნებისმიერი ტექნიკა ხშირი გამოყენებით ბინძურდება. ღუმელი და მიკროტალღური ღუმელი უსიამოვნო სუნსაც ინარჩუნებს. ასეთ „სიურპრიზებს“ მაშინვე ებრძოლეთ, რადგან არც თუ ისე უსიამოვნო სუნი შეიძლება მორიგმა კერძმა შთანთქას. Vivien გიამბობთ, როგორ მოიშოროთ უსიამოვნო სუნი ღუმელიდან ნაზი მეთოდების გამოყენებით.
მიკროტალღური ღუმელის გამოყენების წესები – საჭმლის მომზადების ან გაცხელების პროცესში სუნი საკმაოდ ბუნებრივია. სპეციალური თავსახური ნახვრეტით არასასურველი არომატის შემცირებასა და პრევენციაში დაგეხმარებათ. შესაბამისი რეჟიმი ყოველთვის დაიცავით. მოწყობილობის შიგნით დარჩენილი გამხმარი საჭმლის ნარჩენები სუნის ერთ–ერთი მთავარი მიზეზია. იდეალურია, თუ ყოველი გამოყენების შემდეგ ღუმელს სველი ჩვრით გაწმენდთ, შემდეგ 5 წუთით კარს ღიად დატოვებთ.
ღუმელის გამოყენების წესები – გახსოვდეთ, რომ მობრაწულის მომზადებისას საცხობი ფორმა მოწყობილობის ძირთან ახლოს არ უნდა დადოთ. ასე მოწყობილობის ქვეშ მდებარე გათბობის ელემენტები დაზიანდება. ჭურჭელი ინგრედიენტებით გისოსზე ან ერთ–ერთ თაროზე დადეთ. კერძი თანაბრად რომ გამოცხვეს ან მოითუშოს, შუა თაროს გამოყენებას გირჩევთ. ხორცის, ბოსტნეულის ან თევზის მოსახარშად ქვედა თარო გამოიყენეთ.
როგორ მოიშოროთ უსიამოვნო სუნი ღუმელსა და მიკროტალღურ ღუმელში – ჩამჯდარი მძაფრი სუნი საყოფაცხოვრებო ქიმიის გარეშეც შეგიძლიათ მოაშოროთ. გთავაზობთ ეკოლოგიურ წმენდის მეთოდებს.
- მეთოდი 1 – გამოგადგებათ, თუ ღუმელი (მიკროტალღური) შიგნიდან აბსოლუტურად სუფთაა, მაგრამ უცხო სუნები მაინც აქვს. 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი და 1 ს/კ სოდა აურიეთ. ღუმელისთვის შესაფერისი ჭურჭელი გამოიყენეთ. მოწყობილობაში მოათავსეთ და 180 გრადუსზე ან საშუალო სიმძლავრეზე ჩართეთ. 10-15 წუთით ჩართეთ. ასე უსიამოვნო სუნი გაქრება, მხოლოდ დარიჩინის მსუბუქი არომატი დარჩება.
- მეთოდი 2 – ძმარი სუნიანი კერძის მომზადების შედეგებს მარტივად გაუმკლავდება. ძმარი ცივ წყალში 1:1 პროპორციით აურიეთ. ამ სითხეში რბილი ჩვარი დაასველეთ და ღუმელი შიგნიდან გაწმინდეთ. რამდენიმე წუთით მოიცადეთ, შემდეგ სუფთა წყლით და ჩვრით გაწმინდეთ. კარგად გაამშრალეთ. ეფექტის გასაძლიერებლად ძმარს ცოტა სოდა დაუმატეთ. ნარევი ჯერ შიშინს დაიწყებს, შემდეგ ნებისმიერი ზედაპირის გასაწმენდად იდეალურ ფაფად გადაიქცევა.
- მეთოდი 3 – ლიმონი თხელ ნაჭრებად დაჭერით, ღრმა თასში ჩადეთ და თბილი წყალი დაასხით. ახლა ღუმელში მოათავსეთ, მაღალ სიმძლავრეზე ჩართეთ და რამდენიმე წუთით გააჩერეთ. პროცედურა გაიმეორეთ. ხსნარის გაგრილებას დაელოდეთ, ჩვარი მიღებულ ხსნარში დაასველეთ და ღუმელი შიგნიდან გაწმინდეთ.
სურნელოვანი ბალახიც მოწყობილობის გაწმენდაში დაგეხმარებათ. მაგალითად, პიტნა, ლავანდა ან თავშავა. ღრმა თასში მოათავსეთ და ცხელი წყალი დაასხით. სითხე თავდახურულ ჭურჭელში ოდნავ შეათბეთ, შემდეგ ღუმელში მთელი ღამე გააჩერეთ. ღუმელის კარი კარგად დახურეთ.