ჩვენი დღევანდელი ისტორიის გმირები უძრავი ქონების აგენტები არიან. უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვის დიდი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ასეთი გამოცდილი სპეციალისტების გაოცებაც შესაძლებელია. ეს იდუმალმა სახლმა გააკეთა. საოცარი აღმოჩენის წყალობით სიუზან და რიჩ გილსონები მთელ ინტერნეტ სივრცეში ცნობილები გახდნენ. Vivien გიამბობთ, რა გადახდა წყვილს თავს.
სახლი საიდუმლოებით – სიუზან და რიჩ გილსონები ნიუ–ჟერსში მცხოვრები ცოლ–ქმარია. ისინი უძრავი ქონების წარმატებული აგენტები არიან. წლებია უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვაზე მუშაობენ. ახლახანს საკუთარი სახლის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა გადაწყვიტეს. უკანა ეზოს დალაგებისას მიწაში ნაღლი ფულის შეკვრა იპოვეს. წყვილი აღმოჩენით გაოცებულნი იყო. ჯამური თანხა ათასი დოლარი იყო. ყველა კუპიურა 1934 წელს იყო დაბეჭდილი. გამოდის, რომ მიწაში თითქმის 90 წელი იწვა.
განსაცვიფრებელი აღმოჩენა გახდა მიზეზი, რომ მათ სახლზე ცოტა მეტი გავიგოთ. მიწაში ფული ტყუილად ხომ არ იყო დამალული! სახლი საიდუმლოებით ვაილვუდში მდებარეობს. გასული საუკუნის 20-იან წლებში ააშენეს. ვიღაცის პირადი საცხოვრებელი არ ყოფილა. როგორც გაირკვა, ადრე აქ საროსკიპო იყო.
წარმოუდგენელი აღმოჩენა ეზოში – სიუზანმა და რიჩმა ეს სახლი 2018 წელს იყიდეს. რამდენიმე თვის წინ ეზოს გარეგნობის შეცვლა გადაწყვიტეს. მინი ექსკავატორი იქირავეს და საქმეს შეუდგნენ. ვინ იფიქრებდა, რომ თითქმის არქეოლოგიური გათხრები გახდებოდა! „თავიდან მეგონა, რომ უბრალოდ სარეველა იყო“ – იხსენებს მამაკაცი. აღმოჩენა ხელში აიღო და ნაგავში გადააგდო. ვიწროდ დახვეული ბანკნოტები აღმოჩნდა. ყოფილმა მფლობელმა ყავისფერ ქაღალდში შეახვია და თოკით შეკრა. ვიზუალურად პატარა სიგარებს ჰგავდა. რიჩმა კარგად დაკვირვების შემდეგ უჩვეულო ზოლის კიდეზე მწვანე ელფერი დაინახა. „ეს ხომ ფულია!“ – გაიფიქრა გმირმა. აღმოჩენის დეტალურად შესწავლა დაიწყო. თითოეული კუპიურა 1934 წლით იყო დათარიღებული. ეს მამაკაცს ძალიან უცნაურად მოეჩვენა.
„ახლა ჯიბეში რომ ჩაიხედოთ და თითოეული კუპიურა შეისწავლოთ, დაინახავთ, რომ ყველა სხვადასხვა წლისაა“ – ამბობს რიჩი. აღმოჩნდა, რომ 1934 წლის ათასი დოლარი თანამედროვე 21 ათას დოლარს უდრის. ამ აღმოჩენაში რაღაც იდუმალი ნამდვილად არის. იმის გათვალისწინებით, რომ ადრე აქ საროსკიპო მდებარეობდა, სავარაუდოდ, ვიღაცამ თანხა უკანონოდ მიიღო და დამალვა გადაწყვიტა, მაგრამ გამოყენება ვერ შეძლო.
კანონის თანახმად, სიუზანს და რიჩ გილსონებს ნაპოვნი ფული მშვიდად შეუძლიათ გადაცვალონ. წყვილს ამის გაკეთება არ სურს, რადგან აღმოჩენა ძალიან უჩვეულოა. თან ყოველწლიურად მათი ფასი გაიზრდება. ალბათ, შვილებს მემკვიდრეობით გადასცემენ.
სხვისი ფული – ფულს ბევრი ნიშანი და ხალხური რწმენა უკავშირდება. მაგალითად, ამბობენ, რომ ქუჩაში სხვისი ფულის აღება არ შეიძლება. თითქოს ასე ადამიანი თავის შემოსავალს დაკარგავს. ამერიკელების ფულის მიმართ დამოკიდებულება ჩვენისგან განსხვავდება. დარწმუნებული ვართ, რომ გილსონები არ თვლიან, რომ ნაპოვნი ფული მათ ფინანსურ კეთილდღეობაზე ცუდად აისახება.