შეფმზარეულმა ახალგაზრდა ჭურჭლის მრეცხავს ჩანთის გახსნა აიძულა, მაგრამ მწარედ ინანა

5703

ნენეს სერიოზული ცხოვრებისეული პრობლემები შეექმნა, როცა დაორსულდა და შეყვარებულმა მიატოვა. ბავშვის მოშორებას არ აპირებდა. იცოდა, რომ წინ უფრო რთული დრო ელოდა და ამისთვის მზად არ იყო. როგორ წარიმართა ნენეს ცხოვრება ბავშვის გაჩენის შემდეგ და ვინ დაეხმარა ფეხზე წამოდგომაში, ეს Vivien–ის სტატიიდან გაიგეთ.

ცხოვრებისეული პრობლემები – ნენეს პრობლემები თავს ძალიან ადრე დაატყდა. დედაქალაქში სასწავლებლად წავიდა და უიმედოდ შეუყვარდა. პირველმა სიყვარულმა მესამე კურსზე დაუგეგმავ ორსულობამდე მიიყვანა. შეყვარებულმა ბავშვის გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე მიატოვა. ნენეს დიდხანს არ უფიქრია და უნივერსიტეტი მიატოვა. საბედნიეროდ, მეგობარმა აკადემიური შვებულების აღება ურჩია: „შენს თავს დრო მიეცი, ყველაფერი გამოგივა!“ მშობლებს არაფერი უთხრა. იცოდა, რომ ექიმთან წასვლას აიძულებდნენ, მაგრამ ბავშვის მოშორება არ სურდა. დიდხანს ფიქრის დრო არ იყო, სამსახურის მოძებნა მოუწია. მეძუძურე დედისთვის ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ ნენემ ეშმაკობას მიმართა. ძვირადღირებულ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობა დაიწყო.

წარმატებულმა და ახალგაზრდა შეფმზარეულმა, თან დაწესებულების მფლობელმა გოგონა ზედმეტი კითხვების გარეშე მიიღო. საქმეს კარგად ასრულებდა, მაგრამ რაღაც მომენტში მიშამ შეამჩნია, რომ ნენე სამსახურიდან ყველაზე გვიან მიდის და სულ რაღაც დიდ შავ ჩანთას დაათრევს. პირველი ფიქრი: „იპარავს! და არ რცხვენია, მე ხომ ყველაფერს ვხედავ.“ მამაკაცმა გადაწყვიტა, მოეცადა, სანამ ყველა წავიდოდა და ნენეს დაუდარაჯდა. ყოველთვის უკანა კარიდან გადიოდა, რაც ასევე საეჭვო იყო. მიშა კუთხეში იდგა, როცა ჭურჭლის მრეცხავი შენობიდან გამოვიდა. „შეჩერდი! მოდი აქ, ახლავე ჩანთა გახსენი!“ – უთხრა უფროსმა.

საიდუმლო გახსნილია – ნენე მიხვდა, რომ დასასრული დადგა. ვერსად გაიქცეოდა. ჩანთა ფრთხილად გახსნა, რომელიც ნახევრად ყოველთვის ღია იყო. მძინარე ჩვილის თავი გამოჩნდა. მიშა გაოგნდა. ამას არ ელოდა. „შენია?“ მშვიდად ჰკითხა. ნენემ თავი დაუქნია. მამაკაცს ესმოდა, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა გოგონა, რადგან ბავშვის სამსახურში ასე ტარება უწევდა. პირადად გამოცდილი ჰქონდა, რადგან თავადაც ასეთი ბავშვი იყო. ახალგაზრდა გოგოს, მისი დედის დაუგეგმავი ბავშვი. მზარეულმა ნენეს სახლში წაყვანა შესთავაზა და სთხოვა, რომ ყველაფერი მოეყოლა. ამბავი გრძელი იყო. რაც უფრო დიდხანს ყვებოდა ნენე, მით უფრო საბრალო ეჩვენებოდა საკუთარი თავი. ცხოვრებისეული პრობლემები ხომ ბავშვობიდან თავს დაატყდა. მამამ დედა მიატოვა, ფული არ ჰქონდათ, გამონაცვლელი ტანსაცმლის ტარება უწევდა და შემდეგ სიის მიხედვით. მიშა უსმენდა და მის მიმართ თანაგრძნობით ივსებოდა. როგორი ნაცნობი იყოს ნენეს ამბავი.

მხოლოდ მან, ნენესგან განსხვავებით, ფეხზე დადგომა შეძლო. 30 წლისას საკუთარი რესტორნის გახსნას ყველა ვერ შეძლებს. „რამდენ ხანს იცხოვრებ ამ ბინაში?“ ჰკითხა მამაკაცმა, როცა მის სახლს მიუახლოვდნენ. „სადღაც 1 თვე მაქვს, შემდეგ ახალი ბინა უნდა მოვძებმნო. მაგრამ აქ თითქმის არაფერს ვიხდიდი. არ ვიცი, რა იქნება შემდეგ. ალბათ, არა ბინის, არამედ ოთახის მოძებნა მომიწევს. თან ისე, რომ ბავშვთან ერთად ცხოვრების უფლება მომცენ“ – უპასუხა გმირმა.

ცხოვრების ახალი ეტაპი – მეორე დილით სახლთან მიშა ელოდა. გასაღები და წერილი მიაწოდა: „აიღე, სახლში თითქმის არ ვარ. შეგიძლია გადახვიდე. იმდენ ხანს იცხოვრე, რამდენ ხანსაც გსურს. უფასოდ“. სამსახურიდან გაათავისუფლა. უთხრა, რომ ბავშვს სათანადო მოვლა სჭირდებოდა, ის ჯერ ძალიან პატარა. 12 საათი რესტორნის უკანა ოთახში წოლა კარგი არაა. „როგორ ვიმუშავებ?“ – ჩუმად იკითხა ნენემ. „როგორც შინამოსამსახურე ისე, გადაგიხდი. გაწყობს? კერძებს მოემზადებ, დაალაგებ და ასე შემდეგ“ – შესთავაზა კაცმა.

ნენეს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მიშა სახლში ნამდვილად იშვიათად იყო. უფრო ხშირად ღამეს ათევდა და დილით სამსახურში მიდიოდა. გოგონას მომზადებული კერძებით ყოველთვის საუზმობდა და ვახშმობდა. იმდენად კარგად გამოდიოდა, თითქოს სადღაც კულინარიული ხელობა შეისწავლა. ან მამაკაცის გული ნამდვილად კუჭზე გადის ან საქმე ბევრად სერიოზულია, მაგრამ მიშამ შეამჩნია, რომ ნენეს სხვანაირად უყურებს. ერთხელ ერთად სადილობდნენ (მზარეული ისვენებდა) და უთხრა: „მოდი, დავქორწინდეთ. ბავშვს მამა სჭირდება“. ნენემ მეტყველების უნარი დაკარგა. მასაც ხომ მიშა დიდი ხნის წინ შეუყვარდა. იმ დღიდან, როცა მომღიმარე მზარეულმა სამსახურში მიიღო. მის მიმართ ყოველთვის კეთილი იყო. მისი ყოველი ახალი ქცევა ამას ამტკიცებდა. მტკიცე წინადადება ასეთივე მოქმედებას მოითხოვდა. ნენე ადგა, უკნიდან მიუახლოვდა და აკოცა. ეს მისი პასუხი იყო.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – როგორი რთულიც არ უნდა იყოს ცხოვრებისეული პრობლემები, ადრე თუ გვიან ადამიანი მასთან გამკლავებას შეძლებს ან გაუმართლებს, როგორც ნენეს შემთხვევაში მოხდა. გოგონა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. დაჯილდოვდა იმისთვის, რომ საკუთარ შვილზე სირთულეების მიუხედავად უარი არ თქვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს