ისპანახი სუპერ პროდუქტია, რომელიც ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს. ტყუილად არ რთავენ სპორტსმენების რაციონში, რომლებიც ფიზიკურ ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევენ. ფოთლოვან ბოსტნეულს საკმაოდ სპეციფიკური გემო აქვს, მაგრამ მისი რეგულარულად მოხმარება ჩვევად უნდა გქონდეთ. ადამიანის ჯანმრთელობაზე ისპანახის სარგებლის გადაჭარბება შეუძლებელია. ამ საოცარი მცენარის თვისებების შესახებ ახალი ინფორმაცია წაიკითხეთ. Vivien გიამბობთ, რომელი ფორმით უფრო სასარგებლოა ისპანახი. ასევე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა მისი მირთმევა.
რა სარგებელი აქვს ისპანახს ადამიანის ჯანმრთელობაზე? – ფოთლოვანი მცენარე სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარია, რითაც ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს. რით არის სასარგებლო ისპანახი?
- კანის და თმის მდგომარეობას აუმჯობესებს. ისპანახი ორგანიზმს ამდიდრებს რკინით, რომლის დეფიციტი გამელოტებას იწვევს. ეს ნივთიერება თმის ზრდის ხარისხს ზრდის, სკალპში სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს.
- კუნთოვანი მასის ზრდას ხელს უწყობს. მცენარე ამინომჟავებით მდიდარია, ამიტომ კუნთების იდეალური საშენი მასალაა.
- კაცებში ჰორმონალურ ფონს აწესრიგებს. ისპანახის რეგულარული მიღება ტესტოსტერონის გამომუშავებას ზრდის.
რომელი ისპანახი ავირჩიოთ – არსებობს მოსაზრება, რომ გაყინული ისპანახი სასარგებლო თვისებებს კარგავს. სინამდვილეში, ასე არაა. მცენარე თერმოდამუშავების დროსაც სასარგებლო ნივთიერებებს ინარჩუნებს. გალღობილი ისპანახიც ორგანიზმისთვის ღირებული პროდუქტია. მისი შენახვა და შემდეგ კერძებში დამატება ძალიან მოსახერხებელია. ცომეული ასეთი შიგთავსით შეუდარებელი გამოდის. ახალი ახალგაზრდა ფოთლები სალათებს დაუმატეთ ან სოუსის და სმუზის ბაზად გამოიყენეთ. ფერადი და გემრიელი გამოვა! მოწიფული ფოთლები, რომლებიც შედარებით უხეშია, ორთქლზე მოამზადეთ ან ხორცთან ერთად მოშუშეთ. საოცარი არომატი გარანტირებულია!
თუ ადრე თირკმლებში კენჭები არ გქონიათ, ძლიერი ალერგიული რეაქციები და პოდაგრის ართრიტი არ გაწუხებთ, ისპანახი რაციონში თამამად ჩართეთ. ეს ერთადერთი უკუჩვენებაა. ამ პროდუქტის ჩართვით მენიუ გაამრავალფეროვნეთ. ორგანიზმი მადლობას გეტყვით!