მე და ჩემს დას სარეცხი ფხვნილის არჩევასთან დაკავშირებით ყოველთვის განსხვავებული მიდგომა გვქონდა. პირადად ცნობილ ბრენდებს და მაღალ ფასს უპირატესობას ვანიჭებდი. ჩემი და იაფფასიან ფხვნილს ყიდულობდა და ირწმუნებოდა, რომ განსხვავება არაა. როგორი გაოცებული ვიყავი, როცა შევნიშნე, რომ მასზე ძველი ნივთებიც ახალივით გამოიყურება. ჯერ ძვირიანი ფხვნილი დავადანაშაულე, მაგრამ ჩემმა დამ ეჭვები გამიფანტა. მიამბო, როგორ ამზადებს სარეცხი ფხვნილის გამაძლიერებელს.
აღმოჩნდა, რომ იაფფასიან და ძვირადღირებულ სარეცხ ფხვნილებს შორის განსხვავება ნამდვილად არაა. ერთი და იგივე ფორმულაა, ხოლო ზედმეტ თანხას გახმაურებულ სახელში ვიხდით. მარტივი ხელმისაწვდომი საშუალება ფხვნილთან ერთად ჩამჯდარ ჭუჭყს და გაცვეთილ ფერს უკეთ უმკლავდება. Vivien გიამბობთ, როგორ გააძლიეროთ სარეცხი ფხვნილის მოქმედება.
- სოდა და წყალბადის ზეჟანგი – 60 მლ წყალბადის ზეჟანგი და 2 ჭიქა სოდა აურიეთ. რეცხვისას იმდენი ნარევი დაუმატეთ, რამდენიც ჭუჭყის მოსაშორებლად საჭიროა. მზა ნარევის ნაწილი სამომავლოდ შეინახეთ. წყალბადის ზეჟანგის და სოდის ნარევი მსუბუქ მათეთრებელი ეფექტს ფლობს, ამიტომ ღია ნივთებისთვის უფრო შესაფერისია. რთული ლაქის შემთხვევაში, წინასწარ ნარევში ჩაალბეთ. 2–3 ს/კ სარეცხი ფხვნილი და მზა გამაძლიერებელი გამოიყენეთ. მსუბუქი ჭუჭყის შემთხვევაში ამ ნარევში 20 წუთით გააჩერეთ, რთულად ამოსაყვანი ლაქის შემთხვევაში – მთელი ღამე. მითითებული ინგრედიენტებით მათეთრებელიც შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ მაღაზიაში ნაყიდი საშუალება ამოცანას ვერ უმკლავდება. 2 ჭიქა სოდა და 180 მლ წყალბადის ზეჟანგი აურიეთ.
- მარილი – სარეცხი ფხვნილის ეფექტის გაძლიერების მარტივი გზა. პროდუქტი, რომელიც სამზარეულოში ყოველთვის არის, უბრალოდ სარეცხ ფხვნილთან ერთად უჯრას დაუმატეთ. მარილი არა მხოლოდ ლაქას ამოიყვანს, არამედ თეთრეულს უფრო დაარბილებს.
ახლა ამ ხრიკებს რეცხვისას ვიყენებ და სუფთა და რბილი ტანსაცმელი მახარებს. ფერადი ნივთები გაჯერებულ ფერს ინარჩუნებს, ხოლო თეთრი სიქათქათით ბზინავს. ჯიუტი ლაქების გამო ხელმეორედ გარეცხვა დამავიწყდა!