დროა ხეებს ჩაეხუტოთ, მაგრამ არა ყველას. რომელი ხეა სამკურნალო და რომელი ვამპირი

1425

დღევანდელ დინამიურ და ცივილიზებულ სამყაროში ბევრს უკვირს, რატომ ეხუტება ხალხი ხეს. რას აძლევს ეს? შეუძლია უბრალო მცენარეს დაგამშვიდოთ, ჰარმონია მოგანიჭოთ და განკურნოთ? გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ პირადად ვნახე, როგორც შეიძლება მიიღოთ ბუნებიდან სამკურნალო ძალა და მორალურად და ფიზიკურად დაბალანსდეთ. გიზიარებთ ნამდვილ ამბავს. გიამბობთ, რომელი ხე ითვლება მკურნალად.

რომელი ხეებია მკურნალი და რატომ – „ჩემმა მეგობარმა ნიაკომ, რომელიც არატრადიციულ მედიცინას ყოველთვის სკეპტიკურად უყურებდა და მხოლოდ თანამედროვე ექიმებს აღიარებდა, მოულოდნელად ჭკნობა დაიწყო. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. აპათია, ძალების დაკარგვა, მუდმივი დაღლილობა და ძილიანობა, ღამით, პირიქით, უძილობა. ჩიოდა, რომ არაფერი ახარებდა, არაფერი სურდა. ნევროპათოლოგმა დამამშვიდებელი კურსი და ვიტამინების კურსი დაუნიშნა. ფიქრობთ, დაეხმარა? საერთოდ არა. ნიაკომ შვებულების აღება და მშობლებთან სოფელში დასვენება გადაწყვიტა. დიდი ხანია ნანახი არ ყავდა, თან გარემოს შეიცვლიდა. ერთხელ ნიაკოს დედას მეზობელი ესტუმრა და მის დანახვა წამოიძახა: „ძვირფასო, შენ არყის ხე გჭირდება“. ნიაკო ვერ მიხვდა, რა არყის ხე, რატომ და რისთვის, მაგრამ სანამ გაიაზრებდა, მეზობელმა უახლოეს ტყეში ძველ არყის ხესთან მიიყვანა.

„აი, აქ დადექი, ხეს შემოეხვი, უამბე, რაც გაწუხებს“ – უთხრა მეზობელმა. ნიაკოს, რა თქმა უნდა, საფეთქელთან თითის დატრიალება სურდა, მაგრამ რატომღაც მოუსმინა. თბილი, დაკბილული ხის ტანი, ფოთლების შრიალი, ბალახის სუნი და მთელმა სამყარომ უკან დაიხია. არყის ხესთან 10 წუთით გაჩერდა და თავი ნამდვილად უკეთ იგრძნო. სანამ სოფელში იყო, ყოველდღე არყის ხესთან მიდიოდა და იქვე ჩერდებოდა. ზოგჯერ ხის ფესვებთან პლედზე ჯდებოდა, ზოგჯერ ტანს ეხუტებოდა, ზოგჯერ ესაუბრებოდა, მაგრამ ხშირად დუმდა და ფიქრობდა. და ახალი ენერგიით, სიცოცხლის ენერგიით ივსებოდა. ამ ცვლილებების რაციონალურად ახსნა არ შეეძლო, მაგრამ შვებულებიდან დაბრუნებული ვერ ვიცანი: „ღაჟღაჟა ლოყები, რუჯი, თვალებში ნაპერწკლები და ახალი იდეების თაიგული!“

მკურნალი ხე: როგორ მუშაობს – ასეთი ჯადოსნური გარდასახვის შემდეგ დავინტერესდი, აქვს თუ არა ხის სამკურნალო თვისებებს მეცნიერეული დადასტურება. აღმოჩნდა, რომ პირველი არ ვყოფილვარ. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ბოტანიკოსები და ექიმები ძლიერი ხეების სამკურნალო ძალის გაანალიზებას ცდილობდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რომელ ხეს აირჩევთ სამკურნალოდ და ჰარმონიის მოსაპოვებლად. თეორიის მიხედვით, ზოგიერთი ხე მკურნალი, ზოგიერთი – ვამპირი. მკურნალები გვკურნავენ, ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას აუმჯობესებენ. ვამპირი ხეები ენერგიას გვართმევენ, პირველ რიგში, ნეგატიურს. სწორედ ამიტომ, სულიერი ბალანსის და ფსიქიკური ჰარმონიის აღსადგენად ისიც სასარგებლო შეიძლება იყოს.

რომელი ხე გჭირდებათ? – მოდით გავარკვიოთ, რომელი ხე გჭირდებათ ამ მომენტში. თქვენი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა გააანალიზეთ და იპოვეთ ხე, რომელიც დაგეხმარებათ.

სამკურნალო ხეები:

  1. არყი: ქალისთვის იდეალურია. მის ჯანმრთელობას კურნავს, შინაგანი ენერგიით ავსებს, კანზე, თმასა და ფრჩხილებზე დადებითად მოქმედებს.
  2. ფიჭვი: ძლიერი ანტისეპტიკური მოქმედება აქვს და სურდოს დაავადებებისგან განკურნება შეუძლია. მნიშვნელოვანი საქმის წინ თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
  3. ვაშლის ხე: მისი პოვნა მარტივია. ვაშლის ხე მატერიალურ კეთილდღეობას, ოჯახში ჰარმონიას იძლევა.

ვამპირი ხეები

  1. მუხა: ყველაზე „მამაკაცური“ ხეა, ამიტომ გოგოებს მუხასთან სათხოვარი არაფერი აქვთ. მუხა მამაკაცურ ძალას მოგცემთ, ზედმეტ აგრესიას წაიღებს და ლიდერის გზაზე დაგაყენებთ.
  2. ნიგოზი: დაღლილობას (მათ შორის ქრონიკულს) მოგაშორებთ, აპათიისგან და არაფრის კეთების სურვილისგან დაგიცავთ, გაღიზიანებას და ემოციურ არასტაბილურობას მოგაშორებთ.
  3. რცხილა: ძლიერი ენერგეტიკის მქონე ხეა, ამიტომ რეკომენდებულია, რომ 10 წუთზე დიდხანს არ გაჩერდეთ. არა მხოლოდ ნეგატიურ, არამედ თქვენს ძალასაც წაგართმევთ. სამაგიეროდ, რცხილა პანიკურ შიშებს და ფობიებს მოგაშორებთ.

ზოგჯერ უმჯობესია დედა ბუნებას მიმართოთ და დახმარება სთხოვოთ, ვიდრე ტრადიციულ თანამედროვე მედიცინას. მთელი სამკურნალო ძალა ჩვენამდე დიდი ხნით ადრე გამოიგონეს.