ნამდვილი ადიულტერია. მრავალშვილიანმა დედამ ტაქსის მძღოლად მუშაობა დაიწყო და ქმარი ღალატში გამოიჭირა

458

რამდენად ხშირად ხვდებით ქალ ტაქსის მძღოლს? ასეთი შემთხვევები არის, მაგრამ უფრო წესიდან გამონაკლისია. ოღონდ არა ამ ისტორიაში. Vivien გიზიარებთ კეთილი და მოსიყვარულე ქალის ამბავს, რომელმაც ოჯახისთვის ტაქსის მძღოლად მეორე სამსახური დაიწყო. ამ სამსახურმა ცხოვრება დაუნგრია, თუ პირიქით?

ქალი ტაქსის მძღოლი – ნინოს მეუღლე დათო ძალიან უყვარდა. თითქმის 10 წელი დაქორწინებულნი იყვნენ. ამ დროში ორი მშვენიერი ვაჟი და 1 პატარა ქალიშვილი შეეძინათ. ქალს უხაროდა, რომ ასეთი შესანიშნავი ოჯახი ჰყავდა. ღიმილით უყურებდა ყველა გულღრძოს, ვინც თითს უტრიალებდა, რომ 17 წლის ასაკში დაოჯახდა. ერთი შეხედვით, ყველაფერი იდეალურად იყო. ნინო ნამდვილად ყველაფრით კმაყოფილი იყო, მაგრამ თანდათან შეამჩნია, რომ რაღაც რიგზე არ იყო. რატომღაც მეგობრები ჩამოშორდნენ. ქმარი გაცივდა. სამსახური ჰქონდა, მაგრამ ფული არ ჰყოფნიდა. დათოს ფინანსური სირთულეები არ ელოდა, მაგრამ წლების განმავლობაში ხელფასი ხომ უნდა მოემატებინათ. ნინო ფიქრობდა, რომ ძალიან ცოტას აკეთებდა. ქალი ახერხებდა მუშაობას, მრავალშვილიანი ოჯახის მოვლას და ბავშვების სხვადასხვა წრეებზე ტარებას. ქვეცნობიერი გონიერებისკენ მოუწოდებდა: „შეჩერდი, საკუთარ თავზე ბევრი ვალდებულება აიღე“. არ მოუსმინა. ოჯახის ბიუჯეტში ფულის შემოსატანად ღამღამობით ტაქსის მძღოლად მუშაობა გადაწყვიტა.

ცუდი დღეები – დღითიდღე ნინოს მორალური მდგომარეობა უარესდებოდა. ქმარს შვილების მოვლაში ან სახლის საქმეებში დახმარებას სთხოვდა, მაგრამ საქმე დაპირებაზე შორს არ წასულა. დათომ კარგად იცოდა, რომ მთელი ეს წლები ნინას ხმა არ აუმაღლებია. ქმარი მიეჩვია, მოდუნდა და სამსახურის შემდეგ თამაშებს თამაშობდა. რა თქმა უნდა, მეგობრებს ხვდებოდა. ნინო გაბრაზებას ცდილობდა, მაგრამ მეუღლე დიალოგს ისე ატრიალებდა, რომ აქეთ უწევდა ბოდიშის მოხდა. ტაქსის მძღოლად მუშაობა მისთვის სუფთა ჰაერი გახდა. ეხმარებოდა ისიც, რომ დათო საავადმყოფოში მუშაობდა. ნინო მუშაობდა მაშინ, როცა მეუღლე ღამით მორიგეობდა. პატარებს უფროს ვაჟს უტოვებდა, თავად მანქანით მიდიოდა. სხვადასხვა კლიენტი ხვდებოდა. ზოგი არაადეკვატური, ზოგი გულუხვი. ბევრს ვერ შოულობდა, მაგრამ მცირე დამატებითი შემოსავალი მაინც იყო.

ღამის სკანდალი – საბედისწერო დღეს ნინო სამსახურში კომპანიის მანქანით გამოვიდა. ისე მოხდა, რომ თავისი გაუფუჭდა და სწრაფად ვერ შეაკეთა. 22:30 წუთზე ვიღაც ნათიასგან შეკვეთა მიიღო და მითითებულ მისამართზე მივიდა. „ეს დათოს საავადმყოფოდან შორს არაა“ – გაიფიქრა ნინომ და ფიქრმა არ უმტყუნა. მანქანაში დათო სავსე ფორმიან ქალთან ერთად დაჯდა. ავტოსალონში ქალის ძვირადღირებული სუნამოს სუნი გავრცელდა. ნინო შეკრთა, როცა უკანა ხედვის სარკეში მომცინარი დათო დაინახა. ნაჩქარევად მზის სათვალე გაიკეთა, რითაც უკან მსხდომი წყვილი ოდნავ გააოცა. ისინი გაჩუმდნენ და ავტომობილი დაიძრა. ქალი ტაქსის მძღოლი ცრემლებს ძლივს იკავებდა. გაუმართლა, რომ დათო და მისი საყვარელი საკმაოდ სწრაფად გადმოვიდნენ. ქუჩაში ხვევნა და სიცილი გააგრძელეს. წყვილი უახლესი რესტორნისკენ მიიწევდა. ამ მომენტში ნინო მიხვდა, რომ დათო ღამით ყოველთვის სამორიგეოდ არ მიდიოდა. სული ტკიოდა, ლოყებზე ცრემლები ცვიოდა. ეჩვენებოდა, რომ ერთ წამში მასში რაღაც გატყდა.

თამამი ქალი ტაქსის მძღოლი – დათო სახლში მხოლოდ დილით მოვიდა. ისე თითქოს „ცვლა ჩააბარა“ და სხვა არაფერი. ნინო სამზარეულოში მაგიდასთან იჯდა და დუმდა. მის მძიმე მზერას ქმრის გახვრეტა შეეძლო. დათომ ხუმრობა სცადა, მაგრამ ქალი სწრაფად ადგა და სილა გააწნა. ქმარი მოვლენების ასეთი შემობრუნებისთვის აშკარად მზად არ იყო.

„გუშინ, საღამოს 22:30 საათზე შენ და შენმა გაპრანჭულმა ნათიამ ტაქსი გამოიძახეთ. შავი Toyota Auris მოვიდა, რომელსაც მე ვმართავდი. მესმის, არ იცოდი, რომ შენი ცოლი ტაქსის მძღოლია, არც მე ვიცოდი, რომ მოღალატე ხარ. ახლა 30 წუთს გაძლევ, რომ შენი ნივთები შეაგროვო, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს აივნიდან გადავყრი. დრო წავიდა.“

დათომ გაოცებისგან პირი დააღო. მისი ღალატი ისე იყო დაფიქსირებული, თითქოს პოლიციამ იმუშავა. ნინომ იმდღესვე ორივე სამსახური დატოვა და ბავშვების ნივთები შეაგროვა. მათი ჩანთები მანქანაში ჩააწყო. „დედა, სად მივდივართ?“ – ჰკითხა ნინოს შუათანამ. „საყვარელო, ზღვაზე დავისვენებთ“. ბავშვები მანქანაში გახარებულნი ჩასხდნენ, მაგრამ ქალს ესმოდა, რომ ზღვაზე არ მიდიოდნენ. წინ ახალი და ბედნიერი ცხოვრება ელოდათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს