სწრაფად გამდიდრდებით, თუ ამ ნიშნებს დაინახავთ

597

ბევრი ადამიანისთვის ბედნიერება და სიმდიდრე ერთმანეთზე დამოკიდებულია. თითქოს, თუ ფული გაქვთ, ბედნიერებისთვის მეტი მიზეზი არსებობს. ასეა თუ არა სინამდვილეში, მხოლოდ გამდიდრების შემდეგ მიხვდებით. თუ დავფიქრდებით, არაფერია ცუდია, რომ საარსებოდ ბევრი ფული ვისურვოთ. ყველას სურს, რომ შეძლებულად იცხოვროს, მაგრამ ამის მიღწევას ყველა ვერ ახერხებს. Vivien ამ თემის განხილვას გთავაზობთ. ვისაუბრებთ, რა არის ფინანსური თავისუფლება, ასევე რომელი ნიშნები მიუთითებს, რომ მალე გამდიდრდებით.

ბედნიერება და სიმდიდრე – ალბათ, გაგიჭირდებათ იპოვოთ ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ფინანსური პრობლემები არ ჰქონია. ბევრისთვის ფულთან დაკავშირებული სირთულეები ნორმაა. მეგობრები და ნაცნობები მანქანებს ყიდულობენ, ბინებს არემონტებენ და საზღვარგარეთ დასასვენებლად დადიან. ზოგიერთი კი თვიდან თვემდე თავს ძლივს იტანს, ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობს. იქნებ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბევრი ადამიანი ფულთან სწორი ურთიერთობის დამყარებას ვერ ახერხებს? ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუ ამ საკითხს სწორად შეიმუშავებთ, დიდი ალბათობით, ფული მდინარესავით წამოვა.

როგორ გავმდიდრდეთ მარტივად – თქვენი მთავარი ამოცანაა, რომ სამსახურზე დამოკიდებული აღარ იყოთ. ალბათ, გსმენიათ ისტორიები, როცა ადამიანმა თანამდებობა დაკარგა და არ ესმოდა, როგორ ეცხოვრა შემდეგ. მას ხომ საარსებო საშუალება უბრალოდ აღარ ჰქონდა. თუ თქვენც მსგავს მდგომარეობაში ხართ, ეს სახიფათო ხაფანგია. სანამ გამდიდრდებით მუშაობის გარეშე ფულის გამომუშავება უნდა ისწავლოთ. ასე ყოველდღიურ ცხოვრებაში თავისუფლებას იგრძნობთ და ბედნიერ სიბერეს შეხვდებით.

როცა ამ მიზანს მიაღწევთ, ფინანსურად თავისუფალი ადამიანი გახდებით. ამისთვის აქტივები უნდა შეიძინოთ. მაგალითად, საკუთარი ფული სხვადასხვა აქციებში ჩადეთ. ეს საკმაოდ რთული თემაა. მასში უნდა ერკვეოდეთ, რადგან ფინანსური წიგნიერება სკოლაში ან უნივერსიტეტში არ ისწავლება. თუ, რა თქმა უნდა, სპეციალური პროგრამა არაა. ალბათ, სწორედ ამიტომ, ბევრმა ადამიანმა საკუთარი ფინანსების მართვა არ იცის. თქვენი აქტივებიდან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, მისი ღირებულება მუდმივად უნდა იზრდებოდეს. უძრავი ქონების, ავტომობილის და სხვადასხვა მოწყობილობის შემთხვევაში ეს ფუნქცია არ მუშაობს. დროთა განმავლობაში მისი ღირებულება, პირიქით, მხოლოდ ეცემა.

ინვესტიციის დასაწყებად საკმარისია, რომ ყოველთვე შემოსავლის მცირე ნაწილი გადადოთ. რაც უფრო მეტ თანხას დაზოგავთ, მით უფრო სწრაფად გამდიდრდებით თეორიაში. პრაქტიკაში, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად აპირებთ ფულის ინვესტირებას.

ფულთან ურთიერთობა – თუ გამდიდრება გსურთ, თქვენი შემოსავალი ხარჯებზე მეტი უნდა იყოს. მათ, ვინც მუდმივად კრედიტს იღებს, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება უფრო უჭირს. საკრედიტო ფული ხაფანგია, რომელიც ჩვენი დროის ჭირი გახდა. კრედიტით მანქანის ან ბინის შეძენისას გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი საკუთრება არაა. სანამ ბანკს ფულს უხდით, პირდაპირ მასზე დამოკიდებული ხართ. თუ გახდისუუნარო გახდებით, ბანკი ქონებას უბრალოდ წაგართმევთ.

მდიდარი ადამიანი რომ გახდეთ, მოქმედების მკაფიო გეგმა უნდა დაისახოთ და მუდმივად მას მიჰყვეთ. ფულს მუდმივობა და დისციპლინა უყვარს. გარდა ამისა, ღარიბი ადამიანის სინდრომი მოიშორეთ. თითქის, სიმდიდრე ცუდია და ადამიანები ბევრ ფულს ყოველთვის არაკანონიერი გზით შოულობენ. პირველ რიგში, თქვენი აზროვნების მეთოდი შეცვალეთ. მაგალითად, ფულში რაღაც ცუდს ნუ ხედავთ, რადგან ეს უბრალოდ მიზნების მიღწევის ხელსაწყოა.

ბედნიერება და სიმდიდრე – კონცენტრირდით იმ ადამიანების ისტორიებზე, რომლებმაც მიზნის მიღწევა და წარმატების მოპოვება შეძლეს. მენდეთ, ახალგაზრდა ასაკში ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია. შანსი ყველას აქვს! თქვენი ოცნებების ვიზუალიზაცია ისწავლეთ. წარმოიდგინეთ, როგორ განაგებთ თქვენს სიმდიდრეს. მნიშვნელოვანია, რომ სწორი გარემოცვა გყავდეთ. ხალხი, რომელიც მხარს დაგიჭერთ და გასამდიდრებლად თქვენს მცდელობებს არ დასცინებს. არასდროსაა გვიანი, რომ ახალი მეგობრები შეიძინოთ. შესაძლოა, ვინმემ გირჩიოთ, როგორ გააუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.