ახალი ხრიკი საპნით და წინდით, როგორ მოიშოროთ სუნი ტუალეტში

1146

მთელი სახლის დალაგების შემდეგ გვსურს, რომ როგორც თამაშში „შენახვის“ ღილაკს დავაჭიროთ. სამწუხაროდ, ჯერ ასეთი ფუნქცია არ გვაქვს, ამიტომ Vivien გამოცდილ ხელმისაწვდომ მეთოდებს გთავაზობთ. გიზიარებთ საინტერესო ხრიკს, როგორ მოიშოროთ სუნი ტუალეტში და სისუფთავე დიდხანს შეინარჩუნოთ.საყოფაცხოვრებო ქიმიის განყოფილება ტუალეტისთვის განკუთვნილი უახლესი საშუალებებით სავსეა, მაგრამ უმეტესობას ისეთი მძაფრი ქიმიური სუნი აქვს, რომ უნებურად ვაცემინებთ. თუ სახლში ბავშვები ცხოვრობენ, ასეთი საშუალება უკუჩვენებულია. თან უნიტაზის რგოლის ზემოთ ან ქვემოთ რაიმეს დამაგრება არაჰიგიენურია.

საშუალება ტუალეტში სუნის მოსაშორებლად – ალბათ, საყვარელი სუნის მქონე საპონი გაქვთ. ჰაერის გამაჯანსაღებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამისთვის უნიტაზის წყლის ავზში ჩადეთ. მოწყობილობა სწრაფად დამთავრდება, თუ საპონს წყალში თავისუფალ ცურვაში გაუშვებთ. გირჩევთ, რომ ავზში დაამაგროთ.დაგჭირდებათ ძველი, მოკლე წინდა. სუფთა და მთელი უნდა იყოს. ეცადეთ, რომ წინდა გაცვეთილი არა, არამედ მკვრივი იყოს. მასში საპონი ჩადეთ და გაკვანძეთ ან ნემსით და ძაფით გაკერეთ. ავზი გახსენით და წყალი გაუშვით. ტივტივა დაიჭირეთ, რომ წყალი არ დაგროვდეს. წინდა ავზის შიდა კედელს სკოჩით დაამაგრეთ ისე, რომ წებოვანი ლენტი წყლის ზემოთ აღმოჩნდეს. შეგიძლიათ ტივტივას ხელი გაუშვათ და ავზს დაახუროთ. მოწყობილობა ყოველი ჩარეცხვისას იმუშავებს, სუფთა სუნს მოგცემთ და ნადებს თავიდან აგაცილებთ.

როგორ მოვიშოროთ კანალიზაციის სუნი – საკანალიზაციო მილებიდან უსიამოვნო სუნი შეიძლება ამოდიოდეს. მასთან ბრძოლაში მჟავასა და ტუტეზე დაფუძნებული ხალხური საშუალებები დაგეხმარებათ. აი, რამდენიმე მათგანი.

  • ძმარი და წყალი 1:1 თანაფარდობით აურიეთ და უნიტაზში ჩაასხით. ნახევარ საათში ჩარეცხეთ.
  • 150 გ სოდა უნიტაზში ჩაყარეთ და ძმარი უხვად დაასხით. 15-20 წუთში უნიტაზში 2-3 ლ მდუღარე წყალი ჩაასხით.
  • ლიმონის წვენი და წყალი 1:1 თანაფარდობით აურიეთ. მიღებული ფაფით და ჯაგრისით უნიტაზი გაწმინდეთ. ნარევი 15-20 წუთით გააჩერეთ.
  • უნიტაზში 200 მლ თხევადი სარეცხი საპონი ჩაასხით. 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ მდუღარე წყალი ჩაასხით. კიდევ 10 წუთის შემდეგ უნიტაზი ჩარეცხეთ.