ახალბედა მძღოლები ვერ ხვდებიან, რატომ ინახავენ გამოცდილი მძღოლები მანქანაში ლიმონს

567

ადამიანებს, რომლებიც მანქანას მართავენ, თავიანთი სამყარო აქვთ. მანქანის შესახებ ბევრი უჩვეულო ხრიკი იციან და საკუთარი ცრურწმენა აქვთ. საქმეში ჩაუხედავებისთვის ეს სამყარო მიუწვდომელია. როგორც მინიმუმ, მამაჩემთან ასე იყო. მაგალითად, დიდხანს არ მესმოდა, რატომ დაჰქონდა მანქანით ლიმონი. მხოლოდ იცინოდა და ამბობდა, რომ ლიმონის ნაჭერს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. მხოლოდ მაშინ, როცა მანქანა შევიძინე, თავისი საიდუმლო გამიმხილა. მის რჩევას სიამოვნებით ვიყენებ და თქვენც გიზიარებთ. ლიმონს სიცოცხლის გადარჩენა ნამდვილად შეუძლია.

ლიმონის ნაჭერი – მამა ხანგრძლივი მოგზაურობის წინ ყოველთვის ლიმონს ყიდულობს და გზაში მიაქვს. როგორც მოგვიანებით გავიგე, ბევრი გამოცდილი მძღოლი ასე აკეთებს. თავიდან მეგონა, რომ ამას ავტოსალონში სასიამოვნო სუნისთვის აკეთებდა, რადგან ციტრუსს კარგი არომატი აქვს, მაგრამ ლიმონი არა სუნისთვის, არამედ მოსახმარად სჭირდება.ნებისმიერმა მძღოლმა იცის, რომ ხანგრძლივი მგზავრობა დამღლელია. მანქანის მართვა მონოტონური საქმიანობაა, ადამიანი იღლება და თვლემას იწყებს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მუსიკის ხმას აუწიოთ ან მგზავრთან საუბარი დაიწყოთ, მაგრამ ზოგჯერ ეს არ გვეხმარება. თუ წინ შორი გზა გელით და დასასვენებელი ადგილი არ გაქვთ, უბრალოდ ლიმონის ნაჭერი შეჭამეთ. მაშინვე გამხნევდებით. დაღლილობა გაქრება და კიდევ რამდენიმე საათით საჭესთან გატარებას შეძლებთ. მამას თქმით, ამ მეთოდით არაერთხელ გადარჩა, როცა მარტოს დიდხანს მგზავრობა უწევდა. საინტერესო მეთოდია, რომელიც მეც დამეხმარა.

ავტოსალონის სუნი – ვინაიდან ლიმონი სუნის გასაუმჯობესებელი საშუალება არაა, გიამბობთ, რა გამოიყენოთ, რომ ავტოსალონში ჰაერი გაჯანსაღდეს. სალონში ლიმონის ნაჭრების დალაგება ნამდვილად არ ღირს, თავიდან კარგი სუნი აქვს, მაგრამ დამჟავების შემდეგ უსიამოვნო გახდება. რა გავაკეთოთ?მანქანისთვის სპეციალური არომატიზატორი შეიძინეთ. კარგად, მაგრამ მცირე ხნით მუშაობს. წიწვის, ლიმონის ან ზღვის სიგრილის სუნი ყველაზე შესაფერისია. ასეთი არომატი გაგამხნევებთ და უსიამოვნო სუნს დამალავს. არომატიზატორი სახლშიც შეგიძლიათ გააკეთოთ. რაიმე ტომარაში ბამბა ჩადეთ და რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი დააწვეთეთ. ასეთი საშუალება დიდხანს გეყოფათ.თუ უსიამოვნო სუნის და ზედმეტი ტენიანობის მოშორება გსურთ, სოდა დაგეხმარებათ. ნეილონის წინდაში ან ტომარაში ჩაყარეთ, ღამით მანქანაში გააჩერეთ. ზღვის მარილსაც მსგავსი თვისებები აქვს. ტომრებში ჩაყარეთ და სალონში დააწყვეთ. ასე ორმაგ ეფექტს მიიღებთ: უსიამოვნო სუნს ახალი არომატი ჩაანაცვლებს.

ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ. ფრთხილად ატარეთ და საკუთარ თავს გაუფრთხილდით!