ანომალური სიცხე ევროპაში: რა გავლენას ახდენს კლიმატზე და რას იწვევს ჰაერის მაღალი ტემპერატურა

578

ანომალური სიცხე ევროპაში დღეს ერთ–ერთი ყველაზე განხილვადი თემაა. ამინდის ანომალიას ახასიათებს ჰაერის ძალიან მაღალი ტემპერატურა და ნალექის შემცირება, ანუ გვალვა. პაპანაქებით ყველაზე მეტად დაზიანდა ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, იტალია, გერმანია და დიდი ბრიტანეთი. Vivien გიამბობთ, რა მოხდა ამ ქვეყნებში.

ანომალური სიცხე ევროპაში

2022 წლის ივნისში ევროპაში ანომალური სიცხეები დაიწყო. მაშინ თერმომეტრი უპრეცედენტო რიცხვს, კერძოდ 40-43 გრადუს სითბოს აჩვენებდა. ყოველდღე ტემპერატურის ახალი რეკორდები მყარდებოდა. მაგალითად, ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა პორტუგალიის ქალაქ ალიჟოში დაფიქსირდა. ტემპერატურა 47 გრადუსი ცელსიუსი იყო.ხალხი, რომელთაც ადრე მსგავსი უამინდობა არ ენახათ, ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. სიცხის გამო არა მხოლოდ მზის დარტყმა მიიღეს, არამედ სიცოცხლესაც გამოემშვიდობენ. ამრიგად, ამინდის ანომალიამ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის მსხვერპლი გამოიწვია.ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცხე კლიმატის ცვლილების პირდაპირი შედეგია. ისე, როგორც ადრე იყო, აღარასოდეს იქნება. მზად უნდა ვიყოთ, რომ ანომალიური ამინდი განმეორდება. სიცხე არა მხოლოდ ადამიანების სიკვდილს, არამედ ტყის ძლიერ ხანძრებს იწვევს. ახლა ევროპა ცეცხლშია გახვეული. მხოლოდ პორტუგალიის ერთ ქალაქში, ლეირიაში 3 ათასზე ჰექტარზე მეტი მიწა დაიწვა.

ხანძრების გამო უამრავი ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. ასე მოხდა საფრანგეთის ერთ საპორტო ქალაქში. ხანძრის ინტენსივობა იმდენად დიდი იყო, რომ მთელი ბორდო სქელმა კვალმა მოიცვა. ხალხი ჩივის, რომ უბრალოდ სუნთქვა არ შეუძლიათ. ხანძარმა ბასენ-დ’არკაშონში 15 ათასზე მეტი ჰა ტყე განადგურა. ხალხი სახლებს მასიურად ტოვებს, ტურისტებიც იძულებულნი არიან, რომ სახიფათო ტერიტორიები დატოვონ. საფრანგეთში ბუნებრივ კატაკლიზმებს 1700 მაშველი ებრძვის.რთული წარმოსადგენია, რა ზიანი მიაყენა ხანძარმა ბუნებას. საქმე არა მხოლოდ დამწვარ ტერიტორიებს ეხება. ამ მიწებზე ბევრი ცხოველი და მწერი ცხოვრობდა. მთელი ეკოსისტემა განადგურებულია!

ხანძარი ევროპაში – ცეცხლმა გერმანიის ეროვნული პარკი „საქსონიის შვეიცარია“ დააზიანა. ხანძრის ჩაქრობა 19 საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ცეცხლმა ბრიტანეთის დიდი ტერიტორიაც მოიცვა. ადგილობრივების თქმით, ლონდონის სახანძრო სამსახურს ამდენი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უმუშავია.ინგლისის ისტორიაში პირველად სიცხის უმაღლესი დონე გამოცხადდა. ხალხს მოუწოდეს, რომ სახლები არ დატოვონ, თუ ამის სერიოზული აუცილებლობა არაა. ეს არა მხოლოდ სიცოცხლისთვის საშიშია, არამედ ტექნიკური თვალსაზრისითაც რთულია. ჰაერის ანომალური ტემპერატურის გამო რელსები შეიძლება დაზიანდეს. ასევე დენის მიწოდება შეფერხდეს. ეს ყველაფერი სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარეზე გავლენას ახდენს. გარდა ამისა, სიცხის გამო საავადმყოფოებს სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ მეტი წყალი დალიონ და განწყობას თვალყური ადევნონ. მზეზე ყოფნა მკაცრად აკრძალულია!

სინოპტიკოსების პროგნოზები – სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ევროპის უმეტეს ნაწილში უკვე ამ კვირაში მდგომარეობა შემსუბუქდება. ჰაერის ტემპერატურა შემცირებას დაიწყებს, ასევე, დიდი ალბათობით, ნანატრი წვიმა მოვა. გვსურს დავიჯეროთ, რომ ყველაფერი ასე იქნება, რადგან ანომალური ამინდი გვაშინებს.ბევრი ადამიანი სერიოზულად დაფიქრდა, რომ კლიმატის ცვლილება ჩვენი ახალი რეალობაა. ადამიანს სიტუაციის შეცვლა არ შეუძლია, თუმცა თითოეულ ჩვენგანს პატარა ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია, რომ მდგომარეობა არ გავამწვავოთ. ამისთვის ეკოლოციურად ცხოვრება საკმარისია. ის, რაც დღეს მსოფლიოში ბუნებრივ დონეზე ხდება, ნამდვილად საშიშია. პლანეტა თითქოს გვაფრთხილებს, გაჩერებას გვთხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპაში ანომალური სიცხე ბუნების მორიგი სიგნალია. რაც უფრო დამღუპველ გავლენას ახდენს ადამიანი ბუნებაზე, მით უფრო დიდ ასეთ პასუხებს უნდა ველოდოთ. გვეთანხმებით?