ინდოელი ლამაზმანი პრიანკა ჩოპრა 40 წლისაა. როგორ გამოიყურება მისი 29 წლის მეუღლე

530

პრიანკა ჩოპრამ და ნიკ ჯონასმა იციან, როგორ გააოცონ და შთააგონონ თავიანთი ფანები. შეყვარებულებს შორის ათწლიანი სხვაობაა, მაგრამ ეს მათ სიყვარულს ხელს არ უშლის. 18 ივლისს პრიანკა ჩოპრამ 40 წლის იუბილე აღნიშნა, ხოლო საყვარელმა მეუღლემ მსახიობს დაბადების დღე საკმაოდ კრეატიულად მიულოცა. ნიკი ცოლს სიყვარულით „ივლისის მარგალიტს“ უწოდებს.

პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი – ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ნიკ ჯონასი ინდოელი ლამაზმანის გულის მოგებას საკმაოდ დიდი ხანი ცდილობდა. იმ დროისთვის, როცა ნიკმა გოგოსთვის სოციალურ ქსელში მიწერა და გაცნობა გაბედა, პრიანკა უკვე ცნობილი იყო. გარეგნობა დაეხმარა, რომ „მის ინდოეთის“ გვირგვინი მოეპოვებინა, ხოლო 2000 წელს ულამაზესი და ნიჭიერი პრიანკა „მის სამყარო“ გახდა.

საერთო გზა ბედნიერებისკენ – ნიკ ჯონასს გაუმართლა, რომ ერთ–ერთ წვეულებაზე პრიანკას შეხვდა. მოგვიანებით, ნიკმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ გოგონას სილამაზით გაოცებული იყო. შემდეგ სოციალურ ქსელში ურთიერთობა დაიწყეს. ბედნიერი შემთხვევის წყალობით საერთო კინოსეანსზე აღმოჩნდნენ. ასე ნიკმა და პრიანკამ კინოში სიარულს მოუხშირეს და ერთმანეთი შეუყვარდათ.ბედნიერი ოჯახისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ფაქტორი იყო. ორივეს დატვირთული გრაფიკი აქვს, ამიტომ ჩვეულ ოჯახურ ცხოვრებაზე მორგება საკმაოდ რთულია. გარდა ამისა, პრიანკა ჩოპრა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მშობლიურ ინდოეთშიც პოპულარულია. გოგონასთვის ძვირფასი ქვეყნის ტრადიციების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ზღაპრული ქორწილი – გოგონას ოცნებებს ახდენა ეწერა. ორი შეყვარებული გულის შეუღლება ინდოეთში ყველა ტრადიციისა და წესის დაცვით მოხდა. რთული წარმოსადგენია, მაგრამ პრიანკამ ასეთ ველურ რიტმშიც სერიალში Quantico გადასაღებად დრო გამონახა. ახალდაქორწინებულებმა ყველა ტრადიციული ცერემონია და რიტუალი შეასრულეს. პრიანკა ხუმრობდა კიდეც, რომ სტუმრებს ასეთი ქორწილის შემდეგ შვებულების აღება მოუწევთ.პრიანკა ჩოპრამ და ნიკ ჯონასმა რამდენიმე რწმენა გააერთიანეს. მათ სხეულები მეჰენდით მოირთეს, სამეფო წვეულება სიმღერებით და ცეკვებით გამართეს. ქრისტიანული ქორწინების ცერემონიის ჩატარებაზეც იზრუნეს. ლამაზმანი საკურთხეველთან დედამ მიიყვანა, რადგან პრიანკას მამამ ეს სამყარო მოულოდნელად დატოვა. ხოლო ქრისტიანული ცერემონია ჩოპრას მამამთილმა და ნიკ ჯონასის მამამ ჩაატარა.

ზეიმი რამდენიმე დღე გაგრძელდა და ჩოპრამ 5 საოცარი სამოსი გამოიცვალა. ქორწილს არა მხოლოდ ცნობილი მსახიობები, არამედ ინდოეთის პრემიერი ესწრებოდა. დიდებული წვეულება იყო. „მოხარული ვართ, რომ შევძელით ჩვენი ქორწილი რელიგიების ერთგვარ პოპურად გადაქცეულიყო. ასე წარმოვაჩინეთ ტრადიციები, რომლებშიც გავიზარდეთ. ამ ყველაფერში ვიპოვეთ ბალანსი ისე, რომ თითოეულის მნიშვნელობა შეგვენარჩუნებინა“ – უთხრა პრიანკამ ჟურნალისტებს.

პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი ერთად ბედნიერები არიან – პრიანკამ თავის მოულოდნელ დედობაზე 2022 წლის 21 იანვარს ინსტაგრამში დაწერა. პატარა მალტი სხვა ქალის დახმარებით გაჩნდა. საზოგადოებამ მაშინვე სხვადასხვა სპეკულაციების და ჭორების გავრცელება დაიწყო. ინსაიდირების თქმით, პრიანკას უბრალოდ სამუშაო გრაფიკიდან ამოვარდნა არ სურდა.

როგორც არ უნდა იყოს, იგივე ინსაიდერები ჟურნალისტებს ეუბნებიან, რომ წყვილი ბედნიერია. „ისევ შეყვარებულნი და ბედნიერნი არიან, თითქოს თაფლობისთვე არ დასრულებულა“. ახლახანს ნიკ ჯონასმა ფანებს ცოლის დაბადების დღის წვეულებაზე გადაღებული ფოტო გაუზიარა. ფოტოზე პრიანკა გაღიმებული და კმაყოფილია.

მამაკაცი ცოლს მოფერებით „ივლისის მარგალიტს“ უწოდებს. ნიკმა იახტაზე წვეულებისთვის ცოლის სახელზე სპეციალური პირსახოციც გააკეთა. გვსურს დავიჯეროთ, რომ ეს წყვილი მთელი ცხოვრება ერთად ბედნიერი იქნება. დაე, პრიანკა ჩოპრამ და ნიკ ჯონასმა ფანები კრეატიული შემოქმედებით დიდხანს გაახარონ.