თქვენც უკვე ჩვევად გაქვთ, რომ სახლში შებრუნებისას სარკეში ჩაიხედოთ? ცისარტყელას დანახვაზე ფიქრობთ, რომ ეს ბედნიერების ნიშანია? გამოდის, რომ ნიშნების გჯერათ. Vivien ბედნიერებაზე რამდენიმე განსაკუთრებულ ნიშანს გიზიარებთ. ზოგიერთი 100%–ით მუშაობს. უმეტესობა მათგანი ყოველდღიურობაში გამოგადგებათ.
- იმ დღეს, როცა ვინმეს გაცნობას აპირებთ, ახალი ფეხსაცმელი არ ჩაიცვათ. ასეთი ურთიერთობა ტყუილსა და უნდობლობაზე აგებული იქნება.
- თუ ბავშვის საწოლის სასთუმალთან ხის სათამაშოს დაკიდებთ, ყველა უბედურებას მოაშორებთ.
- საშაქრე ცარიელი არასდროს დატოვოთ. თუ ტკბილად ცხოვრება გსურთ, ყოველთვის სავსე დატოვეთ.
- თუ ვინმეს პრობლემაზე საუბარი და ურთიერთობის გარკვევა გსურთ, ეს მზარდ მთვარეზე გააკეთეთ. ასე სრულ სიმართლეს გაიგებთ და მოლაპარაკდებით.
- დანები, ჩანგლები და კოვზები ცალ–ცალკე შეინახეთ, რომ ცხოვრება მოაწესრიგოთ.
- გზაზე ქალის ნახვა, რომელსაც წყლიანი ვედრო უჭირავს, ასევე კაცის ნახვა, რომელსაც ცარიელი ვედრო უჭირავს, წარმატების ნიშანია.
- უცხო ხალხთან საზიარო ნივთი არ იქონიოთ, რომ უსიამოვნებები და სირთულეები თავიდან აიცილოთ. საერთო ნივთების ქონა მხოლოდ ნათესავებთან შეიძლება.
- უკუღმად ჩაცმული პერანგი ან სხვა რამ უსიამოვნებებს და პრობლემებს მოასწავებს.
- თუ თქვენ სახლთან მერცხლებმა ბუდე გაიკეთეს, ბედნიერება ახლოსაა.
- თუ ქსოვა დაიწყეთ, აუცილებლად დაასრულეთ. როგორც მინიმუმ, დაშალეთ. ძველის დასრულებამდე ახლის დაწყება უსიამოვნებებს გამოიწვევს.
- კართან ნალი დაკიდეთ, რომ თქვენ და თქვენი ოჯახი ბედნიერები იყოთ. ცხენის უკანა ჩლიქის ნალი დიდ ბედნიერებას მოგიტანთ.
- თუ ქორწილის დღეს პატარძლის კატა დააცემინებს, ბედნიერი ქორწინება ელის.
თავად გადაწყვიტეთ, ნიშნების მნიშვნელობას დაიჯერებთ და დაიცავთ თუ არა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს