ვარდის გასხვლა ზაფხულში ყვავილობის შემდეგ. პრეტენზიული მცენარე სწორად მოვლას მოითხოვს

710

ვარდს ყვავილობის შემდეგ გასხვლა და სწორად მოვლა სჭირდება. Vivien გიზიარებთ გამოცდილი მებაღეების რჩევებს, როგორ იზრუნოთ ბაღის დედოფალზე ზაფხულში ყვავილობის შემდეგ. თუ მარტივ წესებს დაიცავთ, ყვავილი ჯანმრთელი გაიზრდება და კვლავ აყვავილდება.

ვარდის გასხვლა ზაფხულში – ნებისმიერი ჯიშის ვარდს ყვავილობის შემდეგ გასხვლა სჭირდება. ყვავილობის შემდეგ თესლის მომწიფება ხდება, რომელიც არ გჭირდებათ, თუ სელექციონერი არ ხართ. გირჩევთ, თესლები მოაშოროთ. ასე ხელმეორედ ასაყვავილებლად ძალები ექნება. ვარდები სწორად გადაჭერით. არა მხოლოდ დამჭკნარი ყვავილედი, არამედ უფრო დაბლა გადაჭერით, რომ ყვავილი პატარა და სუსტი არ გაიზარდოს. ქვემოთ დატოვეთ 3 ფოთოლი (თითოზე 5 ფოთოლი). გადაჭრილი ტოტები კალმებად გამოგადგებათ. ვარდს გასხვლა ძალას აძლევს, რომ კვლავ აყვავილდეს. ამავდროულად, დამტვრეული, გამხმარი და ცუდად განვითარებული ტოტები მოაშორეთ. ბაღის დედოფალი ზაფხულს ადვილად იტანს. ასე ახალი და ლამაზი ყვავილებით გაგახარებთ.

გაფხვიერება – გადაჭრილ ვარდს მიწის გაფხვიერება და გამოკვება სჭირდება. წვიმიან ამინდში უფრო ხშირად გააფხვიერეთ, რადგან ზედმეტი სითხე მიწაზე ქერქს ქმნის, რომელშიც ჟანგბადი ცუდად გადის და მისი განვითარდება ნელდება. მიწა კარგად გააფხვიერეთ, რომ მცენარე უკეთ გაიზარდოს.

გამოკვება – გამოკვებეთ, რომ დასუსტებულმა მცენარემ ძალები აღიდგინოს. როგორც ფესვოვანი, ასევე ფოთლოვანი კვება გამოიყენეთ. კარგი ვარიანტია ნაცრის ხსნარი, რომელიც კალიუმს, ფოსფორს და კალციუმს შეიცავს. მცენარეს ეს ელემენტები სჭირდება. 2 ჭიქა ნაცარი და 1 ლ ცხელი წყალი აურიეთ. ღამით გააჩერეთ, დილით გადაწურეთ, 10 ლ ცივი წყალი დაუმატეთ და მცენარე მორწყეთ. ვარდს აზოტიც სჭირდება, რომ ზრდა დააჩქაროს. გამოიყენეთ შარდოვანა. 1 ს/კ შარდოვანა 1 ვედრო წყალში გახსენით. მზა კომპლექსებიც კარგი ვარიანტია.

ვარდს დიდი ყურადღება სჭირდება, ამიტომ მასზე სათანადოდ იზრუნეთ, თუ გსურთ, რომ დიდებული და ხანგრძლივი ყვავილობით გაგახაროთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს