ეს ტანსაცმელი სასწრაფოდ მოიშორეთ, რომ სიმდიდრე მოიზიდოთ

1112

უხილავი ტანსაცმელი სუნამო არაა, როგორც ბევრი სტილისტი წერს. აქ, უფრო თხელ მასალაზეა საუბარი. ეზოთერიკოსი და ენერგეტიკული პრაქტიკოსი ვლადისლავი ამბობს, რომ ჩვეული სამოსის გარდა უხილავსაც ვატარებთ. ეს ცრუ დაცვაა, რაღაც ჯავშნის მსგავსი. ფიზიკურ გაგებაში ხელმოკლეობასა და შებოჭილობაში ვლინდება. უხილავი ტანსაცმელი ადამიანის განწყობასა და მის ცხოვრებაზე საკმაოდ ძლიერ გავლენას ახდენს. Vivien გიამბობთ, რომელი ტანსაცმელი უნდა დახიოთ ფულის მოსაზიდად. ენერგიის მოზღვავება არ დააყოვნებს!

უხილავი ტანსაცმელი

ადამიანისთვის ტანსაცმელი მეორე კანია. მის გარეშე აბა როგორ! ეს კარგია. ცუდია, როცა საყვარელი კოსტუმის ან კაბის ქვეშ შიდა ჯავშანსაც ვატარებთ, რომელიც გვბორკავს, გვავიწროებს. ამის გამო ზოგიერთი ადამიანი თავის სხეულს, მასთან ერთიანობას ვერ გრძნობს. აქედან მოდის განწყობისა და თვითრეალიზაციის პრობლემები. ასეთი ჯავშანი ჯანმრთელობას გვპარავს!

ბუნებაში ყველაფერი სხვაგვარადაა. თითოეული არსება დახვეწილი და ჰარმონიულია, მაგრამ ბევრმა ადამიანმა, სამწუხაროდ, ეს დაკარგა.მოიშორეთ ჯავშანი! ასე ბევრ ენერგიას გაათავისუფლებთ, შთაგონებას იპოვით, კარგი განწყობით აივსებით და ცხოვრებაში სიუხვეს მოიზიდავთ.როგორ გავაკეთოთ? ეზოთერიკოსი ამბობს, რომ მსგავსი პრაქტიკა საკმაოდ მარტივი, მაგრამ ეფექტურია. ყველაფერს, რაც მარტივია, ზრდის ფესვი აქვს. ყოველთვის, როცა ჩვეულებრივ ტანსაცმელს იხდით (ძილის წინ, შხაპის წინ ან გამოსაცვლელად), წარმოიდგინეთ, რომ მასთან ერთად ჯავშანს იშორებთ, მას ანგრევთ – ამ უხილავ ტანსაცმელს ნაკუწებად აქცევთ. ჯავშანი გაცნობიერებულად მოიშორეთ, შებოჭილობისგან გათავისუფლების გრძნობით. პრაქტიკა მინიმუმ 10 დღე უნდა გაიმეოროთ. ამ დროში განახლებას იგრძნობთ. ბევრი უსიამოვნება უმნიშვნელო გახდება. დაე, ყველაფერი ძველი წავიდეს და ახალი მოვიდეს!

უხილავი ტანსაცმელი სხეულის შებოჭილობის პირველი მიზეზია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვეულებრივი ტანსაცმელიც დიდ როლს თამაშობს. გაიხსენეთ, რას გრძნობთ, როცა საყვარელ ლამაზ ტანსაცმელს იცვამთ ან მაშინ, როცა ტანსაცმელში დისკომფორტს გრძნობთ ან უბრალოდ არ მოგწონთ. გრძნობთ განსხვავებას? ჩვენს სხეულს არ უყვარს, როცა ძველ, გაცვეთილ ტანსაცმელს და ნახვრეტიან წინდებს ვიცვამთ. საკუთარი თავი და სხეული, გემოები და შეგრძნებები უნდა გიყვარდეთ. ასე ბევრ პრობლემას გაუმკლავდებით. როცა ცუდ განწყობაზე მყოფი ადამიანი მისთვის საყვარელ ტანსაცმელს იცვამს, შვებას გრძნობს.

საკუთარ თავს რომ დაეხმაროთ, საკუთარი თავი და სხეული უნდა შეიყვაროთ და ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს