ქართული სანელებელი ხავერდით კულინარიული შედევრების შესაქმნელად: როგორ მოვამზადოთ

524

ხავერდა (ან ზაფრანა) მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სანელებელია, რომელსაც კერძს მცირე რაოდენობით უმატებენ. სანელებელი კერძს შეუდარებელ არომატს ანიჭებს და სხვა არაფერში აგერევათ. კულინარიაში იმერულ ზაფრანას აქტიურად იყენებენ. ამ სანელებელს არა კროკოსგან, არამედ ხავერდისგან ამზადებენ. მას ძლიერი ყვავილის არომატი აქვს და კერძს ფანტასტიკურს ხდის. რაც ყველაზე კარგია, ხავერდის სანელებელი მარტივად მზადდება. დამწყები დიასახლისიც შეძლებს ყვავილი გაახმობს და სანელებელი გააკეთოს, რომელიც სამზარეულოში აუცილებლად გამოადგება.

ხავერდის სანელებელი: მისი სარგებელი და გამოყენება

ორგანიზმზე დადებითი მოქმედება – ისეთი ყვავილი, როგორიცაა ხავერდა, ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს, ტონუსს ზრდის. ამ ყვავილის სანელებელს სისხლძარღვების კედლების გაძლიერება შეუძლია. ვარიკოზული ვენების განვითარებას ხელს უშლის. მეტაბოლური პროცესების და ნერვული სისტემის მუშაობის დარეგულირებას ხელს უწყობს. მისი რეგულარული მიღება საერთო განწყობაზე დადებითად აისახება.

მომზადების დეტალური ინსტრუქცია – ხავერდის სანელებლების მოსამზადებლად ყვავილები უნდა შეაგროვოთ და გაახმოთ. ჯამის ფოთოლი არ დატოვოთ. ხელით მოაშორეთ ან მაკრატლით გადაჭერით. ხავედრა არა მცხუნვარე მზეზე, არამედ ჩრდილში გაახმეთ. ყვავილები სქელ ძაფზე ააცვით და დაკიდეთ ან ლანგარზე გაშალეთ. როგორც კი გახმება, სანაყში გადაიტანეთ და ხელით დააქუცმაცეთ. ამ ეტაპზე ყავის საფქვავიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

გამოყენება კულინარიაში – სანელებელს საოცარი არომატი აქვს, ამიტომ სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხორცის და თევზის მარინადში იმერული ზაფრანის დამატებით საოცარ კერძს მიიღებთ. სანელებელი ცომის მოსაზელად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე ცომი სასიამოვნო ნარინჯისფერ შეფერილობას ქიმიური საკვები საღებავის გარეშე მიიღებს. კონსერვებს გვერდს ვერ აუვლით. ლიტრიან ქილაზე 1 ხმელი ყვავილი საკმარისია და სხვა სანელებელი აღარ დაგჭირდებათ. ასეთი სანელებლით დამარინადებული ბოსტნეული საოცრად გემრიელი გამოვა.

ორიგინალური ორცხობილა ხავერდით

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 100 გ შაქარი
  • 1 ჩ/კ ხმელი ხავერდა
  • 4 ს/კ კარაქი
  • 100 გ ხორბლის ფქვილი

მომზადების წესი:

  1. კვერცხის გულები და ცილები დააცალკევეთ. ცილები მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ.
  2. ხმელი ხავერდა და შაქარი აურიეთ. მიღებულ ნარევს კარაქი დაუმატეთ და შეურიეთ.
  3. კვერცხის გულები დაუმატეთ და კარგად შეურიეთ.
  4. ხორბლის ფქვილი და ათქვეფილი კვერცხის ცილები დაუმატეთ და კარგად შეურიეთ.
  5. ცომი კარაქწასმულ ფორმებში გადაიტანეთ. 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მოათავსეთ და შეწითლებამდე აცხვეთ.

უდავოდ, ასეთი სანელებლის მომზადებას გირჩევთ. გახსოვდეთ, რომ ხავერდის სანელებელს უკუჩვენებაც აქვს. ალერგიული ადამიანებისთვის, ორსულებისთვის, 5 წლამდე ბავშვებისთვის, კანის და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს მისი მიღება არ შეიძლება. თუ ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებით, შინ მომზადებული არომატული სანელებლის მქონე კერძებით ისიამოვნეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს