მელოგინე ქალების მდიდარი მენიუ პირდაპირ გერმანიიდან

326

როცა მეგობრისგან გავიგე, რისი ჭამა შეუძლია მეძუძურე დედას გერმანიაში, მწარედ ამოვიხნეშე. მკაცრი შეზღუდვები გამახსენდა, რომელიც მშობიარობის შემდეგ შემექმნა და მოვიწყინე. რა თქმა უნდა, ქალიშვილის გაჩენით გამოწვეული სიხარული ყველა განსაცდელის გადატანაში დამეხმარა, მაგრამ სხვისი გამოცდილება მაინც დაფიქრებას გვაიძულებს და ნოსტალგიას იწვევს. დღეს შევადარებთ, რისი ჭამის უფლება აქვს ახალგაზრდა დედებს ჩვენთან და რას ფიქრობენ გერმანიაში ამის შესახებ. ბოლოს გიზიარებთ ბროკოლის კრემსუპის რეცეპტს, რომელიც იდეალური საზაფხულო კერძია.

რისი ჭამა შეუძლია მეძუძურ დედას – ჩემი მეზობელი ტასო 7 წლის წინ გერმანიაში გადავიდა. ფრიდრიხი გაიცნო კონფერენციაზე, რომელიც ავტოსიახლეებს ეხებოდა. დიდხანს მოუწია ჯიუტი ტასოს დარწმუნება, რომ მასთან სამშობლოში გადასულიყო. მეგობარი დანებდა მხოლოდ მაშინ, როცა დაორსულდა. მიხვდა, რომ ბავშვთან ერთად ორ ქვეყანაში ცხოვრება ძალიან რთულია. აი, ერთი კვირის წინ ტასომ შეტყობინება გამომიგზავნა: „2900, მარკუსი, მამას ჰგავს“. რა თქმა უნდა, სამშობიარო სახლიდან გამოწერისას ერთმანეთს დავუკავშირდით. ტასო ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ჩანდა. სანამ ვსაუბრობდით, ვანილის პუდინგი კენკრით მიირთვა. გამაოცა, რომ კენკრა ახალი იყო და არა მოხარშული და ფაფად ქცეული. ტასომ ჩემი გაოცებული სახე შეამჩნია. კარგად ახსოვდა, როგორ ვხარშავდი ხილ–ბოსტნეულს ქალიშვილის დაბადებიდან 6 თვე, სანამ გარისკვას და ახალი კიტრის გასინჯვას გავბედავდი. „ვხედავ, გაოცებული ხარ. დიახ, გერმანიაში ნამშობიარევი ქალის კვების წესები ისეთი მკაცრი არაა, როგორც ჩვენთან. ხილი და კენკრა თამამად შეგიძლია მიირთვა, მთავარია, არ გადააჭარბო.“

რისი ჭამა შეუძლია მეძუძურე დედას ჩვენს სამშობიაროში – მახსოვს მოსაწყენი თეფშები ნაცრისფერი ფაფით, ალბათ, შვრია, რომელსაც კეთილი სანიტარი არიგებდა. გემრიელად არ გამოიყურებოდა და გემოც კარგი არ ჰქონდა. როცა სახლში გამომწერეს ფაფის გამრავალფეროვნებას ბანანით ვცდილობდი. პალატაში მსგავსი მცდელობის დროს ძუძუთი კვების კონსულტანტმა მუქარით შემომხედა, რომ ფერადი არომატული ხილი შორს დამედო, შემდეგ საერთოდ ქვემოთ ჩაიტანა – განყოფილებაში, სადაც დედები მშობიარობას ჯერ კიდევ ელოდნენ. დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ჩვეულებრივ მწვანე ახალ სალათს მივირთმევდი, რომელიც ზეთით და არომატული მწვანილებით შეკმაზული იყო. გამოცდილი ნათესავების და წიგნებში გაწერილი წესების დარღვევის მეშინოდა, მაგრამ სექტემბერში გავტყდი (ჩემი ქალიშვილი აპრილში დაიბადა) და მთელი სალათის ფურცელი შევჭამე. საინტერესოა, რომ არაფერი მომხდარა. არანაირი მუცლის პრობლემა, არაფერი მსგავსი. ვეჭვობ, რომ ახალი ბოსტნეულით თავის განებივრება ადრეც შეიძლებოდა.

ჩვეულებრივი მენიუ – ტასომ მიამბო, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა აერჩია, რომელი წვნიანი სურდა სადილზე. აქ იყო გუფთის წვნიანი, ქათმის მსუბუქი ბულიონი, სეზონური კრემსუპი. ხშირად მოხარშული ხორცი და ბოსტნეული მოჰქონდათ. როგორც დაქალმა ამიხსნა, თითქმის ყველაფრის ჭამის უფლება აქვს, მაგრამ ყოველჯერზე გონივრულ რაოდენობას ახსენებენ. რა თქმა უნდა, გარკვეული აკრძალვები არსებობს, რომელიც ჩვენი აკრძალვების მსგავსია: ნებისმიერი ცხელი სასმელი ან ძალიან ცხარე კერძი. ეს ყველაფერი ელოდება დროს, როცა ბავშვი დამოუკიდებელ კვებას თავდაჯერებულად აითვისებს.დღეს ბროკოლის კრესუპის რეცეპტს გიზიარებთ. ტასო გეგმავს ბოსტნეულის შეწვის ეტაპი გამოტოვოს და მსგავსი კერძი მარკუსისთვის მოამზადოს, როცა მყარი საკვების შემოტანის დრო დადგება. რას ფიქრობთ ამის შესახებ?

ბროკოლის კრემსუპი

ინგრედიენტები:

  • 1 თავი ბროკოლი
  • 1 თავი ისპანახი
  • 1 თავი ხახვი
  • 2-3 კარტოფილი
  • 0,25 ძირი ნიახური
  • 150 მლ ნაღები (20%)
  • მარილი
  • წიწაკა
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. ისპანახი, კარტოფილი, ნიახურის ძირი და ბროკოლი კარგად გარეცხეთ. კომბოსტო თანაყვავილედებად დაშალეთ.
  2. ხახვი და ნიახურის ძირი კუბებად დაჭერით. მცენარეულ ზეთში გამჭვირვალობამდე შეწვით.
  3. გასუფთავებული კარტოფილი თხელ ნაჭრებად ან კუბებად დაჭერით, როგორც გსურთ. დააქუცმაცეთ, რომ სწრაფად მოიხარშოს.
  4. შემწვარი ხახვი და ნიახური დაუმატეთ, 700 მლ წყალი დაასხით. ცოტა მარილი დაუმატეთ. მოხარშეთ. ამ დროში ისპანახი დაჭერით.
  5. როცა კარტოფილი მოიხარშება, ბროკოლი დაუმატეთ და 5 წუთით ხარშეთ. ახლა ისპანახი დაუმატეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. მაქსიმუმ 2 წუთით მოიცადეთ, რომ ბროკოლი არ გადაიხარშოს. წვნიანი ჭაობისფერი მწვანე გახდება.
  6. სუპი დააბლენდერეთ. ნაღები გააცხელეთ, მომავალ კერძს დაუმატეთ და კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ.
  7. წვნიანი ქურაზე დააბრუნეთ, გააცხელეთ, ადუღებამდე არ მიიყვანოთ. გემო გასინჯეთ. თუ საჭიროა, მარილი და წიწაკა დაუმატეთ. გემრიელად მიირთვით.