მენოვაზინი. იაფი სამკურნალო საშუალება, რომელიც 13 შემთხვევაში დაგეხმარებათ

714

იცით, რომ არსებობს იაფი და ჯადოსნური ხსნარი, რომელიც 13 დაავადებას კურნავს? მენოვაზინით ჯანმრთელობას დიდხანს შეინარჩუნებთ და ფულს დაზოგავთ. ადგილობრივი საანესთეზიო კომბინირებული საშუალება ინიშნება სახსრების და კუნთების ტკივილის, ნევრალგიის და სხვადასხვა კანის დაავადების დროს. გამოდის მალამოს და ხსნარის სახით. შემადგენლობაში შედის: მენთოლი, ბენზოკაინი და ეთილის სპირტი. 1 ქილა დაახლოებით 2 ლარია. იზრუნეთ, რომ საშუალება სახლის აფთიაქში ყოველთვის გქონდეთ. Vivien გიამბობთ, რას კურნავს მენოვაზინი და როგორ გამოიყენოთ.

რას კურნავს მენოვაზინი: 13 მოულოდნელი გამოყენება – ყურადღება მიაქციეთ, რომ სტატია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს. ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე ოჯახის ექიმს მიმართეთ. ასევე პრეპარატის ინსტრუქციას დამოუკიდებლად გაეცანით.

  • ცუდი ძილის და რეგულარული უძილობის დროს: ბამბის დისკი მენოვაზინის ხსნარში დაასველეთ და კისერი ყურიდან ყურამდე გაიწმინდეთ. ამ მარტივი მოქმედებით საძილე და დამხმარე აბების გარეშე სწრაფად დაიძინებთ.
  • ანგინის დროს. ხსნარი ყელზე წაისვით, შემდეგ ნატურალური ქსოვილის თბილი შარფით შეიხვიეთ. თუ მენოვაზინს დღეში 3-5-ჯერ იყნოსავთ, სურდოს მალე დაივიწყებთ.
  • სარძევე ჯირკვლების ტკივილის დროს. ხსნარი მტკივნეულ ადგილას წაისვით და მალე შედეგს დაინახავთ. უშუალოდ ძუძუს თავზე მისი წასმა ან სიმსივნისას მისი გამოყენება აკრძალულია.
  • სხვადასხვა სახის ანთების დროს. თუ ანთება ყურის არხშია, ხსნარში დასველებული ბამბის დისკი ყურში 10 წუთით ჩაიდეთ. აკნეს მოსაშორებლად კანი დილა–საღამოს ხსნარით გაიწმინდეთ. მენოვაზინი ჭრილობის გასაწმენდადაც გამოიყენება.
  • ვარიკოზული ვენების დროს. წამალი ტერფიდან დაწყებული წრიულად წაისვით, ზემოდან ნელა ადით.
  • ბუასილის დროს. საჩვენებელ თითზე ხსნარში დასველებული ბინტი დაიხვიეთ, შემდეგ დაზიანებულ ადგილას რამდენჯერმე წაუსვით. პრობლემას უკვე 5 დღეში მოიშორებთ. ეფექტური მეთოდია.
  • ჰაიმორიტის დროს. მენოვაზინი წაისვით ცხვირზე, სადაც ჰაიმორიტის სინუსებია. შემდეგ მტკივნეული ადგილები ინტენსიურად დაიზილეთ. შემდეგ მარლა ცხვირზე დაიფინეთ და 5 წუთით დაწექით. ამ მეთოდით ტკივილს და შეშუპებას მოიშორებთ.
  • სურდოს დაავადების დროს. მშრალ ხველას კურნავს. ზურგი და მკერდი ამ ხსნარით ინტენსიურად დაიზილეთ და თბილ საბანში შეწექით. მინიმუმ სამჯერ გაიმეორეთ.
  • ჰერპესის დროს. ხსნარიანი სალფეთქი ჰერპესზე დაიდეთ ან მენოვაზინის მალამო წაისვით. დღეში 2–4–ჯერ გაიმეორეთ.
  • ნაკლებად მოძრავი მოხუცებისთვის. მენოვაზინის ხსნარი მუხლქვეშა ფოსოებსა და ტერფებზე დღეში 3–ჯერ წაისვით. დროთა განმავლობაში კიდურებში მობილობა დაგიბრუნდებათ.
  • სახსრების მარილების დროს. მალამო დაზიანებულ ადგილზე რეგულარულად შეიზილეთ და მალე მტკივნეული შეგრძნებები გაქრება.
  • რადიკულიტის დროს. კისერზე, კეფაზე, საჯდომ ნერვსა და ხერხემალზე წაისვით. ასე განწყობას და მდგომარეობას გააუმჯობესებთ.
  • თავის და კბილის ტკივილის დროს. წამალი შუბლსა და საფეთქლებზე წაისვით, შემდეგ დაძინება სცადეთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!

ზემოთ მოცემული სია მოქმედების სახელმძღვანელო არაა და მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს. გახსოვდეთ, რომ თვითმკურნალობას ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია.