ბარისტამ მასწავლა, როგორ გამოვიყენო ყავის ნალექი ყოველდღიურ ცხოვრებაში

1085

მსოფლიოში ყოველდღე 2 მლრდ–ზე მეტი ფინჯანი ყავა ისმება. წარმოიდგინეთ, რამდენი ჩენჩო რჩება ამ სასმელისგან, რომელსაც უკვალოდ ყრიან. ცოტამ თუ იცის, რამდენად ღირებულია ყავის ნალექი. ბევრი ადამიანი თვლის, რომ ყავის ნალექი მხოლოდ კოსმეტოლოგიაში გამოიყენება ანტიცელულიტური ნიღბის და ტანის სკრაბის სახით. ასე არაა! Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ყავის ნალექი ყოველდღიურ ცხოვრებაში. გონივრულად იმოქმედეთ. ძვირფასი პროდუქტის გადაყრა არ ღირს, თუ მის გამოყენებას ამდენი სარგებლის მოტანა შეუძლია. ყავის ჩენჩოს გამოყენების უჩვეულო მეთოდები ნამდვილად გაგაოცებთ, ხოლო შედეგი უზომოდ გაგახარებთ!

4 საინტერესო მეთოდი, როგორ გამოიყენოთ ყავის ნალექი

  1. ეფექტური გაწმენდა – ყავის ნალექს საკმაოდ უხეში ტექსტურა აქვს, ამიტომ სხვადასხვა სახის ჭუჭყთან საბრძოლველად უბრალოდ შეუცვლელია. უხეში ქიმიური საშუალებისგან განსხვავებით ყავის ნალექი ყველაზე ჯიუტ ცხიმის ნადებსაც ნაზად აშორებს. იქ, სადაც სარეცხი საშუალება უძლურია, საოცარ შედეგს აჩვენებს. ჭუჭყიან ჭურჭელს ყავის ნალექი წაუსვით და 2 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ღრუბლით გახეხეთ და ცივი წყალი გაავლეთ. ყავის ნალექი ტაფის და ქვაბის გასაწმენდად გამოიყენეთ. კერამიკის ჭურჭელზე არ გამოიყენოთ, რადგან ზედაპირის გამუქების რისკი არსებობს.
  2. ავეჯზე ნაკაწრების შემნიღბავი – ყავის ნალექს შეღებვის თვისება აქვს. ეს ხის ავეჯის რესტავრაციისას გამოგადგებათ. ყავის ნალექით გაჯერებული ხსნარი მოამზადეთ. ბამბის დისკი ხსნარში დაასველეთ და საღებავი წაუსვით იქ, სადაც ნაკაწრია. ასე გააგრძელეთ, სანამ ფერი არ გათანაბრდება. ნატურალური საშუალება მუქ ხის ავეჯს გადაარჩენს.
  3. ნატურალური ჰაერის გამწმენდი – ზოგჯერ მაცივარში ჩნდება უსიამოვნო სუნი, რომლის მოშორება ძალიან რთულია. ამ შემთხვევაში კვლავ ყავის ნალექი დაგეხმარებათ. მინის ქილაში ჩაყარეთ და მაცივრის ერთ–ერთ თაროზე შეინახეთ. უსიამოვნო არომატი უკვალოდ გაქრება.
  4. საშუალება ბუზებთან და კრაზანებთან საბრძოლველად – თუ სახლში მომაბეზრებელი მწერები შემოფრინდნენ, ყავის ნალექი აქაც დაგეხმარებათ. საკმარისია, რომ ნალექი დაწვათ. მძაფრი კვამლი ბუზებს და კრაზანებს დააფრთხობს. თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ, რომ გაფრინდებიან.

დილით ფინჯანი არომატული ყავით ისიამოვნეთ და ჩენჩო სუფთა ქილაში შეინახეთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ეფექტური დამხმარე გახდება.