2 ხალხური საშუალება, რომელიც ქინქლებს და კოღოებს მოგაშორებთ

621

უძილო ღამეები ცხელი ზაფხულის უცვლელი თავისებურებაა. სამწუხაროდ, ძილი არა მხოლოდ მხიარული ხანგრძლივი სეირნობის გამო შეიძლება დაგაკლდეთ. მიზეზი საძულველი მწერები შეიძლება იყოს. ისინი სახლში შემოდიან, ყურებთან ზუზუნებენ და ძილს აფრთხობენ. თუ მოგბეზრდათ ქინქლები და კოღოები, რომლებიც ღამით თქვენს სახლში მძვინვარებენ, მათ მოშორებას გირჩევთ. Vivien ამ მიზნით ორ ეფექტურ ხალხურ მეთოდს გთავაზობთ. მაღაზიაში ნაყიდ რეპელენტებს, რომელთა შემადგენლობაში ქიმიური ნივთიერებები შედის, ეფექტურობით არ ჩამოუვარდება. საძულველი მწერები ეკოლოგიური მეთოდით მოიგერიეთ!

ქინქლები და კოღოები: როგორ მოვიშოროთ

  • საშუალება ფანჯრებისთვის – ცხელ ამინდში ფანჯრების ფართოდ გაღება ერთადერთი ხსნაა. ღამით, როცა სარკმელს ვაღებთ, სახლში ზაფხულის გრილი ნიავი შემოდის, მაგრამ მასთან ერთად კოღოები და ქინქლებიც. ამის თავიდან ასაცილებლად ხელნაკეთი დასაფრთხობი საშუალება გააკეთეთ. 20 მლ ქაფურის სპირტი (ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლიათ შეიძინოთ) პატარა კონტეინერში ჩაასხით. 4 კოკორი ხმელი მიხაკი და დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. მიღებული ნარევი 48 საათით გააჩერეთ. მზა ხსნარს მძაფრი, ამავდროულად სასიამოვნო სუნი ექნება. პულვერიზატორში ჩაასხით და დაამუშავეთ ფანჯრის ადგილები, სადაც მწერების ბადეა გაკრული. ძალიან ფრთხილად იმოქმედეთ. ხსნარი თავად ბადესაც შეასხურეთ. მზადაა!
  • ოთახის მომზადება – ფანჯრების დამუშავებისას შეიძლება ჩარჩოსა და მწერების ბადეს შორის მცირე ნაპრალები შეამჩნიოთ. საუკეთესო ეფექტისთვის წებოვანი ლენტი დააწებეთ. ლენტი სამშენებლო მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ. ასე პატარა ქინქლიც სახლში ვერ შემოაღწევს.
  • საშუალება კანისთვის – ხარბი სისხლისმსმელების დასაფრთხობად კიდევ ერთი ნაყენი მოამზადეთ. ეს ნაყენი კანზე უნდა წაისვათ. პატარა მინის კონტეინერში 100 მლ არაყი ჩაასხით და 10 ხმელი მიხაკი დაუმატეთ. 1 კვირა სიბნელეში შეინახეთ. ნარევი ლამაზ გაჯერებულ ფერს მიიღებს. სუფთა პულვერიზატორში ჩაასხით. სხეულის შიშველ ნაწილებზე წაისვით. ეს როგორც სახლში, ასევე ბუნებაში შეგიძლიათ გააკეთოთ. თუ პიკნიკი დაგეგმილი გაქვთ, 1 ბოთლი ასეთი საშუალება ზედმეტი არ იქნება. თან წაიღეთ და კბენის შიშის გარეშე დაისვენეთ.

ამ ხალხური მეთოდების გამოყენებით ზაფხულის ღამეს მშვიდად დაიძინებთ და მომაბეზრებელი მწერები არ შეგაწუხებთ.