სარკე და კიდევ 5 ნივთი, რომლებიც  სამზარეულოში ფანჯრის რაფაზე არ უნდა დატოვოთ

712

სამზარეულოში ფანჯრის რაფას, განსაკუთრებით პატარას, ხშირად დამატებით ზედაპირად ან სათავსოდ იყენებენ. Vivien გაფრთხილებთ: ზოგიერთი ნივთის ადგილი ფანჯრის რაფაზე არაა! ფანჯრის მთავარი ფუნქციაა ოთახში სინათლე და სუფთა ჰაერი შემოუშვას. თუ სამზარეულოში გამწოვი არ გაქვთ, ეს ორმაგად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გადატვირთული ფანჯრის რაფა უწესრიგოდ გამოიყურება. გიზიარებთ რამდენიმე არგუმენტს, რატომ არ ღირს ზოგიერთი ნივთის ფანჯრის რაფაზე შენახვა.

ფანჯრის რაფა სამზარეულოში: რა არ უნდა იყოს მასზე

  1. პროდუქტები – ჩვეულებრივ, საქონელს შეფუთვას აქვს ნიშანი, რომ მშრალ, ბნელ, გრილ ადგილას უნდა შეინახოთ. ეს პროდუქტების 90%–ს ეხება, თუ ავოკადოზე ან მწვანე პომიდორზე არ ვსაუბრობთ, რომლებიც დასამწიფებლად ფანჯრის რაფაზე უნდა დადოთ. სხვა დანარჩენი სწრაფად გაფუჭდება.
  2. ჭურჭელი – მტვრევადი ჭიქები ან საოჯახო ფაიფური, რომლებიც გარეცხვის შემდეგ ცოტა ხნით ფანჯრის რაფაზე დადეთ, შეიძლება ორპირი ქარის გამო წამებში დაიმსხვრეს.
  3. სანთლები – პარაფინი და ცვილი ფანჯრის რაფაზე სწრაფად დნება. ასე სანთელი ფორმას სწრაფად დაკარგავს ან საერთოდ გამოუსადეგარი გახდება.
  4. კოსმეტიკა, აეროზოლი – ფანჯრის რაფაზე ნივთები სწრაფად ხურდება. სითბოს ზემოქმედებით ტუბში არასასურველი ქიმიური რეაქციები იწყება. კრემი სწრაფად გაფუჭდება, ხოლო აეროზოლის ქილა საერთოდ აფეთქდება.
  5. საყოფაცხოვრებო ტექნიკა – როგორც არ უნდა გსურდეთ, რომ სამზარეულოში ადგილი გაათავისუფლოთ, ფანჯრის რაფაზე ჩაიდნის, მულტისახარშის ან მიკროტალღური ღუმელის ადგილი არაა. ტემპერატურის ცვლილების გამო კონდენსატი ჩნდება და გროვდება, რაც ობის გაჩენას იწვევს.
  6. სარკე და სათვალე – ფანჯრის რაფაზე დატოვებული სარკე შეიძლება ხანძრის მიზეზი გახდეს. მას შეუძლია მზის სხივი აირეკლოს და ადვილად აალებადი ზედაპირისკენ მიმართოს. ამ მიზეზით სათვალე ქეისის გარეშე ფანჯრის რაფაზე არ დატოვოთ.

როგორ გამოვიყენოთ ფანჯრის რაფა სამზარეულოში უკეთესად – ფანჯრის რაფა იდეალური ადგილია სურნელოვანი ბალახების ან მიკრომწვანილის გასაზრდელად. გარდა ამისა, საინტერესო საქმიანობაა, რომელიც ჯანმრთელობისთვის პრაქტიკულ სარგებელს ფლობს. წარმოიდგინეთ, რამდენს დაზოგავთ ვიტამინებზე! ასეთი მინი ბოსტანი ფანჯრის რაფაზე ძალიან თანამედროვედ და ლამაზად გამოიყურება.სამზარეულოში ფანჯრის რაფა არა მხოლოდ რაციონალური და სილამაზის კუთხით, არამედ უსაფრთხოების მხრიდანაც განიხილეთ. ასე თქვენი სამზარეულო ფართო და მყუდრო გამოჩნდება.