ჩემი მაცივარი 8 წლისაა. თანამედროვე სტანდარტებით უკვე მოძველებულია. და მაინც, გამოცვლას ჯერ არ ვგეგმავ. კარგად ყინავს, ტევადია, დენის მოულოდნელ გამორთვას მტკიცედ იტანს. ერთადერთი, რაც მადარდებს, ობია. იშვიათად ჩნდება, მაგრამ ყოველთვის იმედს მიცრუებს. ბოლო დროს პრობლემა თითქმის გაქრა. მასთან მასშტაბური ბრძოლა დავიწყე. პირველ რიგში, ობი შინაურული საშუალებებით მოვიშორე. მეორეც, მისი გაჩენის მიზეზები დავადგინე და გამოვრიცხე!
მიზეზები, რატომ ჩნდება ობი მაცივარში
- ტენიანობა მაცივარში. სწორედ ამიტომ, მაცივარში მხოლოდ კარგად გაცივებული კერძი ან გამშრალი ხილ–ბოსტნეული უნდა შეინახოთ.
- მაცივრის იშვიათად გაწმენდა. საჭმლის ნარჩენები, გამოჟონილი რძე, ნაფშვენები და სხვა მივიწყებული ნარჩენი თაროზე ობის გასამრავლებლად იდეალური ადგილია.
- გაფუჭებული პროდუქტები. თუ მაცივარში ამჟავებული წვნიანი, დამპალი ხილ–ბოსტნეული, წებოვანი ძეხვი ინახება, გამოდის, მალე ობი გაჩნდება.
საშუალებები, რომლებიც მაცივრიდან ობის მოშორებაში დაგეხმარებათ
- სუფრის ძმარი. ღრუბელი დაასველეთ და სოკოიანი ადგილი დაამუშავეთ. ზედაპირი გაწმინდეთ და გაამშრალეთ.
- წყალბადის ზეჟანგი. კონცენტრირებული ხსნარით ობიანი ადგილი დაამუშავეთ. რამდენიმე წუთით გააჩერეთ, შემდეგ მაცივარი გარეცხეთ.
- ნიშადურის სპირტი. 1:5 პროპორციით წყალში გააზავეთ. ქსოვილი ხსნარში დაასველეთ, ობით დაზიანებული ზედაპირი დაამუშავეთ.
- სარეცხი საპონი. სახეხზე გახეხეთ და წყალს აურიეთ. საპნიანი ხსნარით ობიანი ადგილები გაწმინდეთ.
- სოდა. 1 ს/კ ფხვნილი 1 ლ თბილ წყალში გააზავეთ. ხსნარით დაზიანებული ადგილი დაამუშავეთ. თუ ობი ძალიან ბევრია, უფრო კონცენტრირებული ხსნარი მოამზადეთ.
როგორც მომხმარებლების შეფასებებიდან ირკვევა, ობი–სოკო უფრო ძველ მაცივრებში ჩნდება, ვიდრე ახლებში. და მაინც, ეს არ გამორიცხავს ფაქტს, რომ ახალ საყოფაცხოვრებო ტექნიკას მოვლა სჭირდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს