12 შვილის დედის წარმოუდგენელი ისტორია, რომელიც 11 წლის განმავლობაში ორსულად იყო

848

ბრიტნი ჩერჩი გამოცდილი დედაა, რომლის გაკვირვებაც რთულია. ამერიკელი ქალი ქმართან ერთად ზრდის 12 შვილს, რომლებიც თავად გააჩინა. ქალი 11 წლის განმავლობაში ორსულობის მდგომარეობაში იყო. ახალი ბავშვის გაჩენას ჯერ არ გეგმავს, მაგრამ მისი მეუღლე კიდევ ერთი შვილის წინააღმდეგი არაა. Vivien გიამბობთ, როგორ ახერხებენ მშობლები ამდენი შვილის აღზრდას.

გამოცდილი დედა – ბრიტნი ჩერჩი დიდ ოჯახთან ერთად არკანზასში (აშშ) ცხოვრობს. ახლა 33 წლისაა და 12 შვილის გამოცდილი დედაა. პირველი შვილი 16 წლის ასაკში გააჩინა. როგორც წესი, ამ ასაკში შემთხვევით ფეხმძიმდებიან. ეს ბრიტნის ისტორია არაა. პირმშოს დაბადების შემდეგ მალევე დაორსულდა. ასე 19 წლის ამერიკელი უკვე 3 შვილს ზრდიდა. შვილებს ერთი მეორეს მიყოლებით აჩენდა, სანამ 32 წლის ასაკში არ თქვა: „ვფიქრობ, დავასრულე!“ მისი ქმარი, კრისი, რომელიც 30 წლისაა, კიდევ ერთი ჩვილის ყოლის წინააღმდეგი არაა.

კრისიდან ბრიტნის ჰყავს 7 წლის საილასი, 5 წლის კრისტოფერ უმცროსი, 3 წლის სამტყუპები ოლივერი, აშერი და აბელი, ასევე 11 თვის როუინი. ქალს წინა ორი ურთიეთობიდან ჰყავს 6 უფროსი შვილი: 17 წლის კრიზმანი, 16 წლის ჯორდანი, 14 წლის კალები, 13 წლის ჯეისი, 12 წლის კადენსი და 10 წლის ჯესალინი. ამერიკელი ქალი 5 წლის განმავლობაში შვილებს ყოველგვარი დახმარების გარეშე ზრდიდა. ამჟამინდელი ქმარი 2014 წელს სამსახურში გაიცნო. მისმა უფროსმა ქალიშვილმა, კრიზმანმა ახლახანს საშუალო სკოლა დაამთავრა და ასაკით დედასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე უმცროს ძმასთან.

ბრიტნი ჩერჩი 7 ბიჭის და 5 გოგოს დედაა. მთელი ცხოვრების განმავლობაში დაახლოებით 98 თვე ფეხმძიმედ იყო, რაც თითქმის 11 წელია. ყველა ბავშვი, სამტყუპების გარდა, ბუნებრივი გზით გააჩინა. ამავდროულად, ამერიკელი ქალი კარგად გამოიყურება. მისი შემხედვარე ვერ იტყვით, რომ 12 ბავშვის დედაა. იქნებ სტერეოტიპულად ვაზროვნებ?

რა საჭიროა ამდენი შვილის ყოლა – გმირი ქალი თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს და თვლის, რომ როგორც მინიმუმ კიდევ ერთი ბავშვის გაჩენა შეუძლია, მაგრამ ჯერ არ გეგმავს. გასაკვირი არცაა, რადგან ქალს საზრუნავი თავზესაყრელი აქვს. პატარა შვილების აღზრდისა და სახლის საქმეების მიუხედავად სოციალურ ქსელებს წარმატებით მართავს. მაგალითად, მის ინსტაგრამის ანგარიშზე 122 ათასი მიმდევარია. TikTok–ზე მის გვერდს 2 მლნ ადამიანი თვალყურს ადევნებს. ეს ნამდვილად დიდი ციფრია, რაც ბრიტნის მუდმივად რაიმეს გამოქვეყნებას ავალდებულებს.

ბრიტნიმ ასეთ წარმოუდგენელ წარმატებას დიდი ოჯახის წყალობით მიაღწია. მისი თქმით, ხალხს სხვების ცხოვრების ყურება უყვარს. ბრიტნის შემთხვევაში ინტერესი ორმაგდება, რადგან ყოველდღე 12 შვილის ბედნიერ დედას ვერ ნახავთ. ქალი გამომწერებს ოჯახური ცხოვრების დეტალებს უზიარებს. ყვება, როგორ ახერხებს მთელი ოჯახი ერთად მოგზაურობას. აჩვენებს, სად იხარჯება ოჯახის ბიუჯეტი. მაგალითად, მხოლოდ რძეზე, რომელიც ოჯახის ყველა წევრს ძალიან უყვარს, თვეში მინიმუმ 200 დოლარი იხარჯება.ბრიტნის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ მოძულეებიც არიან. ზოგიერთი ადამიანი ღიად გმობს ქალს, რომ ამდენი შვილი ჰყავს, მაგრამ ეს არ ადარდებს: „ადრე სხვების აზრი ძალიან მაღელვებდა! მაგრამ ეს წარსულშია. პოზიტივი გაავრცელეთ!“

ბევრი ფიქრობს, რომ ბრიტნი ჩერჩი ძალიან რელიგიური ადამიანია. სხვა შემთხვევაში რატომ ყავს ამდენი შვილი? მრავალშვილიანი დედა ყველა ვარაუდს უარყოფს. 12-ჯერ მხოლოდ იმიტომ გააჩინა, რომ ასე სურდა. გმირს თითოეული შვილი გულწრფელად უყვარს. ახლობლებთან თავს ნამდვილად ბედნიერად გრძნობს. განა ეს ბავშვის გასაჩენად საკმარისი არაა?რას ფიქრობთ მრავალშვილიან ოჯახზე? მაგალითად, პირადად ვფიქრობ, რომ შვილის გაჩენა დიდი პასუხისმგებლობაა. ორსულობა მხოლოდ მაშინ უნდა დაგეგმოთ, როცა ფეხზე მყარად დგახართ და გესმით, როგორი მომავალი შეგიძლიათ მისცეთ თქვენს შვილს. გვეთანხმებით?