13 იშვიათი პროდუქტი, რომელიც ცოტას თუ გაუსინჯავს

652

რა საოცარია ჩვენი სამყარო! რამდენიმე ასეული წლის წინ ვიცოდით მხოლოდ იმ პროდუქტების შესახებ, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე იყო ხელმისაწვდომი. მოგვიანებით მოგზაურებმა და დამპყრობლებმა იშვიათი პროდუქტების შემოტანა დაიწყეს, რომელთაც უცნაური გემო და გარეგნობა აქვთ. გლობალიზაციის დაწყების დღიდან თითქმის მთელი მსოფლიოს მრავალფეროვან საკვებს გავეცანით. მაგრამ მოდუნება ადრეა! მარტივი მიწოდების მიუხედავად ზოგიერთი პროდუქტი ჩვენთვის დღემდე უცნობია. ეს მაღალი ფასით, არარენტაბელური გაყიდვების ან რთული მოპოვების გამო ხდება. Vivien იშვიათი პროდუქტების სიას გთავაზობთ.

მშვენიერი სვაინსონა. შთამბეჭდავი და კაშკაშა მცენარე ავსტრალიიდან. ადგილობრივები საკვებად აქტიურად იყენებენ. სვაინსონის გული შეგიძლიათ შეწვათ ან მისგან ფქვილი გააკეთოთ. ადგილობრივები ასეთი ფქვილით გემრიელ და ნოყიერ კვერებს ამზადებენ.

საზამთროს ბოლოკი. ეს არა დედა ბუნების, არამედ ევროპელი სელექციონერების დამსახურებაა. მათ საზამთროს ბოლოკი გამოიყვანეს. ეს ტკბილ–მწარე ჰიბრიდი ევროპაში პოპულარული ვერ გახდა. აი, ამერიკელები ეფექტური მცენარით დაინტერესდნენ. აშშ–ს ზოგიერთ შტატში ფერმერები საზამთროს ბოლოკს აქტიურად ზრდიან.

ცისფერი თინუსი.ეს ის თინუსი არაა, რომელსაც დაკონსერვებული სახით ან იაპონურ სამზარეულოში როლებზე ხედავთ. ცისფერი თინუსი თევზის ძალიან ძვირადღირებული სახეობაა, რომელიც მხოლოდ ძვირადღირებულ რესტორნებში იყიდება და ისიც იშვიათად. გამოირჩევა იმით, რომ თევზის სუნი და გემო საერთოდ არ აქვს. „ზღვის ძროხასაც“ უწოდებენ. ერთი ცისფერი თინუსი მილიონ დოლარზე მეტი შეიძლება ღირდეს.

თეთრი ხიზილალა.წითელ და შავ ხიზილალას ვიცნობთ. თეთრი ხიზილალა ყველაზე ძვირადღირებული სახეობაა, რომელსაც ალბინოსი სვია ატარებს. ეს თევზი კასპიის ზღვაში ცურავს. ამჟამად ამ პროდუქტის უფლებები მხოლოდ ერთ ირანულ კომპანიას აქვს. პატარა ქილა დაახლოებით 25 ათასი დოლარი ღირს. ხიზილალის ფასი პირდაპირ თევზის ასაკზეა დამოკიდებული: რაც უფრო ასაკოვანია, მით უფრო ძვირია ხიზილალა.

ლოტოსის ფესვი.ეს პროდუქტი ინდოეთში, იაპონიასა და ჩინეთში დელიკატესად ითვლება. გარეგნულად ლამაზი ლოტოსის ფესვი სასმელის, წასახემსებლის და ცხელი კერძის მოსამზადებლად გამოიყენება. ნიახურის ფესვის გემოს წააგავს. აზიელი ექიმბაშები დარწმუნებულნი არიან, რომ ლოტოსის ფესვს სამკურნალო თვისებები აქვს, რომელსაც სილამაზის და ახალგაზრდობის შენარჩუნება შეუძლია. მცენარე პრეტენზიულია, ამიტომ სამრეწველო მასშტაბით მისი გაშენება თითქმის შეუძლებელია.

ვაშლი „შავი ბრილიანტი“.გსურთ შარლოტა ასეთი ვაშლით გამოაცხოთ? ასეთი ხილი ტიბეტში საკმაოდ ძნელად მისადგომ ადგილებში იზრდება (ზღვის დონიდან 3,5 ათას მეტრზე). „შავი ბრილიანტი“ საოცრად ტკბილ გემოს ფლობს. მაღაზიებში ვერ იპოვით. ხილი მხოლოდ ელიტურ სუპერმარკეტებში შეგიძლიათ იყიდოთ ან საჩუქრად შეუკვეთოთ.

გვიმრის ყლორტები.გვიმრის ეს ახალგაზრდა ყლორტი ლოკოკინებს ჰგავს. უმად მისი მირთმევა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. გურმანები გირჩევენ, რომ გვიმრის ყლორტები ჯერ დაამწნილოთ, შეწვათ ან გამოაცხოთ.

ნოპალური კაქტუსი.მექსიკელებს კაქტუსის ამ სახეობის ჭამა ძალიან უყვართ. ნოპალი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. თუმცა კარტოფილ ფრიზე მოთხოვნა მაინც უფრო დიდია.

ფერადი სიმინდი.ამერიკელმა ფერმერმა ღია დამტვერვით ასეთი ფერადი სიმინდი მიიღო. სახელიც აქვს „მინის მარგალიტი“. უბრალოდ მოხარშვა და ჭამა რეკომენდებული არაა, რადგან თითქმის მთლიანად სახამებლისგან შედგება. სამაგიეროდ, დიდებული პოპკორნი გამოდის!

მაკადამიის კაკალი.თქვენს წინაშეა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კაკალი. შავი ხიზილალაც უფრო მეტად იწარმოება, ვიდრე მაკადამია. თუ მისი ჭამა მოახერხეთ, თავი იშვიათ იღბლიანად შეგიძლიათ ჩათვალოთ!

„შოკოლადის წიწაკა“. რას არ მოიფიქრებენ უცხოელი სელექციონერები! ეს მუქი შოკოლადის წიწაკა კანადაში გამოიყვანეს. ბოსტნეულს სასიამოვნო გემო აქვს, კაკაოს მარცვლების მსუბუქი ელფერით.

წყალმცენარე დულსე.წყალმცენარის სარგებლის შესახებ უკვე დიდი ხანია და ბევრი რამ ცნობილია. აი, დულსი ნამდვილი ლიდერი და ზღვის სუპერ პროდუქტია. ის ძალიან ბევრ სასარგებლო ფიტოქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. ახალი წყალმცენარის პოვნა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მისი ფანტელები სპეციალურ მაღაზიებში გვხვდება.

ფამფარა.ეს მცენარე ადრე ღარიბი გლეხების საკვები იყო. კარტოფილის გემო აქვს. რა ევოლუცია განიცადა მცენარემ! დღეს ფამფარას თანამედროვე ეკო რესტორნებში სასარგებლო წასახემსებლად ხშირად იყენებენ.

იმედი მაქვს, რომ ამ სიიდან ყველაფერს და უფრო მეტს მალე გავსინჯავ. ახლის აღმოჩენა და უცხო კერძების გაცნობა სასიამოვნოა.