ევროპა გაჯეტების სტანდარტულ დამტენებზე გადადის

451

განვითარებული ქვეყნების უმეტესობა გარემოს დაბინძურების საკითხს სწავლობს. ევროკავშირის ქვეყნები ნაგავს აქტიურად ახარისხებენ და ხელმეორედ ამუშავებენ. მეორადი მასალის გადამუშავება პრობლემის ერთ–ერთი ეფექტური გადაწყვეტილებაა. ევროკავშირი ამაზე არ ჩერდება. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ეკოლოგიის საკითხები მწვავედ დგას. 2022 წელს ევროკავშირი გაჯეტების დამტენის სტანდარტიზაციას გეგმავს. გამორიცხული არაა, რომ 2024 წლიდან ტელეფონის დამტენი Тype-С ცალკე გაიყიდოს.

ტელეფონის დამტენი Тype-С – იგეგმება, რომ მომავალში ყველა ელექტრონულ მოწყობილობას, ტელეფონს, პლანშეტს, ნოუთბუქს, ფოტოაპარატს და სხვა გაჯეტს ერთი დამტენი USB Тype-С მოერგოს. ასე სმარტფონის და სხვა ტექნიკის მომხმარებელთა ცხოვრება გამარტივდება, ასევე ელექტრო ნარჩენების რაოდენობა შემცირდება. გარდა ამისა, დამტენი მოწყობილობა ახალი სმარტფონის ნაკრებში აღარ გაიყიდება. ევროპარლამენტის წევრების უმეტესობამ ინიციატივას მხარი დაუჭირა.ჯერ კიდევ 2009 წელს ევროკომისიამ ტექნიკის მწარმოებლებს მოუწოდა, რომ გაჯეტების დამტენი მოწყობილობა სტანდარტული გაეხადათ. ასე კომპანიები Samsung, Apple, Huawei, Nokia შეთანხმდნენ, რომ 2011 წლიდან გამოშვებულ მოწყობილობებში microUSB ტიპის დამტენ მოწყობილობას გამოიყენებდნენ. კომპანიამ Apple კანონში ხარვეზი გამოიყენა და დამტენის ტიპი არ შეცვალა, არამედ გადამყვანის წარმოება დაიწყო. დღემდე კომპანია Apple თავისი დამტენებისთვის გადამყვანებს აწარმოებდა, ახლა მწარმოებლების უმეტესობამ Тype-С დამტენის გამოყენება დაიწყო.

ამრიგად, ერთადერთი კომპანია, რომელსაც ახალი ტიპის დამტენზე გადასვლა არ აწყობს, კომპანია Apple აღმოჩნდება. 2020 წელს, როცა ერთიანი დამტენის ტიპის გამოყენების შესახებ რეზოლუცია მიიღეს, Apple წინააღმდეგი იყო. კომპანიის ხელმძღვანელები ირწმუნებოდნენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება „ინოვაციას ჩაახშობს“ და კიდევ უფრო მეტ ნარჩენს გამოიწვევს. როგორც ხედავთ, თუ კომპანიები დასაძვრენს მოძებნიან იმის ნაცვლად, რომ საერთო მნიშვნელს მიაღწიონ, ნარჩენები მხოლოდ გაიზრდება.

სმარტფონები და ეკოლოგია – ტექნიკას ნაკრებში დამტენი, ფიტნეს სამაჯური, ყურსასმენი ხშირად მოყვება. აიფონის მე-11 მოდელიდან Apple–მა დამტენის ყუთში ჩადება შეწყვიტა. ამის გამო შეფუთვის ზომა შეიცვალა, უფრო გათხელდა. მწარმოებლები ხაზს უსვამენ, რომ გადაწყვეტილება გარემოზე ზრუნვის გამო მიიღეს. კითხვას, ზრუნავენ თუ არა სმარტფონის მწარმოებლები ეკოლოგიაზე, შეიძლება ფილოსოფიური ვუწოდოთ.გარემოზე ზრუნვას ვერ ვუწოდებთ ყოველწლიურად ახალი ტექნიკის წარმოებას, რომელიც ერთ წელში აქტუალური არაა, ხოლო 3 წლის შემდეგ მუშაობას საერთოდ წყვეტს. არიან კომპანიები, რომლებიც ტექნოლოგიების განვითარების და გარემოზე ზიანის შემცირების მეთოდებს ეძებენ. მაგალითად, Samsung სმარტფონის ყუთის შესაფუთ უჯრაში ნაწილობრივ გადამუშავებულ პლასტმასს იყენებს, ხოლო ყუთს ნაწილობრივ გადამუშავებული მუყაოსგან ამზადებენ. დამტენი მოწყობილობების 20% გადამუშავებული პლასტმასისგან შედგება. Samsung არ ჩერდება. მან ნედლეულის და დეტალების წარმოების შემოწმების სიხშირე გაზარდა და სერტიფიცირების პროგრამა Eco-Partner გამოუშვა.

სმარტფონის კონსტრუქციას ნარჩენების რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია. თუ ტელეფონი ასაწყობი ნაწილებისგან შედგება, ასეთი გაჯეტი შეგიძლიათ შეაკეთოთ და ამაზე თანხა დაზოგოთ. ჰოლანდიური კომპანია Fairphone ხალხს და ეკოლოგიას პირველ ადგილზე აყენებს. ამ კომპანიის სმარტფონის მოდელები ასაწყობი ნაწილებისგან შედგება და ეს მომსახურების ვადას ზრდის. მასალების 30%, რომლისგანაც ეს სმარტფონები მზადდება, შეიძლება გადამუშავდეს.ტექნოლოგიის განვითარება ორი გზით შეიძლება განიმარტოს. ერთი მხრივ, ბევრი ახალი მოდელი ჩნდება, რომელთაც მრავალი ფუნქცია აქვთ. მაგალითად, NFC–ის ფუნქციით სმარტფონით პლასტიკური საკრედიტო ბარათის ნაცვლად შეგიძლიათ გადაიხადოთ. ერთი სმარტფონი ათობით საკრედიტო ბარათს და ფასდაკლების ბარათს მოიცავს. მეორე მხრივ, განვითარება ყოვლისმომცველი უნდა იყოს. ყველა შეგნებულ ადამიანს სურს იცხოვროს ქალაქში, სადაც ჰაერი დაბინძურებული არაა და ნაგავი არ ყრია. ცვლილებები ასეთი უმნიშვნელო საკითხებით იწყება. მთავარია, საკუთარ თავთან და სხვებთან გულწრფელი იყოთ. მხარს უჭერთ ევროკავშირის ინიციატივას დამტენის სტანდარტიზების შესახებ ეკოლოგიისთვის?